ორშაბათი, 2025-07-14, 7:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
მინდა გიყვარდეს ჩემი ღიმილი
თეკლათარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:08 PM | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:48 PM | შეტყობინება # 16
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
გოგონა და როიალი

ძველისძველი როიალის თეთრ კლავიშებს ადამიანის თბილი ცრემლი დაეცა.
როიალი თითქოს ძილიდან გამოერკვაო, გოგონას, რომელიც ნაღვლიან მელოდიას უკრავდა, ყური მიუგდო...
სევდიანი იყო მუსიკა და გააჟრჟოლა მოხუც როიალს.
უსმინა, უსმინა გოგონას და ბოლოს გული აუჩუყდა - ატირდა...
ტიროდნენ მისი კლავიშები და პედლები. ტიროდა მოხუცი როიალი, მაგრამ ვაი,
რომ გოგონა ვერ ხვდებოდა მის ტკივილს მოზიარე სხვაც თუ ჰყავდა...
ერთად ტიროდნენ როიალი და გოგონა. გოგონა - წუხილით, რომ მის ტკივილს არავინ იზიარებდა...
კეთილი, მოხუცი როიალი კი...
- ეეჰ!..


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:49 PM | შეტყობინება # 17
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


* * *

შენ ალბათ ყოველთვის გიყვარდა წიგნები... მეც...

მე და შენ ორტომეული ვართ... ოღონდაც ავტორები გვყავს სხვადასხვა...
მე არ ვიცი შენ რაზე ხარ, ალბათ წაგიკითხავ და გავიგებ, მაგრამ უკვე მიყვარხარ...

იმედია შენც შემიყვარებ, წამიკითხე რააა...
გადამფურცლე შენი ნაზი ხელებით და დამიტოვე ფურცლებზე შენი სურნელი... ყოველდღე, ყველგან...

არ დაგავიწყდეს ყველა ლამაზი და საინტერესო მომენტის ჩანიშვნა შენს მეხსიერებაში!
გამოტოვე ის, რაც მოსაწყენია და გულს გტკენს, ამოხიე, რაც არ მოგეწონება, არ მეტკინება...

როდესაც დასაძინებლად მოემზადები, არ დაგავიწყდეს ძილის წინ წამიკითხო ლოგინში, მერე ჩაგეძინება და ხელიდან არ გამიშვა, მეც დავიძინებ შენს გულზე, ისევე გადაშლილი, სადაც გაჩერდები.

არც დასასვენებლად წახვიდე უჩემოდ... რა ჯობია ჩრდილში, ბალახზე წამოწოლილი, საინტერესო წიგნის კითხვას!

იცი, მანქანაშიც შეიძლება წამიკითხო , ძალიან პრაქტიკული ვარ, ყველგან ვიკითხები, თანაც ერთი ამოსუნთქვით. არ მინდა, რომ მომწყდე... არასდროს!

მომიფრთხილდი რაა, არსად დამკარგო... სხვა ეგზემპლარი აღარ არსებობს... თუ დამკარგავ, ვეღარსად მნახავ.

მაქვს მხოლოდ ერთი ნაკლი... ყდა არ მაქვს...
შემომეხვიე და ყდად გადამეკარი, რომ შენით ვიწყებოდე და შენითვე ვმთავრდებოდე...

P.S . და თუ მაინც მოგწყინდე, ჩამაბარე მაკულატურაში, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ჩემს ფურცლებს ყოველთვის შენი თითების სუნი ექნებათ...


 
თეკლათარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:52 PM | შეტყობინება # 18
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მე შენ გღალატობ საყვარელო!

ჩემო ყველაზე საყვარელო ადამიანო დედამიწაზე, სასწაული მოხდა და მე აღარ ვეჭვიანობ...
შებრუნდი ზურგით და იძინე რამდენი ხანიც გინდა, თავის ტკივილის სიმულირებაც აღარ გჭირდება,
ჩემთვის მაინც სულერთია...

აღარ მაინტერესებს შენი მეგობარი ქალების მრავალფეროვნება, აღარც ინტერნეთში შენი ანკეტების ძებნაა ჩემი ცხოვრების აზრი,
ვიცი არ დამიჯერებ, მაგრამ ჩვენ იდეალური ურთიერთობა გვექნება ამიერიდან...
მე შენ გიღალატე და სიამოვნებით გიღალატებ კიდევ...

