მინდა გიყვარდეს ჩემი ღიმილი
| |
თეკლა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:08 PM | შეტყობინება # 1 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:11 PM | შეტყობინება # 2 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს... ასე მგონია ასეთი სიყვარული არავის შეუძლია... დავიძინებ - მიყვარხარ! გავიღვიძებ - მიყვარხარ! ჩემთან ხარ - მიყვარხარ! და თუ შორსა ხარ, მაშინ ყველაზე მეტად მიყვარხარ!
მე სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული მიბოძა ღმერთმა. შენგან მივდივარ - მენატრები, თვალს მოგაშორებ - მენატრები, როცა გიყურებ, მაშინ ყველაზე მეტად მენატრები... მონატრებაზე უფრო დიდმა მონატრებამ შენად მაქცია. ჩემი სიყვარული დედამიწაზე დაიბადა და გაიზარდა. როცა ახალ დაბადებულ ბავშვს ვეფერები - შენ გეფერები! როდესაც შინ თითის წვერებზე დავდივარ, მაშინ შორეულ ბინაში შენს ძილს ვუფრთხილდები.
მადლობაზე უფრო დიდი მადლობაა ჩემთვის შენი არსებობა. რომ ხარ ესაა მთავარი. მე დაგელოდები, სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები...
არა, არა სიცოცხლის იქითაც თუკი შეიძლება ლოდინი, მე იქითაც დაგელოდები. ჰო, ასე მგონია ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს... მე ხომ ასეთი სიყვარული არ შემიძლია... მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:14 PM | შეტყობინება # 3 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ***
ოდესმე გიფიქრია რომ შენი ერთი ესემესი ძალიან გამახარებდა და კარგ ხასიათზე დამაყენებდა? კიდევ უფრო გამიხარდებოდა თუკი ძილის წინ მხოლოდ იმიტომ დამირეკავდი, რომ ძილინებისა გესურვებინა... მინდა გიყვარდეს ჩემი თვალები და ღიმილი... გიყვარდეს ჩემი გაბრაზება და მერე გეცინებოდეს...
შენი მხიარულება გადამდები იყოს და ყველა წყენას მავიწყებდეს... მინდა ძილის წინ ჩემზე ფიქრობდე და გაღვიძებისას პირველი მე გახსენდებოდე... მერე გეღიმებოდეს და სითბოს გრძნობდე...
მინდა ჩემი ხელი ხელში გეჭიროს, მეტად რომ ვიგრძნო შენი სიახლოვე... მინდა თვალდახუჭული გენდობოდე და ვიცოდე რომ უცხო გოგონას "ჩემსავით" არ შეხედავ... მინდა მქონდეს შენი იმედი ყველგან და ყოველთვის... ვიცოდე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შენ ჩემს მხარეს იქნები და დამიცავ...
მინდა მოულოდნელად ჩამეხუტო და მაკოცო – ხოლმე... მინდა ხელში ამიყვანო და სულაც არ დამსვა როცა გეტყვი გამიშვი – მეთქი... მინდა შენთან ერთად უაზროდ ვიბოდიალო ქუჩებში, ტყეში, ზღვის სანაპიროზე... მინდა მოვყვეთ თავსხმა წვიმაში... დიდ თოვლში...
მინდა გეთამაშო რაიმე აზარტული... სულერთია რა... მინდა საერთო მეგობრებთან ერთად გავატაროთ მხიარული საღამოები... მინდა შენთან ერთად მოვხვდე სადმე შორს, მთაში, სიცივეში, ყინვაში, სახლში, სადაც ბუხარი იგიზგიზებს და მხოლოდ სანთლის შუქზე დავინახავთ ერთმანეთს...
