ორშაბათი, 2025-07-14, 1:49 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
მინდა გიყვარდეს ჩემი ღიმილი
თეკლათარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:08 PM | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-11-07, 9:30 PM | შეტყობინება # 31
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ზოგჯერ ერთ ს ი ტ ყ ვ ა ს შეუძლია ხ ს ნ ა და შ ვ ე ლ ა...
მინდა ეს სიტყვა ვიცოდე და მაშინ გითხრა, როცა ამ სიტყვას შეეძლება თვალზე ცრემლი მოგაყენოს და ცხოვრება მოგანდომოს.... გული აგიჩქაროს და სხეულში ჟრუანტელად დაგიაროს... თავსხმა წვიმაში გაგიმზევოს და უდაბნოში სული მოგათქმევინოს...

მინდა ეს სიტყვა ვიცოდე და მაშინ გითხრა, როცა დანარცხებულს მუხლის თავები აგტკივდება და გული...
არა, გული კი არა, უფრო გულს შიგნით...
გულის გულში და ეს სიტყვა დაგაფინო შვებად... მრავალძარღვად...
მინდა,
მინდა ისეთი სიტყვა ვიპოვნო და გითხრა მაშინ, როცა ამ სიტყვას, ამ ერთადერთს სიტყვას სასწაულის ექნება ფასი....
ვიპოვნი!!

დიკა სალაყია


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-12-11, 2:49 AM | შეტყობინება # 32
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ვერ ვსწავლობ ინგლისურს, მაგრამ შემიძლია გითხრა "I Love you".
ვერ ვსწავლობ გეოგრაფიას, მაგრამ შემიძლია გითხრა შენი ტერიტორიული მდებარეობა ჩემს გულში .
ვერ ვსწავლობ ისტორიას, მაგრამ ჩვენი პირველი შეხვედრა სულ მემახსოვრება.
ვერ ვსწავლობ ქიმიას, მაგრამ შემიძლია გითხრა რა რეაქციას იწვევს ჩემში შენი ღიმილი.
ვერ ვსწავლობ ფიზიკას, მაგრამ როცა გიყურებ მინდა გითხრა რა სიჩქარით ფეთქავს გული.
მინდა გითხრა, რომ ყველა საგანში ყველა გამოცდას ჩავაბარებ როცა ეს შენ გეხება!


 
სინიორათარიღი: კვირა, 2013-12-22, 9:04 AM | შეტყობინება # 33
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მიყვარხარ

- ამ თოვლისფერი სევდა გეცვა გუშინ... ჩუმი და მდუმარე, ზოგგან გათელილი როგორც თოვლი ადამიანიების ჭუჭყიანი ნაკვალევით, ზოგან ხელუხლებელი, სუფთა და სპეტაკი, მაგრამ მაინც სევდა...
იცი, მინდა გაღიმებულს გხედავდე, შენი ყველა ფოტო მაქვს ნანახი, ყველგან სევდიანი ხარ... მხოლოდ ტუჩებით იღიმი,
თვალები....
თვალები ყოველთვის სევდიანი გაქვს, სევდიანი და საყვარელი, საოცრად კეთილი... არსად მინახავს მსგავსი...
მხლოდ ერთხელ მახსოვს შენი ღიმილი... ნამდვილი ღიმილი... არასოდეს დამავიწყდება,

– იციი... მიყვარხარ... თოვლისფერი გრძნობით. სპეტაკი, თოვლისფერი... მაგრამ არ გეტყვი...
უბრალო უმისამართო წერილს გამოვატან ამ სიტყვებს... რომ არავინ გათელოს ფეხქვეშ...