ჩვენი შეხვედრები ეპიზოდური ხასიათისაა და აბსოლუტურად არ მაინტერესებს როგორ ატარებს ის დანარჩენ დროს უჩემოდ, თუმცა, არც შენი თავისუფალი დრო აღარ მაღელვებს, რომელიც ასევე უფრო და უფრო ეპიზოდური ხდება...
ეხლა მე ვიცი, რომ ასეთი წამების გამო შეიძლება სიყვარული და ჩვენი ურთიერთობა დათმო... და თუ შენც, ისევე როგორც მე, ასეთი შეხვედრებისგან ბედნიერების თუნდაც პაწაწინა მარცვალს ღებულობ, მაშინ ღმერთმა შეგარგოს...
მე ხელს არ შეგიშლი...

არაფერს ვითხოვ შენგან, მხოლოდ ესე შევძლებდი შენს გაგებას, მაგრამ მაინც მე არ ვითხოვ შენგან არც მოთმინებას და არც გაგებას სამაგიეროდ, მე ეს არ მჭირდება, ისედაც ბედნიერი ვარ...
ეხლა შემიძლია მთელი ცხოვრება ვიყო შენთან და გვქონდეს იდეალური ურთიერთობა, ნერვების და ჩხუბის გარეშე, როგორც შენ ყოველთვის გინდოდა, შენ ასეთი ხარ, მატყუარა და მოღალატე და მე შენ მიგიღე და მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ...
და როდესაც ცეცხლი ჩაქრება და ჩვენი შეხვედრები დასრულდება მე აღარ გავხდები ისევ ის ცარიელი, მტირალა, და უპასუხო თოჯინა...


 
თეკლათარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:53 PM | შეტყობინება # 19
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *
სევდიანი ამინდია, ცოტა ჟინჟლავს... ალბათ ძლიერი წვიმა წამოვა... მე კი ვდგევარ ჩემს ფანჯარასთან და შევყურებ ცას, რომელიც საწვიმრად ემზადება...
რომ იცოდე როგორ მიმძიმს უშენობა, როგორ მენატრები... თითქოს რაღაცის გეშინია მარტო რომ ხარ. ასე გგონია, შენთვის არავის სცალია, შენი დარდი არავის აწუხებს... შენ ალბათ არასოდეს გამოგიცდია მარტოობა. არც გისურვებ: ამაზე საშინელება არაფერია!
მაგრამ თითქოს რაღაცის იმედი მაქვს, თითქოს მჯერა, რომ მოხვალ, ჩემთან იქნები...

ეეჰ, ვერც კი შევნიშნე როდის წამოვიდა ეს კოკისპირული წვიმა...
ჩამობნელდა. მე კი ვდგევარ ფანჯარასთან და გავყურებ გზას, რომელზედაც წვიმის მსხვილი წვეთები ეცემა და ქრება, ქრება ისე, როგორც ტკბილი სიზმარი, როგორც ჩემი ფიქრები...
მაგრამ მე მაინც გელოდები. მჯერა შენი!
წვიმს...
ჩემი გული შენზე ფიქრებმა დაასევდიანა. ფიქრებმა, რომლებიც იავნანას მიმღერიან ყოველ საღამოს და მზის სხივებივით მესალმებიან ყოველ დილას. ჩემი ოთახის ფანჯრის მინაზე წვიმის წვეთები საუცხოო ფიგურებს ხატავენ. ვცდილობ ამ ფიგურებში გზა გავიკვლიო, გზა, რომელიც შენამდე მომიყვანს, ჩემო სიყვარულო, მაგრამ ამაოდ... გზად ვიღაც თუ რაღაც გადამეღობება და... ახლა სხვა წვეთი ჩამოიღვრება მინაზე და ის სულ სხვა გზით მიმაქროლებს. მივდივარ ასე უსასრულოდ, მოვყვები შენსკენ მომავალ ბილიკებს და...

სახეს ცრემლები მისველებს...
გარეთ წვიმს...
რა სევდის მომგვრელია ეს წვიმა...


 
თეკლათარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:54 PM | შეტყობინება # 20
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:55 PM | შეტყობინება # 21
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
სული ტიროდა...