მინდა შენთან ერთად დავიკარგო... მინდა დილით შენი კოცნა მაღვიძებდეს და ღამით შენთან ჩახუტებულს ჩამეძინოს...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:16 PM | შეტყობინება # 4 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ჩემი ქმარი ამბობს, რომ მე ერთი პატარა, ჭირვეული ბავშვი ვარ და რომ დროა გავიზარდო, თორემ საბავშვო ბაღში მიმაბრძანებს. ჩემი ქმარი ამბობს, რომ ყვავილები ძალიან მიყვარს, ამიტომ, რადგან ტყეში რომ წამაბრძანოს დავეკარგები, სახლში მოაქვს ყვავილები და მერე ყველა ოთახში იღვრება სურნელებად. ჩემი ქმარი ამბობს, რომ ვღალატობ, როცა ხატვას ვიწყებ, მაგრამ საოცრად დიდებული ( ასე ამბობს) ნახატები გამომდის და ღირს ამად. სულელი... ჩემი ქმარი ამბობს, რომ ჩემზე მდიდარია, რადგან მე ვყავარ და მისთვის არაფერს ნიშნავს აგარაკები მთაში და ზღვაზე, ორი მანქანა ( ერთი ჩემი), კარიერა და ეს სასახლეც ქალაქის საუკეთესო უბანში. მე ვარ ყველა განძზე უკეთესი და ამ ყველაფრის ჯადოსნური და კეთილი ფერია, მაცოცხლებელი... არადა, ერთხელ ერთი შეყვარებული მყავდა, და ხუმრობით, (ნახევრად) ვუთხარი, აუდის ჯიპი Q7 მიყიდე – მეთქი, სულ რაღაც $71 ათასი ღირს – თქო. მითხრა, კი გიყიდი, შენს თავს ვფიცავარ, მაგრამ, მერე სახლი აღარ გვექნება არასდროსო. საშინლად ვუყვარდი... დავშორდით... ჩემი ქმარი ამბობს, რომ არასოდეს, არასოდეს დაავიწყდება ჩვენი გაცნობის დღე, როგორ დამინახა, როგორ გაუშტერდა თვალები, ხელები, ფეხები და როგორ მიხვდა ერთ წამში, რომ მე ვიყავი ქალი, რომელიც მისი ცოლი გახდებოდა... ჩემი ქმარი ამბობს, რომ მართალია, მისი ცოლი ყვება, თხამ თქვაო, კაცის ჭკუა ეკალ - ბარდზე მივაყოლეო, კაცისო? კაცისას რას მივაყოლებდი, რაც არა აქვსო?! კაცები მაინც უუჭკვიანესები არიან. და იმ თხის არსებობასაც ვერაფრით დავამტკიცებ...
ჩემი ქმარი ამბობს, რომ თვალდახუჭული მენდობა. მაგრამ არ იცის, რომ ჩემს პერანგს კიდევ ერთი ღილი ეხსნება და ასე უფრო დიდი დეკოლტე აქვს. არც ის იცის, რომ შავი კაბის დამოკლება შემიძლია უბრალოდ თეძოს ნაცვლად წელზე ატანით. მენდობა და რა ქნას?! ჩემი ქმარი ამბობს, რომ ათასი ნაოჭიც რომ გამიჩნდეს, მაინც სიგიჟემდე ვეყვარები. არ იცის, რომ ყოველ ზაფხულს ნაოჭებისგან დამცავ ნიღბებს ვიკეთებ და რომ ჩემი სახის კრემის შემადგენლობაში სპეციალური მიმიკური და ასაკობრივი ნაოჭებისგან დამცავი ნივთიერება შედის. არც ის იცის, რომ მასაც გაუჩნდება ათასი ნაოჭი და იქნებ, მეტიც. ჩემი ქმარი ამბობს, რომ ამ ზაფხულში ჯერ მთაში დავისვენებთ, მერე ზღვაზე, საზღვარგარეთ და პარიზშიც წავალთ, თაფლობის თვის გასახსენებლად. ჩემი ქმარი...
მე მინდა ჩემი ქმარი ამბობდეს, რომ ბევრი, ბევრი შვილი გავაჩინოთ და დავარქვათ დამიანე, ანდრეა, ეფემია, ემა, დეა, ხატია და კიდევ ბევრი და მერე მათ კვირაობით ტაძარში წაიყვანს და აზიარებს. მინდა ამბობდეს, რომ შეიძლება ამ ზამთარში ცოტა გაგვიჭირდეს, და ხომ არ ჯობს, სოფელში წავიდეთ, იქ შეშა იქნება ბევრი და ბუხარში დიდი ცეცხლი ავანთოთ – ხოლმე. მინდა ამბობდეს, რომ მოხუცები ძალიან სასცილოები ვიქნებით და ალბათ ცოტათი აბეზრებიც... მე მინდა ჩემი ქმარი ამბობდეს, რომ არაფერია დედამიწის ზურგზე მთის მდინარეზე ცივი და ქალის ტუჩებზე ცხელი. მე მინდა ჩემი ქმარი ყოველ დილით ლოცულობდეს და მერე ესაუბრებოდეს შვილებს, ჯერ არ გაჩენილებს თუნდაც... მე მინდა, ჩემი ქმარი ხუმრობდეს: "გინდა გურული ქალი მოგიყვანია ცოლად და გინდა ჭინჭარს ჩახუტებიხარ... შიშველიო". მე მინდა ჩემი ქმარი თვრებოდეს ნამდვილი თრობით და არ მღალატობდეს, და ნაბახუსევზე დილით ერთ ჭიქა ცივ, კამკამა წყალს მთხოვდეს. მე მინდა ჩემი ქმარი ავად გახდეს და მე ვუვლიდე. მე მინდა ჩემს ქმარს შემოდგომაზე და გაზაფხულზე ტყეში დავყავდე, ყვითელ ფოთლებს ან მინდვრის ყვავილებს თმაში მაბნევდეს და წითელი კაბის საკინძეს მიწვალებდეს... მე მინდა ჩემი ქმარი ჩემი იყოს, და იცოდეს, რომ ჩემი ყველა ნახატი, ყველა სიტყვა, ყველა მოძრაობა და სუნთქვა მას ეძღვნება, მე მინდა ვიცოდე, რომ მე მისი ვარ... მე მინდა ჩემმა ქმარმა იცოდეს, რომ მე ყოველთვის სახლში დაველოდები მის დაბრუნებას სამსახურიდან და არასოდეს წაიღოს გასაღები. მე მინდა, ჩემი... ჩემი ქმარი მალე დაბრუნდება სამსახურიდან, უნდა მოვემზადო, ალბათ ისევ სადმე რესტორანში ვივახშმებთ და საუცხოო ფორმაში უნდა ვიყო...
p.s. ჰო, მართლა, ჩემი ქმარი ამბობს, რომ ოცნებას ადამიანი არ მოუკლავს ჯერ...
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:20 PM | შეტყობინება # 5 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| * * * დღეს რომ ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი დღე იყოს, აუცილებლად მოვიდოდი შენთან… მოვიდოდი, ჩაგეხუტებოდი და გეტყოდი რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ… რომ ყოველთვის მიყვარდი… ბოდიშს მოგიხდიდი, აქამდე რომ არ ვთქვი… რომ არ მოვედი… ვეცდებოდი დაწვრილებით მომეყოლა რას ვგრძნობდი… ულამაზეს, გამორჩეულ სიტყვებს დაგიტოვებდი… იმხელა სითბოს და სიყვარულს გაჩუქებდი, მთელი ცხოვრება რომ აგავსებდა… რთულ მომენტებში ჩემ თავს რომ გაგახსენებდა და ჩემს სიახლოვეს გაგრძნობინებდა…
არც სიკვდილის მერე დაგტოვებდი, სულ შენთან ვიქნებოდი, ისე, რომ ვერც გაიგებდი… გავიხარებდი შენი სიხარულით, შენს სიყვარულს დავლოცავდი… ჩაგეხუტებოდი... ასე ჩახუტებული მოგიყვებოდი, გეტყოდი ყველაფერს, რაც ჯერ არ მითქვამს… შემდეგ ერთს გაკოცებდი და წავიდოდი… წავიდოდი სამუდამოდ… და სამახსოვროდ დაგიტოვებდი ამ თბილ დღეს…
დაგიწერდი ულამაზეს წერილს, სადაც ზუსტად გამოვხატავდი ჩემს განცდებს…
ოდესმე მოვალ… მოვალ და გეტყვი როგორ ვცხოვრობდი უშენოდ… როგორ მტკიოდი და მენატრებოდი… ყველაფერს მოგიყვები და წავალ… წავალ სამუდამოდ....
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:37 PM | შეტყობინება # 6 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| * * *
ეს ნიჭი არაა... ეს სიყვარულია, გულიდან გადმობეჭდილი... სულიდან გადმოხატული და ტვინიდან ამოწერილი.... ეს, ჩემი სულია, სიყვარულის დუელში გამოწვეული. ეს ლექსი არაა...სიტყვებია, გულიდან ამოხეული. ეს ნიჭი არაა დამიჯერე, გულია - გადარეული.. მონატრებაა შეშლილი და გზააბნეული. არა, მე არ ვარ ყველასაგან გამორჩეული.... ეს ჩემი სულია, სიყვარულის დუელში გამოწვეული...
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:38 PM | შეტყობინება # 7 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| * * *
ყოველთვის ასე ხდება, დიდი და შენდამი უეცარი სიყვარულის შემდეგ შენ მე მიმატოვებ... მიმატოვებ ისე, როგორც მინდვრის ცისფერი ყვავილები შეიძლება მიატოვოს ქალმა, როდესაც მაისის თეთრ, უმშვენიერეს ვარდებს დაინახავს. იმიტომ, რომ მინდვრის ცისფერი ყვავილების და მაისის თეთრი ვარდების თაიგული არასოდეს იქნება ერთად ლამაზი...
...მე არაფერს გისაყვედურებ, მხოლოდ მეყვარები, რაღაც არაამქვეყნიური, სევდანარევი სიყვარულით...
მერე შენ წახვალ... წახვალ და იქნები კაცი ბედნიერი, მამა და გეყოლება ერთი, ორი ან სამი შვილი... მერე და რა მალე ბერდებიან ბედნიერი ადამიანები, გეყვარება ცოლი, ეყვარები მასაც, მაგრამ არა ისე, როგორც მე, რადგან ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით შეყვარება...
გავა დრო და მე დაგესიზმრები... ლამაზი, უჩვეულო თმებით, ჩემი ბავშვური თვალებით... გაგეღვიძება და გაგახსენდება ის სულელი გოგონა, რომელიც ისედაც ლამაზი იყო მაისის თეთრი ვარდების გარეშე.
შენ დამიძახებ... მე აუცილებლად მოვალ, მაგრამ მაშინ აღარ მექნება ლამაზი თმები, აღარც თვალები მექნება ლამაზი, რატომ? ცრემლი ხომ ფერს უცვლის მათ... დამინახავ და დაგენანება ის ლამაზი გოგონა, რომელიც რამდენიმე წელი, რამდენიმე თვე ან სულაც რამდენიმე დღე გიყვარდა.
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:38 PM | შეტყობინება # 8 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| * * *
წვიმა და ჩვენ ორნი... სველი თმა, ხელები, ტუჩები და ცრემლით სავსე სევდიანი თვალები.... ვსველდები და საოცრად მეშინია, რომ წვიმა გადაიღებს და შენ მიმატოვებ... - აუ, რა ბავშვი ხარ! - მეუბნები და წვიმას ხელით იჭერ. "ბავშვი ვარ?" - ვიმეორებ გულში, - "ბავშვი ვარ თუ შენ გინდა ბავშვად მხედავდე?" - ხარბად გაცქერდები, შენს უძირო თვალებში მინდა ამოვიკითხო პასუხი... წვიმს... ცრემლი შეერია წვიმას.. უცებ გამოფხიზლდი, ჩემი თავი ხელებში მოიქციე, თვალებში ჩამხედე და მკითხე: - გიყვარვარ? - და ისე რომ პასუხს არ დაელოდე, განაგრძე, - მე მიყვარხარ! - ან კი რა საჭიროა სიტყვები, ჩემს თვალებში ხომ მხოლოდ შენი თვალები ირეკლება?! - მე უშენოდ არ შემიძლია!- ძლივს ამოვღერღე და ვიგრძენი როგორ გავთავისუფლდი... შენ არაფერი გითქვამს, მაგრად ჩამიკარი გულში და გავირინდეთ... მდუმარებას წვიმის გაბმული სიმღერა აკრთობდა... ისევ ჩამოდის ცრემლი და ვგრძნობ, რომ ეს უკვე სიხარულის ცრემლია, რადგან არ ვიცი რა ვუყო ამხელა ბედნიერებას!..
წვიმის წვეთი უფლის მირონია, ფოთოლშრიალა ხეები ჩვენი მაყრიონი, ჩემი და შენი...