– თოვს... შენს თავს მახსენებს...
– შენი გამოხედვასავით ცივია...
– როგორ მინდა შენს თვალებში გაზაფხულს ვხედავდე...
– მაგრამ მთელ სამყაროს ვხედავ... თოვლში გახვეულ სამყაროს...
მზეც დაუთოვია სევდას და მთვარეც... ვარსკვალევებიც ყინულის ლოლოებივით ციმციმებენ...
– იციი...
ეგ თოვლისფერი სევდაც მიყვარს... ჭუჭყიანიც და სპეტაკიც... დათოვლილი მზეც და მთვარეც. გაყინული ვარსკვლავებიც...

– მიყვარხარ...


 
სინიორათარიღი: კვირა, 2014-05-25, 3:07 AM | შეტყობინება # 34
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ცხოვრება

შენ ხარ? შემოდი, ზუსტად ახლა ვალაგებდი ცხოვრებას.
იყავი, არ წახვიდე, ხელს არ შემიშლი.
ეს... კისერზე? არაფერია, პატარა დაბრკოლებას წამოვკარი ფეხი და...
მოვიტეხე, მითხრეს მალე მოგირჩებაო, ჯერ პატარა ხარ და საშიში არააო.
მეტის ღირსი ვარ, სიარულისას წინ არასოდეს ვიხედები,
არადა ჩვენთან ასე არავინ დადის...

მოდი, აი ამ პატარა გაუგებრობაზე ჩამოჯექი,
მეც ახლავე მოვრჩები,
თაროზე შემოწყობილი რამოდენიმე დამტვერილი
მოგონებაღა დამრჩა გასაწმენდი, სკივრში ჩალაგებულ ფიქრებსაც გავამზეურებ და ეგაა.
მანამდე შეგიძლია მაგიდაზე მოფენილი თავსატეხებით შეიქციო თავი,
ამასწინად ერთ–ერთის ამოხსნა მეც დავიწყე თუმცა ნერვები აღარ მეყო და...
ჯერ რა უჭირს, პატარები და ადვილებია, თუმცა რომ გართულდებიან
და გაიბერებიან, მერე რა უნდა ვქნა ჯერ არ ვიცი.

ჰო, ეს პრობლემები ძირს გადმოყარე, მაინც გადასაყრელია და ბარემ ერთად გავიტან.
ხომ არ გცივა? მეც რას გეკითხები, შეგცივდება, აბა რა, რამდენი ხანია
მზეც აღარ ამოსულა ჩვენთან.
ბუხარში კიდევ უნდა იყოს იმედის პატარა ნაპერწკალი.
ცოტა გრძნობებს მივუმატებ და ცეცხლს დავანთებ ახლავე.

მთავარია რწმენა ვიპოვო. სადღაც აქვე მქონდა, სულ ფეხებში
მედებოდა და რომ მჭირდება ახლა ვეღარ ვოპოულობ,
არადა, იმდენი ხანია ეს ნაპერწკალი აღარ გამიღვივებია,
აღარც აინთება რწმენის გარეშე.

მოდი, დედაჩემის სიყვარულს მოგასხამ, იცი როგორი თბილია?
თან თავისი ხელით მომიქსოვა, ნახე როგორ გაგათბობს.
რომ შემეძლოს რაიმეთი გაგიმასპინძლდებოდი, თუმცა უკანასკნელი
ობმოდებული სურვილებისაგან ახლახან გამოვათავისუფლე განჯინა.

– ვაი!.. თითი გავიჭერი. ეტყობა ისევ იმ ამოტეხილ სასოწარკვეთილებას გამოვდე,
მერამდენედ უნდა მომივიდეს ასე? არადა, სულ მავიწყდება,
რომ ფრთხილად უნდა ვიყო.
მაგიდაზე შვების პატარა ნაჭერი უნდა იდოს და თუ არ შეწუხდები მომაწოდე რა,
თითს გადავიხვევ
. უი, ფრთხილად... არაუშავს. აქ ისეა ყველაფერი მიყრილ – მოყრილი...
მიკვირს, აქამდე რომ არაფერს დაეჯახე.
ისე ეს ჩემი სანუკვარი ოცნება იყო, ნამსხვრევებს მაინც შევინახავ,
იქნებ ოდესმე შევძლო მისი შეკეთება...
კარგი რა, ნუ მოიწყინე,