სული ტიროდა, მის უსასრულობაში იღვრებოდა წვიმისფერი ცრემლი.
სული ტიროდა, ცრემლები კი უცნაურ სიმღერას მღეროდნენ, რომელიც არავის ესმოდა...
სული ტიროდა, მიტოვებული სინაზე კი ცხელ წვეთებად წვეთავდა გაყინული სულის ლოლოებიდან.
სული ტიროდა...
და მხოლოდ წვიმა ხედავდა მის ცრემლს. ყოველთვის წვიმას იწყებდა, როდესაც ის ტიროდა. ის მალავდა მის ცრემლებს, ეფერებოდა და წვიმის წვეთებად აქცევდა...
და არავინ იცოდა თუ როგორი მწველი შეიძლება იყოს წვიმის წვეთი...
სული ტიროდა...
ეს სულის ცრემლები იყო... წვიმის ცრემლები...

სული ტიროდა მაშინაც კი,როდესაც ღიმილი შემთხვევით მიეპარებოდა თბილი მზის სხივივით და მხოლოდ წვიმა ამჩნევდა ამას.
მზის სხივები უხმობდნენ მას, ეთამაშებოდნენ სველ წამწამებზე დამდგარ გუბეებში, თან ეძახდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, სულდამწვარი და გულდაწყვეტილი ის კვლავაც ბორძიკით თავდაღმა ჩამოდიოდა თავისი ცხოვრების ეკლიან კიბეზე.

სული ტიროდა...
აგრძელებდა ცხოვრებას ორ ცეცხლს შუა – გულისა და გონების. იქ, სადაც გაუთავებელი ცრემლი და დაუსრულებელი ლოდინი ელოდა.
და ის ტიროდა...
ტიროდა და ელოდა...
ელოდა, რომ ოდესღაც იქ დაბრუნდებოდა, სადაც დარჩენა ვერ შესძლო...


 
თეკლათარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:57 PM | შეტყობინება # 22
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შენი ცრემლი...

მე შენი ცრემლი ვარ
იმ წამს დავიბადე, როცა დარდმა და ტკივილმა გული მოგიკლა...
ნელნელა, აუჩქარებლად და მშვიდად დაბლა ჩამოვცურდი შენს ნაზ თეთრ კანზე, დავეკიდე ხამხამა ტოტზე და დავეცი შენს უცნაურ და თბილ თვალებთან...

ყველაფერს ვხედავდი რაც შენს თავს ხდებოდა და კიდევ უფრო მეტს ვხვდებოდი, როცა თვალებს ხუჭავდი და გარეთ აღარ მიშვებდი...

მერე ჩამოვსრიალდი შენს ოდნავ წაწვეტებულ თხელ ცხვირზე და ცოტათი დავიბენი კიდეც, სანამ იმაზე ვფიქრობდი საით გამეგრძელებინა ჩემი გზა, თავი ვეღარ შევიკავე და ტუჩზე დავეცი...

არავის მოვწონვარ...
როგორც კი შეიგრძენი ჩემი სიმწარე და სიმლაშე, შენც ერთი ხელის მოსმით მომიშორე...
გავქრი... მოვკვდი...

ისევ დაგიბრუნდები, იმედია, უკვე ღიმილით შემხვდები და ჩემი სიმლაშეც გესიამოვნება...

მომავალ შეხვედრამდე...

შენი ცრემლი...

ცაში დავიბადე, წამწამზე გავცოცხლდი
ღაწვზე დავედინე და მკერდზე ჩავგორდი,
მიმიშვი, მიმიშვი, მიმიშვი გულამდე,
სანამ მომიწმენდდი სულ ამას ვამბობდი . . .


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-06-06, 0:00 AM | შეტყობინება # 23
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მე, როგორც ბევრ სხვას ხშირად მეკითხებიან:
- როგორა ხარ?
მე, როგორც ბევრი სხვა, მუდამ ვპასუხობ:
-გმადლობთ, კარგად.
სული კი კივის, რომ სამარცხვინოდ ვტყუი. არადა, თითქოს ყველაფერი ნორმის ფარგლებშია:
დავდივარ სამსახურში, კინოში, თეატრში...
ვხვდები ნაცნობებს, მეგობრებს, ამხანაგებს...
ვიცინი, ვტირი, ვმხიარულობ...
მიყვარს, მძულს, აღტაცებული ვარ...
მაგრამ დროდადრო აუტანელი შიში მიპყრობს, რომ ერთ დროს...
ო, გევედრებით, ნუღარ შემეკითხებით - როგორა ხარ? უბრალოდ, შეეცადეთ გაიგოთ როგორი ვარ...
შეეცადეთ გამაგებინოთ როგორები ხართ...
თორემ ერთხელაც მოვა თქვენთანაც ეს შიში.
თუ ჯერ კიდევ არ მოსულა და მწარედ ინანებთ, რომ სულ არ გვეცალა ერთმანეთისათვის.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-06-06, 0:01 AM | შეტყობინება # 24
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ჩემი ოცნების მამაკაცი