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:40 PM | შეტყობინება # 9 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| * * *
სიყვარული მეზიზღება... მეზიზღება ყველა ის გრძნობა რაც კი მქონია... მეზიზღება ყველა თბილი სიტყვა რაც კი მითქვამს... მეზიღება ყველა შეყვარებული, რადგან არ მჯერა მე მათი. მეზიზღება ჩემი სიყვარულიც, რადგან ამაზე საზიზღრად არაფერს უტკენია ჩემთვის გული. მძულხარ შენ - ლამაზო სიტყვებო, ვერ გიტან - ლამაზო თვალებო, მეზიზღები კრემისფერო, სრიალა კანო, მეზიზღები მათრობელა თმის სუნო... კანის გრძნობავ... თბილო შეხებავ... მეზიზღები ყველა ცრემლიანო ღიმილო... ყველა ლამაზო თითებო ჩემს ზურგზე... ვერ ვიტან ვერცერთ სიმღერას, რომელიც სიყვარულს მივუძღვენი... მეზიზღება ყველა სტრიქონი, რაც მე სიყვარულს ვაჩუქე... ფუ, როგორ მეზიზღება მე ეს გრძნობა...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:40 PM | შეტყობინება # 10 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ჩემი დღიურიდან
დღეს გაზაფხულის უკანასკნელი დღეა, ძალიან მოწყენილი ვარ, ყველაფერი მომბეზრდა... მე ვიცი, არავის ვუნახივარ მარტო, ჩემს თავთან ერთად. მე ყოველდღიურად მხედავენ ღიმილთან, ამხანაგებთან, სიხარულთან, ცრემლებთან ხელჩაკიდულს... მხედავენ ყველგან: კინოში, ხეივანში, სცენაზე, ავტობუსში, სანაპიროზე. მე დამინახეს ერთი - ორჯერ სარკეებშიც... მაგრამ ვიცი, რომ ჯერ არავის ვუნახივარ მარტოობაში - ჩემს თავთან ერთად. ... და თუ მნახეს, ალბათ ვერ მიხვდნენ, რომ ეს მე ვიყავი...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:41 PM | შეტყობინება # 11 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
გადაუღებლად წვიმს... ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის ჩვენს განშორებას. არ მეგონა, თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა. ვერ ვხვდებოდი, რომ შენ იყავი ის ადამიანი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი... არ მეგონა, თუ ჩვენს შეხვედრას ასეთი დასასრული ექნებოდა. ვფიქრობდი დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები!
თურმე ვცდებოდი! ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს დროს და ახლა ვხვდები, თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით. ბედნიერი და ამაყი... იქნება მაპატიოს ღმერთმა ჩემი სისულეები და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა! წვიმს...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:42 PM | შეტყობინება # 12 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი...
არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი, აღარც ის მახსოვს როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიღვენთა... საიდან გაჩნდა ფიქრი იმაზე, ვინც დღეს ასე დაიგვიანა, ანდა როდის მოვიდა ჩემთან მარტოობით სულდაკაწრული, როდის დამაყრდნო თავი მხარზე და დაღლილი ფიქრი ჩამოასვენა...
მერე თანაბრად ვიყოფდით სევდას... შემდეგ ზღაპარი გამოვიგონე და დავიჯერე, რომ ბედნიერი ვიყავი, სულის სიმაღლე გამოვიგონე და სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან, მერე კი როცა სული ჩავუდგი მივხვდი, თუ როგორ დავცილდი საწყისსს. ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩამქრალ კოცონს და როცა უკან მოვიხედე, სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს...
ახლა მარტო ვარ და დარდი მივსებს ცარიელ დღეებს, ხანდახან ხსოვნა ამტკივდება და ვაგროვებ გაფანტულ ფიქრებს ცხადად თუ სიზმრად... ხანდახან კი სულის სარკმელს ვაღებ და დარდს ვამზეურებ...
კრიალოსანზე ჩამოვმარცვლე ჩემი წარსული...
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:45 PM | შეტყობინება # 13 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| მითხარი რომ გიყვარვარ . . .
ისე, უბრალოდ, მხოლოდ სიტყვით , გულით თუ არ შეგიძლია ნუ მეტყვი, მაგრამ მაინც მითხარი რომ გიყვარვარ! თვალებს დავიბრმავებ, შეგრძნებებს დავიჩლუნგებ, გონებას დავიბნელებ და დაგიჯერებ, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მჭირდება ამის მოსმენა . . . მე ხომ ერთი უბრალო ადამიანი ვარ და მეორე ადამიანის სიყვარულის გარეშე ვერ ვძლებ. ნურც გონიერებას ნუ მომთხოვ, მე ხომ ადამიანის გარდა შეყვარებულიც ვარ.
და მხოლოდ ღმერთს თუ შეუძლია უყვარდეს და ამავედროს გონიერება შეინარჩუნოს.
მითხარი რომ გიყვარვარ. ეს ხომ იმაზე ბევრად უფრო იოლია ვიდრე მითხრა, რომ არ გიყვარვარ. მითხარი რომ გიყვარვარ და გამაბედნიერე, ერთი ადამიანის გაბედნიერება ხომ შენთვისაც ბედნიერების მომტანი იქნება. მითხარი რომ გიყვარვარ, იქნებ ამ შენმა ერთმა სიტყვამ გადამარჩინოს. ერთი ადამიანის გადარჩენა ხომ მთელი სამყაროს გადარჩენის ტოლფასია!
უბრალოდ მითხარი რომ გიყვარვარ . . .
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:46 PM | შეტყობინება # 14 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| სად ხარ?
მე მთელი დღეა არ გამიგია ხმა შენი და ახლა ყველაფერს ვნანობ... ვნანობ როცა გეუბნებოდი ასე ხშირად ნუ მირეკავ მეთქი! როცა გეუბნებოდი ამდენი ღამე არ ათენო მეთქი! ყველა ჩემს წინადადებას ვნანობ სადაც "არა" ერია ასე თუ ისე, ვითომ შენთვის ვაკეთებდი ამას მაგრამ ... რა სისულელეა ირგვლივ ყველაფერი, როცა შენ არ ალამაზებ ამ ყველაფერს!!!
მენატრები გესმის?
ისე მენატრები როგორც არასდროს არავის არ მონატრებია!
მიყვარხარ გესმის?
ისე მიყვარხარ როგორც არც ერთ დროში არ ჰყვარებია არავის!
მე ვიცი დრო გავა, ამბობენ რომ დრო ყველაფრის მკურნალია... სისულელეა ეს ყველაფერი, იმას რასაც მე ამ წამს ვგრძნობ დრო ვერაფერს უზამს... დროს რა შეუძლია? დროს შეუძლია გააქროს ადამიანები, სახლები, ქალაქები... დროს შეუძლია სიცოცხლეც აღგავოს პირისაგან მიწისა, დროს შეუძლია გააქროს ეს პატარა პლანეტა საერთოდ, სადაც შენ გიპოვე ამდენი ათასი წლის მერე! დროს შეუძლია გააქროს მზე და ვარსკვლავები... დროს შეუძლია გააჩეროს დრო...
მაგრამ დრო ვერაფერს დააკლებს ჩემს სიყვარულს...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:47 PM | შეტყობინება # 15 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| იცი?
ყველა შენდობის დღეს ელოდება, რომ აპატიონ... მე, მე ეს არ მჭირდება, მე ყოველდღე შემიძლია გთხოვო პატიება...
იცი? ზოგი ვალენტინობას ელოდება, ზოგი კი, სიყვარულის დღეს, რომ საყვარელ ადამიანს უთხრან, თუ როგორ უყვართ, მე არც ეს მჭირდება... მე ყოველდღე შემიძლია სიყვარული აგიხსნა...
იცი? ბევრს, საკუთარი მშობელი დედა, მხოლოდ დედის დღეს ახსენდება, მე კი, მე არც ეს მჭირდება, იმიტომ, რომ მე დედაჩემს ყოველდღე ვუმტკიცებ, რომ ის ყველაზე ლამაზი დედაა მთელს სამყაროში...
იცი? ძალიან ბევრს, საკუთარი სამშობლო მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა სუფრაზე მეთხუთმეტე ჭიქას გამოცლის და ყანწს მიაჩეჩებენ ხელში, მე კი, მე არც ეს მჭირდება, იმიტომ რომ, მე ჩემი სამშობლო, საკუთარ თავზე მეტად მიყვარს...
იცი? ყველასთვის ახალი წელი 1 იანვარს იწყება, ჩემთვის კი არა, ჩემთვის ყოველი დღე ახალი წელია...
იცი? ზოგს ღმერთი მხოლოდ მაშინ ახსენდება როცა ეკლესიას დაინახავს, ზოგი კი მხოლოდ იმიტომ მარხულობს, რომ ასეა “მოდაში”... მე კი, მე არც ეს მჭირდება, რადგან ჩემი ყოველი დღე, ღმერთით იწყება და ყველა დღე ღმერთით მთავრდება...
* * * იცი? ახლაც პატიება მინდა გთხოვოთ... მაპატიეთ, თუკი უნებლიედ რამე შემიცოდია, ჩემი ცოდვებისთის კი, ნუ განმკიცხავთ, რამეთუ უცოდველი მხოლოდ უფალია!
|
|
| |
|