გინდა რაღაც გაჩვენო? მოდი, ფრთხილად, გაიხედე, ფერმკრთალ დისკოს ხედავ?
არა, ეს ჩემი არაა, ჩემი ჯერ ასე არ კაშკაშებს,
იქეთ, უფრო უკან, დაინახე? იცი ეს რა არის? – ჩემი მიზანია.
სულ ახლახანს გამოჩნდა და ამიტომაა ასეთი სიფრიფანა,
თუმცა ვერც წარმოიდგენ, ამან როგორ გამახარა –
ჩემს ცხოვრებასაც რომ გაუჩნდა დანიშნულების ადგილი...
– თავი დახარე!

...

– კიდევ დაგვეჯახა, აუუ შეხედე, ისევ თავდაყირა დააყენა ყველაფერი,
ვერაფრით გამიგია ჩემგან რა უნდა,
სულ ასე იცის, რაც ეს მიზანი გამოჩნდა იმის მერე მითუმეტეს,
ცდილობს, როგორმე გზიდან გადამაგდოს,
არადა, აქ ერთხელ თუ აცდი მიზანს, მორჩა,
ამდენ აბრდღვიალებულ დისკოში ვეღარც იპოვი ალბათ ვერასოდეს.
კიდევ კარგი, შენ რომ ვერ დაგინახა, ცუდად კი არ გამიგო,
უბრალოდ ჩვენთან სტუმრები არ დადიან...

მოდი რა, ჩვენც წავიდეთ სადმე, თითო ნუგეში გადავკრათ.
ცხოვრება ისედაც მოიცდის...


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2015-10-15, 3:49 AM | შეტყობინება # 35
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ჩვენ რომ გვეცხოვრა საფრანგეთში მეთვრამეტე საუკუნეში, შენ იქნებოდი
მაღალი წრის ქალბატონი და მე პოეტი,
როგორც ბალზაკის წიგნში და მე დავწერდი შენთვის ლექსებს.
გეცმეოდა გრძელი გაშლილი კაბა, და კორსეტი რომელიც შენს თოვლივით მკერდს
ნათითურებზე მაღლა ამოსწევდა.
ვივლიდი ბალზე და მასკარადზე შენს სანახავად და მილიონში ვიპოვნიდი
შენს ფართო ღიმილს.
გავიტაცებდი შენს ეტლს სადმე უმისამართოდ , წაგიკთხავდი ლექსებს
და ვუყურებდი მერე როგორ გულდაწყვეტით გამაცილებდი, როცა ციხისკენ
წამიყვანდა ჟანდარმერია.

ჩვენ რომ გვეცხოვრა საფრანგეთში მეთვრამეტე საუკუნეში,
მე მოგწერდი უამრავ წერილს არ ვიღელვებდი მერე ალბათ პასუხების დაგვიანებას...
მოგმართავდი მადმუაზელით და ერთხელ როცა შეძლებული ფრანგი მისიე
მოინდომებდა წაეყვანე ჩემგან ძვირფასო,
გავიძრობდი ხელიდან თათმანს გამოვიწვევდი დუელში და მერე...
მერე მე ალბათ მოვკვდებოდი რადგან მიზანს ხშირად ვაცილებ.
მე კი მჯერა რომ შეიძლება მოკვდე და მაინც ბრძოლის ველიდან
გამარჯვებულს მიგასვენებდნენ,
რადგან ეს იყო, ბრძოლა შენი გულის მოგებისათვის.

ჩვენ რომ გვეცხოვრა საფრანგეთში მეთვრამეტე საუკუნეში,
დროს გავუსწრებდით ახლა კიდევ ვიხსენებ წარსულს რომელიც
არც ერთად გვქონია არც ცალ - ცალკე და მაინც ისეთი განცდა მაქვს, რომ მენატრება...