მას თბილი ხელისგულები აქვს, მე კი გაყინული თითები...
მას ჩემი ხელში აყვანა შეუძლია tongue
მას თავისი პრინციპები აქვს...
ის ჩემზე მაღალია და ზედა თაროდან წიგნის ჩამოღება შეუძლია ჩემთვის...
ის მჩუქნის მის ყველაზე საყვარელ მაისურებს.
მას Windows-ის ინსტალირება შეუძლია,
მას პატიება შეუძლია..

მას ჰგონია, რომ არსებობს ისეთი რაღაცეები, რასაც მე ვერასდროს გავიგებ,
ზუსტადაც მაგიტომ მე ყველაფერი მესმის...
მას ჩემი სურათები უყვარს,
მას სულაც არ ახსოვს ჩემზე ის, რაც მე მახსოვს,
ის საომრად წავა, თუ ომი დაიწყება.
ის ვერ ამჩნევს ჩემს გაფუჭებულ მაკიაჟს კოცნის მერე,
ის ბოლო ფულს შოკოლადზე ხარჯავს მაღაზიაში.
ის ღიზიანდება, როდესაც მე დავდივარ ულიფოდ, მაგრამ არ ღიზიანდება, როდესაც ამას სხვა ქალები აკეთებენ...

ის არ ფიქრობს მხოლოდ სექსზე...
სტუმრობის შემდეგ მას სახლში მივყავარ და მაფარებს თბილ საბანს.
მისთვის სულერთია რას ვლაპარაკობ. მას ჩემი ხმა უყვარს...
ის ყოველთვის არ მაცილებს, როდესაც სადმე მივდივარ,
მაგრამ ყოველთვის მხვდება, როცა მოვდივარ...
მას არ უნდა, რომ მგავდეს, მე კი მინდა, რომ მას ვგავდე...
ის ჩუმადაა, როცა მე ვჩხუბობ...
მე ჩუმად ვარ, როცა ის ჩხუბობს...
როდესაც ვფიქრობ წარსულზე, მე ვფიქრობ მასზე...
ის ერთადერთია...

მისი დისკები ყოველთვის თავის ყუთებშია,
ის ჩემზე სწრაფად ანგარიშობს...
დასასვენებლად ის მიდის ჩემთან ერთად!
მე მისით ვამაყობ!
ჩემს შვილს მისი გვარი აქვს...


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-06-06, 0:02 AM | შეტყობინება # 25
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ხშირად მწარე ხარ, ცრემლნარევი, მაგრამ მაინც საჭირო!
ზოგჯერ გამოცანა ხარ, რომელიც ბევრჯერ გამოუცნობი რჩება.
საუბედუროდ... დაუნდობელი ხარ, გულქვა.
იცი, რა მოჰყვება შენს აღმოჩენას და მაინც არ მალავ თავს.
ამიტომაც ბევრს ეშინია შენი და ვერ გამხელს.

მეც ბევრჯერ დამიმალიხარ შეშინებული თვალების მიღმა,
მაგრამ ამაოდ. ახლა კი ვხვდები, ვხვდები რომ საშიში კი არა, საჭირო ხარ - აუცილებელი.
მე არ მეშინია შენი, სიმართლევ!


 
თეკლათარიღი: ხუთშაბათი, 2013-06-06, 0:03 AM | შეტყობინება # 26
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *

ვაჟკაცობაა, იდგე შუაგულ ზამთრის სუსხსა და ყინვაში და, გულით, მაინც, მზის სითბოს და სინათლეს ატარებდე;
ვაჟკაცობაა, ყოველდღიურობას ფხიზელი გონებით ხვდებოდე და, მაინც, სრულ ჭკუას ინარჩუნებდე;
ვაჟკაცობაა, ბედნიერების ყოველი გვერდით ჩავლისას იღიმებოდე! და, კარგად ვარო! - ამბობდე;
ვაჟკაცობაა, ბედის დარტყმებს, საკუთარ თავზე იღებდე და, ამით, სხვებს უფრთხილდებოდე;
ვაჟკაცობაა, მტერს თვალებში უყურებდე და მასთან პირისპირ შებმას არ გაურბოდე;
ვაჟკაცობაა, ცხოვრების ტალახში ამოსვრილს, სული, მუდამ ქათქათა გქონდეს;

ვაჟკაცობაა, გრძნობდე სიკვდილის მუქარას და ამას არაფრად აგდებდე;
ვაჟკაცობაა, გიყვარდეს ქალი და, ამ სიყვარულით არავის აწუხებდე;
ვაჟკაცობაა, სიტყვას არავის აძლევდე, მიცემულს კი ასრულებდე;
ვაჟკაცობაა, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი;
ვაჟკაცობაა, მტერიც გიყვარდეს შენი;
და ბოლოს, წარმოუდგენელი ვაჟკაცობაა,

უყურო, სამყაროს, უფლის თვალებით და, ასეთ მზერას, ხორციელმა ადამიანმა, დიდხანს გაუძლო!


 
თეკლათარიღი: ხუთშაბათი, 2013-06-06, 0:04 AM | შეტყობინება # 27
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *

მეგობარო, შენ უძვრფასესი ხარ ჩემთვის, შეიძლება მე შენთან საათობით ვიჯდე და ჩუმად ვიყო,
ხოლო როცა ერთად აღარ ვიქნებით, ვიფიქრო, რომ ასეთი აზრიანი საუბარი ჯერ არავისთან მქონია.
თუკი იგრძნობ რომ გეტირება, უმალვე დამირეკე,მე ვერ შეგპირდები, რომ გაგაცინებ, მაგრამ შენთან ერთად ვიტირებ.

თუკი იგრძობ,რომ გაქცვა გინდა, უმალვე დამირეკე, მე ვერ შეგპირდები რომ დაგაბრუნებ, მაგრამ შენთან ერთად გავიქცევი.
თუკი იგრძნობ, რომ არ გინდა ვინმეს მოუსმინო, უმალვე დამირეკე, მე ვერ შეგპირდები რომ გაგამხიარულებ, მაგრამ ჩუმად მოგისმენ...

....და თუკი ერთხელაც დარეკავ და პასუხს ვერ გაიგებ, უმალვე მოდი, რადგანაც ვინ იცის, როგორ მჭირდები მაშინ....


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-06-06, 0:06 AM | შეტყობინება # 28
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *
როდესაც აღარ გეყვარები ( ყოველთვის ასე ხდება უცაბედი და დიდი სიყვარულის შემდეგ ),
შენ მე მიმატოვებ... მიმატოვებ ისე, როგორც მინდვრის ლურჯი ყვავილები შეუძლია მიატოვოს ქალმა,
როდესაც მაისის უმშვენიერეს თეთრ ვარდებს დაინახავს.
არაფერს გისაყვედურებ,
არაფერს გაგახსენებ,
მხოლოდ მეყვარები...
მეყვარები განუზომელი, სევდანარევი სიმშვიდით, ისე, როგორც მე შემიძლია მხოლოდ.

გაივლის დრო და შენ სულ დამივიწყებ. გეყოლება ორი, სამი, ან იქნებ ოთხი შვილიც...

მერე შვილიშვილებიც დაგეხვევიან და ბედნიერი კაცი იქნები...
გეყვარება ცოლი და ისიც ბედნიერი იქნება.
ეყვარები მასაც, მაგრამ ისეთი გულისტკივილით არა, როგორც მე მიყვარხარ,
ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით სიყვარული.

შვილიშვილებით გახარებული ვერ გაიგებ, როგორ დაგატყობენ წლები თავის კვალს სახეზე და თმებზე
(ჭაღარა კი რა მალე წამოეპარებათ - ხოლმე ბედნიერ ადამიანებს ).

და მერე...
დიდი ხნის შემდეგ...
ვიცი, რომ დაგესიზმრები.
დაგესიზმრები უზომოდ ლამაზი, ზღაპრული სიზმრით, ჩემი გაშლილი თმებით,
შენ ხომ ასე გიყვარს ჩემი თმები , ჩემი სევდიანი თვალებით ( შენ ყოველთვის ამბობ,
რომ მე სევდიანი თვალები მაქვს, დედაშენის თვალების მსგავსი).
გაგეღვიძება და დაგენანება ის მიტოვებული მინდვრის ყვავილები.
მიხვდები, ისინი ისედაც ლამაზები იყვნენ იმ თეთრი ვარდების გარეშე...
გაგახსენდება, რომ ცხოვრებაში ყოველთვის გაკლდა რაღაც, ჩემი სახით ...

ჩემი სიყვარული მოგინდება!
ისეთი თავაშვებული და ბედნიერი სიყვარული, როგორიც მხოლოდ მე შემიძლია.
გულისტკივილით გაიფიქრებ, " როგორ მივატოვე ის სულელი გოგო " შენ ხომ ასე გიყვარს თქმა " სულელი გოგო " .
სისულელეა, მაგრამ მე მაინც მოვალ შენთან, როდესაც მიხმობ, შენ კი აუცილებლად დამიძახებ, ვიცი !..

და ხომ ვამბობ, ეს იქნება დიდი ხნის შემდეგ, აღარ მექნება ისეთი თმები, შენ რომ გიყვარდა,
სულ ჭაღარა ვიქნები, ალბათ ჩემი თვალებიც გაუფერულებული იქნება მაშინ, ცრემლები ხომ ფერს უკარგავენ თვალებს...
მაგრამ შენ მაინც დაინახავ ჩემში იმ ქალს, წლების წინათ რომ გიყვარდა სულ რამოდენიმე თვე...

და მთელი ჩემი ცხოვრება,
და ის დაკარგული წლები,
და იმდენი გულისტკივილი,
ეღირება იმ ერთ ცრემლად, დამჭკნარ, დანაოჭებულ სახეზე რომ ჩამოგიგორდება
და აცახცახებული, ბებრული ხელით რომ მოიწმენდ...


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-08-06, 9:17 PM | შეტყობინება # 29
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

მინდა მ ო გ ე ნ ა ტ რ ო...
უბრალოდ, სულ უბრალოდ და მომწერო: მ ო მ ე ნ ა ტ რ ე...
მერე რა, რომ ოცნებები ხშირად არ სრულდება...
მაინც ვ ი ნ ა ტ რ ე ბ...
მერე რა, რომ ფიქრი ცხრაკლიტულში ჩაკეტე, ჯინივით ჩაამწყვდიე ბოთლში და გადამალე...
და გეშინია მასთან შეხების, რადგან ფიქრობ, რომ კარს გაუღებ....
გეშინია იმიტომ, რომ არ იცი რა მოხდება კარის გაღების შემდეგ.
უბრალოდ მომენატრე და დამღალა დუმილმა...
გააღე კარი...
მე ხომ არასოდეს ვკეტავ ჩემი გულის სარკმელს...
რადგან შენ გ ე ლ ო დ ე ბ ი...
მ გ ო ნ ი ა, რომ მ ო ხ ვ ა ლ.....


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-10-17, 2:51 AM | შეტყობინება # 30
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
როცა უშენობა წვიმს

გათენდა........
წვიმს........
წვიმის წვეთებმა გამაღვიიძეს.........
ჩემი სული ივსება უამრავი პაწაწინა ცივი წვეთებით.......
მენატრები..........

ასეთ ამინდში განსაკუთრებით მენატრები.......
დავდივარ და დაგეძებ........
ქუჩა-ქუჩა დაგეძებ............
შენს ღიმილიან მზერას დავეძებ......

სველ თვალებს მარიდებენ ვერხვები.........
ცივი სახით მიყურებს უშენოდ ცარიელი ქუჩა.........
თითებზე ვითვლი ჩვენს შეხვედრამდე დარჩენილ დღეებს.......
ერთად ავკინძავ და ისე მოვიტან შენამდე ჩემს ცრემლიანს საღამოებს........ წვიმიან დღეებს. ჭადრების ფოთლებს, ვარსკვლავებს, მზეს, იმედებს, ფიქრებს და სიზმრებს, აუხდენელ ოცნებებს.......

ერთად შეგიგროვებ ჩემს ღიმილს, ცრემლებს, ლურჯთვალა იებს, მინდვრის გვირილებს, იმედის მერცხლებს, ზღვის ლამაზ კენჭებს, ჭექა-ქუხილს და წვიმის წვეთებს, თეთრ ფანტელებს, მთვარიან ღამეს.......
პატარა ხელისგულებით გავათბობ ჩვენს სიყვარულს და ისე მოვიტან შენამდე ფრთხილად, რომ არ დამეღვაროს........

წვიმს.......
წვიმს შინ და გარეთ........
წვიმს უშენობა.........
მენატრები........


 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz