ვუმღერ სამშობლოს!
| |
სინიორა | თარიღი: სამშაბათი, 2013-03-05, 9:31 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-17, 8:54 PM | შეტყობინება # 16 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-17, 8:54 PM | შეტყობინება # 17 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| უბატონო ლილე
რა სიზმარი, რა გზა ან რა ფანტომი, ცხადად, თითქმის ყველაფერი ცხადად, - საქართველოს არ ჰყოლია ბატონი, საქართველოს ერთგული სპა ჰყავდა.
ვინ რა ბრძანა, რა ქადილი, რა ტონი, ვინ ხარკს თხოვდა, ვინ ღველფს ანუ ღადარს, - სვანურ ლილეს არ ჰყოლია ბატონი, სვანურ ლილეს დალ-ქალღმერთი ჰყავდა!
იყო სიტყვა, იყო სიტყვის გამგონიც, იყო სცენა, იყო ფარდის ფარდაც, - დედანას არ ჰყოლია ბატონი, დედაენას დედაერი ჰყავდა!
შთაგონება, როგორც ირმის ნახტომი, თამარ მეფე მეუფედ და ხატად, - პოეზიას არ ჰყოლია ბატონი, პოეზიას რუსთაველი ჰყავდა!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-17, 8:55 PM | შეტყობინება # 18 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის, - დასაღვრელის ალბათ მაცნეა, არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია!
მე დავინახე სვეტიცხოვლის ტორმეტი სვეტი თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია, არავითარი სხვა სამშობლო, ამაზე მეტი, არ გამაჩნია!
მშვენიერია ორ ზღვას - შუა კავკასის ხედი, და კითხვა: "ვინ ვის?!" ბებერ გულში ლახვრად მაჩნია, არავითარი სხვა სამშობლო, ამაზე მეტი, არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-17, 8:56 PM | შეტყობინება # 19 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ხევსური სამასი არაგველის ხსოვნას
I
ზაფხულში, არაგვზე, სალუდე დუქანთან, უკრავდა დაირა და დათვი ბუქნავდა.
ფიცხობდა, სხიოდა მზის ცხელი დაირა, სიცხე ძუნძულებდა მთლად დათვისნაირად.
ღრეობდნენ ხევსურნი... და ზორბა ხინკლები პეშვიდან სხლტებოდნენ, როგორც თხის ჯიქნები.
დაჩეხილ ცხვირ-პირზე ეფინათ ხაშხაში აგვისტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში.
გზაზე კი სურათი კაცს ღიმილს მოჰგვრიდა: ერთ ახმახს იაბო დაუფრთხა ბოგირთან.
რაც ვნახე, როგორ ვთქვა ან როგორ გიამბოთ, გოლიათს ლაჯებში მოეხრჩო იაბო.
ჩამოხტა დევკაცი და ცხენი მშიშარა ვეება იღლიის ქვეშ ამოიჩარა.
გადმოვლო ბოგირი და მთვრალი ხევსურნი შემოხვდნენ ყიჟინით, აზარტში შესულნი.
ჩამოსვეს, მაგიდა ჩასცილდა მუხლისთავს, ჯამში აშიშინდა თვალები ბუღისა.
რაც იყო სუფრაზე - ერთიან მოხოცა, დათვიც კი დაფრთხო იმისმა ხორხოცმა.
დაჩეხილ ცხვირ-პირზე ეკიდათ ხაშხაში, აგვიტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში,
ერთურთს ხანჯლებივით უღერდნენ ტაეპებს და ჰგავდნენ ლანდები წარმართულ ღვთაებებს.
ფიცხობდა, სხიოდა მზის ცხელი დაირა, სიცხე ძუნძულებდა მთლად დათვისნაირად.
ცხენს გადაახუხა ხევსურმა არაყი, დეზი ჰკრა და... ფეხით გასტოპა არაგვი.
II
როდესაც სიკვდილი იქ, ბარში, მოყვრებთან ვენახებს მოხრავდა და მტკვრის წყალს მოხვრეპდა,
მთიდან ჩამორბოდნენ ხარები ბარადა და რქებით ჩხვერავდნენ კრწანისს თუ მარაბდას!
მთიდან ჩამორბოდნენ, მტრის ჟლეტა ნებავდათ - და ბარში რჩებოდნენ სამარის ჯვრებადა.
ბარში მოდიოდნენ „ვოჟები“ კერკეტა - მთაში ბრუნდებოდნენ ზღაპრად და ლეგენდად.
და სიკვდილს, სიწრისგან ყელზე რომ დაადგა, ხევსურის ფარია სხვა მრავალ ფართაგან.
ე მაგის სისხლია, ე მაგის ძვლებია, ჩვენს ქართულ ციხეებს რომ ჩაფიცხებია.
ე მაგის სისხლია, ე მაგის სინდისი, ომში რომ არ წავხდეთ სიკვდილის პირისპირ.
მის გორდას მამულის გზა გაუკაფია, გორდასებრ ჩინჩხლებს ჰყრის ე მაგის კაფია.
მოდის საქართველო ე მაგის ჯიშისა, რომ მტერი ვერაგი კვდებოდეს შიშისგან!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-17, 8:56 PM | შეტყობინება # 20 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
თბილისს შვენის ფიროსმანი, ჯადოსნური ფერებით. თბილისს შვენის გრიშაშვილი - სიყვარულის ლექსებით,
თბილისს შვენის ჭავჭავაძის, ორბელიანთ ქალები, თბილისს შვენის ბესიკის და ნატასფერი თვალები.
თბილისს შვენის ნინოს ცრემლი, მთაწმინდაზე დაღვრილი, თბილისს შვენის ლადოს ლექსი - სიყვარულით დაღლილი.
თბილისს შვენის მტკვარზე - ტივი, სადღეგრძელო - გრიგოლის, თბილისს შვენის ვაჟკაცები - კრწანისის და დიდგორის.
თბილისს შვენის იეთიმ გურჯი! მუხამბაზი - ამქართა, თბილისს შვენის სიმონიკა ჭავჭავაძის აღმართთან,
თბილისს შვენის ნარიყალა, მთა, ღმერთების მთაწმინდა, თბილისს შვენის უფრო მეტად ვინც ამ მთაზე ავიდა!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-17, 8:58 PM | შეტყობინება # 21 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-17, 8:59 PM | შეტყობინება # 22 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მზე ამოდიოდა, მთვარე ჩადიოდა, მამალი ჰყიოდა, კვამლი ადიოდა, ვიღაცა ტიროდა, ვიღაცა ჩიოდა, ვიღაცას შიოდა, ვიღაცას ციოდა და დრო გადიოდა.
ვითარცა ღვინო - ქვევრიდან ხაპში - ხაპიდან დოქში - დოქიდან ჯამში - ქართული სისხლი, ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული გული გადადიოდა კაციდან კაცში…
გადადიოდა, გადადიოდა, გადადიოდა - და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, ვითარცა მტკვარი…
გზადაგზა სვამდნენ, ამღვრევდნენ, ღვრიდნენ, უღმერთოდ ჰრყვნიდნენ, უგულოდ ჰყიდნენ, და… მიუხედავად ამისა, მაინც - გამოიარა ვახტანგის გული, გამოიარა თამარის გული, გამოიარა სულხანის გული
და დღეს – შოთაის ნაქონი სისხლით, და დღეს – ვახტანგის ნაქონი სისხლით, და დღეს – სულხანის ნაქონი სისხლით – თბილისის ფართო ქუჩებში დადის: ლეილა, ლონდა, ნათია, ლალი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი. და… იარონ! იარონ! იარონ! ამინ!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-17, 9:00 PM | შეტყობინება # 23 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| არის ასეთი ქვეყანა
ვაზის ძირში დარწეული აკვანი, სალამურის საამური კვნესა, გმირობის და უკვდავების ზღაპარი ხალხში თქმული რუსთაველის ლექსად.
მამა - პაპის წმინდა სისხლით ნაბანი, მზის სხივებით ანთებული მარად, უფსკრულებში ჩანჩქერების ჩქაფანი, მთებზე თოვლი, ბულბულები – ბარად.
ზოგან ირმების ჯოგია, ზოგან არწივნი ჰქრიან, არის ასეთი ქვეყანა, - მას საქართველო ჰქვია!
თვალტანადი ქალ-ვაჟების ნათქვამი იავნანა, ურმული და რერო, სიცოცხლით და სიყვარულით გამთბარი ვენახები, ყანები და მდელო.
თხილის ერთ გულს ცხრა ძმას ძმურად გაუყოფს, მას თავისთვის განა მეტი უნდა?.. სურს მოყვარეს გულის კარი გაუღოს, სახლის კარი ღია არის მუდამ.
„ერი პურადი, გულადი“, სტუმარს ღვთის კაცად სთვლიან… არის ასეთი ქვეყანა, - მას საქართველო ჰქვია!
ურმის ჭალებს შესეული ბავშვები, ივრის ჭალებს – კაკაბი და გნოლი… ჩვენს იმედად, მტერთა რისხვად ნაშენი ძველთაძველი თბილისი და გორი.
დეკემბერში ვარდის გამოშუქება, ნოემბერში ნარინჯების ეშხი… წყალვარდნილებს ელსადგური უხდებათ და ქარხნების გუგუნია მთებში.
მისი დიდების ამბავი საუკუნეებს მიაქვთ. არის ასეთი ქვეყანა, - მას საქართველო ჰქვია!
აბა ვინ სთქვას: თავის მთით და ბარითა პატარაა საქართველოს მიწა… მზეს ეხება, ისე მაღლა ავიდა, იალბუზით მეშვიდე ცას მისწვდა.
აუვსია, რომ დაუხვდეს გაზაფხულს, ღვინით თასი, ყვავილებით კალთა, სხვა ოცნება, სხვა დიდება არა სურს მშობელ ხალხის დღეგრძელობის გარდა.
ღამით ვარსკვლავებს უღიმის, დღისით მზეს - ცეცხლისფრთიანს. არის ასეთი ქვეყანა, - მას საქართველო ჰქვია!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-17, 9:00 PM | შეტყობინება # 24 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
საქართველო ბეჭედია, ბაჯაღლო, და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში, გავსცქერ არეს უხინჯოს და უნაკლოს, წერეთელის დინჯ შუბლივით გადაშლილს.
ასეთი ცა მე ჯერ არსად მინახავს, ასეთი მზე მე ჯერ არ შემხვედრია, ეს ჩუქურთმა, ჩამოთლილი ინახად, თავისუფალ საქართველოს ხვედრია.
გულო ჩემო იხარე და დაიძარ! ჩაეზარდე მშობელ მიწას ფესვებით, ახალ თბილისს, ახალ კოკორს ნაღვიძარს, უგალობე ნამუსიან ლექსებით!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-17, 9:01 PM | შეტყობინება # 25 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო და მინდორ-ველი, ვინც არ უნდა იყოს იგი, ჩინელი თუ ინდოელი,
ვინც გლეხია, ვინც მუშაა, ვინც სიმართლის მძებნელია, საქართველო არ უყვარდეს, ყოვლად შეუძლებელია!
კიდევ უფრო, კიდევ უფრო იღორძინე საქართველო, კიდევ უფრო ბევრი შვილი გამოზარდე სასახელო.
კიდევ ერთი რუსთაველი, კიდევ ერთხელ აამღერო, შენც იხარო, ჩვენც გვახარო, გამხნევდე და გაგვამხნევო,
გევალება საქართველოვ! შეგიძლია საქართველოვ! გაგიმარჯოს საქართველოვ!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-17, 9:02 PM | შეტყობინება # 26 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| სამშობლო ხევსურისა
სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი, სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი, სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი, ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი, ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის, სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის, იქ მიშობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია, სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია, არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა, ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა, როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-17, 9:02 PM | შეტყობინება # 27 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ხმა კატამონთან
ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ, შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა, შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან. ნათესავს ათასს მეგობარს ათასს, მრუდსა და მართალს, მტერთა და ძმათა დავშორდი, მორჩა, ყველა მოთავდა, მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა, მხოლოდ შენ უკვდავს, მხოლოდ შენ მარადს, შენ - ერთს, შენ ვერ გთმობ სამარის კარად. თუ რამ მზე მწამდა, თუ რამ მზე მწვავდა, უტკბილეს დღეთა უტკბილეს წამთა, უტკბეს შენ ხარ, ენავ დედაო, შენ, მწარე ლხინო, ტკბილო სევდაო, შენ, ყოველის მთქმელო, ყოველის არ მთქმელო, შენ, გმირთა გმირო, ბრძენო ქართველო, წარსულის ძეგლო, წინ გამხედავო. ქვესკნელში მძრომო, ცაში მჭვრეტელო. ხან - ფუნჯო ჩემო, ხან – საჭრეთელო, შენ, აკვნის ჰიმნო, ცრემლო სამარის… იბერის ენავ, ენავ თამარის… შენ, ნიჭო ჩემო, სრბოლავ და ფრენავ, დედაო ენავ, დედაო ენავ! დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა, მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად, დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას, დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას. ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი, ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი, მხოლოდ შენ უჭკნობს, შენ ხატად ქცეულს, რა დრო, რა დასცემს შენს უკვდავ სხეულს? ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ, ჩემო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ, შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა, შენ ერთს, შენ ვერ გთმობ სამარის პირთან.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-17, 9:05 PM | შეტყობინება # 28 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-17, 9:05 PM | შეტყობინება # 29 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| სიმღერა მამულზე
ჰაი, დილილმე, დილილმე, მთა - ბარი შემოვირბინე, მთაში წყარონი მღერიან, ბარში მინდორი ბიბინებს.
წყაროსაც დავეწაფები, დავკრეფ ვარდებს და გვირილებს, რა ლამაზი ხარ, მამულო, შენი გამჩენის ჭირიმე.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-17, 9:06 PM | შეტყობინება # 30 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| საქართველოო ლამაზო
ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი... საქართველოო ლამაზო, „სხვა საქართველი სად არი?" ცა ვარსკვლავებით ინთება, ცა – არცა რისი სადარი... მთვარე რომ ამობრწყინდება, გული გაფრენად მზად არი... დიდება, შენი დიდება, „სხვა საქართველო სად არი?"
მინდვრები, ქართლის მინდვრები, ქედები მხარგაშლილები... მთაში – ტყე დანაბინდები, ტყეში – ქორბუდა ირმები... ბარად შრიალებს ჭადარი, მზეს უმღერიან ჩიტები... მხარევ მოსილო დიდებით, „სხვა საქართველო სად არი?" ლურჯი ბალახი მხარამდი, მწყერი გოგმანობს ბალახში... თეთნულდზე – მზე და ბადაღში... სხვა საქართველო ვინ ნახა? „სხვა საქართველო სად არი?"
როს ვარსკვლავები ხმაურით აინთებიან ცათანი, კლდეს მოაწყდება ზღვაური მეშვიდე ცაზე ატანილს... კლდეებში ჯიხვი დაფრთხება, გორში იტირებს ატამი, ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი, „სხვა საქართველო სად არი?"
აქ დაიბადა „სულიკო", მზისკენ გაფრინდა „მერანი"... და თუნდაც გადმოსულიყო მტერი შმაგი და ვერანი, მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა, სით გაუშვებდა ლელაჲ? აქ დაიბადა „სულიკო", მზისკენ გაფრინდა „მერანი"...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს, ცაში ასულა ძერაი... დაბლა შრიალებს მოლისებრ ყანაი გაუყელავი... ფიქრს დაუღლია ონისე, ბახტრიონს მიდის ლელაი... მთათ ორბის ფრთები მოისხეს, ცაში ასულა ძერაი...
ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი... საქართველოო ლამაზო, „სხვა საქართველო სად არი?"
|
|
| |
|