 
სინიორათარიღი: შაბათი, 2015-10-24, 5:59 PM | შეტყობინება # 36
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

თუ გინდა რომ მიპოვო და შემიგრძნო,
შორს ნუ მეძებ!
მანდვე ვარ...
შენს გულში...

გინდა ჩემს გულისცემას მოუსმინო?...
საკუთარ გულზე დაიდე ხელი,
შენი გულისცემა ჩემი გულისცემაა...

როცა ერთმანეთზე ვფიქრობთ, გული ერთნაირად
გვიცემს...
ასე რომ, დაიდე გულზე ხელი და გაიგონებ ჩემს
გულისცემას...
ხომ ხედავ, რა ახლოს ვართ ერთმანეთთან,
აქვე მყავხარ გულში,

შენი ტარებაც კი შემიძლია,
გამუდმებით თან დამყავხარ ყველგან,
ჩვენ სულ ერთად ვართ.
დაფიქრდი განა ასე არ არის?
განა სულ ჩემთან არ ხარ ფიქრებით?

მე შენ გული მოგპარე,
ჩემი გული კი შენ გაქვს,
სიყვარულისთვის ესაა მთავარი.


 
სინიორათარიღი: კვირა, 2016-04-03, 7:36 PM | შეტყობინება # 37
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

როცა უბრალოდ მოგაფიქრდები ან გულთან გაგკრავს ჩემი გახსენება...როცა უბრალოდ სუნთავქშეკრულს მოგინდება შენს გვერდით ჩემი არსებობა და ჩემთან საუბარი....
მიპოვე...
მიპოვე,სადაც არუნდა ვიყო და როგორაც არუნდა ვიყო...წვიმაში წამომეწიე...ქარიან ბინდში ჩემს სახლთან ახლოს ჩამოიარე და დამიძახე...
შენ მხოლოდ დამიძახე და...
თუ მოგინდება მოგისმენ მდუმარედ...
თუ მოგინდება დაუსრულებლად გესაუბრები...
შენს თავს დავიდებ მუხლებზე და თითებით დავითვლი შეპარულ სითეთრეს,ან ლოყას დაგადებ მხარზე-ისე თითქოს არასოდეს წავსულვართ ერთმანეთისგან და სულ ასე მოვდიოდით....
სულ ასე მოვაღწიეთ აქამდის...
ისე თითქოს აპრილის ქუჩებში შენი ხელები მელაგა მხრებზე და მთელი ცხოვრება იყო აპრილი...
როცა უბრალოდ გაზაფხულდება და უჩემობას იგრძნობ შენსას-მიპოვე!
მიპოვე და მომახედე....
შემაჩერე...
შემომიხვდი...ისე როგორც მაშინ,წლებს მიღმა...თითქოს შემთხვევით გამოგევლო ჩემსას...
გამოიარე...
ჩემს ახლად გაფოთლილ ეზოსთან ჩამოიარე და დაგინახავ...
სარკმლიდან მოგკრავ თვალს,შენს დანახვაზე გამოვიქცევი და გულთან ისევ ვიგრძნობ გაზაფხულს თუ...
ან უბრალოდ ვერ შევძლებ სუნთქვას...შენი სურნელით გაჟღენთილი ჰაერით სუნთქვა ან კი როგორ შევძლო...
როგორ გავიმეტო სუნთქვისთვის...
რომ შევძლო და ისევ გაქრე?!....
არა...
არა...
როცა უბრალოდ მოგინდება ჩემი ხმის გაგონება-დედას გაფიცებ...მიმოზებს გაფიცებ მიპოვე და მე ვიდგები სუნთქვაშეკრული შენთან...შენს პირდაპირ...ახლოს...
გავძლებ....
ვიცი,რომ გავძლებ და იმ დღესაც უბრალოდ იქნება გაზაფხული............
დიკა სალაყაია


 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz