პარასკევი, 2025-06-27, 9:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ჩუ, ყური მიგდე...
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-15, 4:54 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-15, 4:55 PM | შეტყობინება # 2
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

არასდროს იტირო მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ მიგატოვა....
ღმერთს უყვარხარ და ის არასდროს გაგწირავს, იქნებ შენთვისვე იყოს უკეთესი, რომ ვერ გხედავენ, ვერ გაფასებენ ან იქნებ შურთ შენი, მაგრამ მათ შენ კი არ ჰკარგავ,
ისინი გკარგავენ შენ...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-15, 4:58 PM | შეტყობინება # 3
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ილოცე იქ, სადაც ტაძარია, დაეხმარე მას, ვინც არ ელის არავისგან დახმარებას. გააკეთე ის, რაც კარგია. თქვი ის, რაც სათქმელია. მიდი იქ, სადაც გელიან.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-15, 7:05 PM | შეტყობინება # 4
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ნუ დააშორებთ გულებს ერთმანეთს!

ერთხელ, ერთმა მასწავლებელმა ჰკითხა მოსწავლეებს:
– რატომ უწევენ ადამიანები ხმას კამათის დროს?

– იმიტომ რომ გამოდიან წონასწორობიდან, – უპასუხა ერთ-ერთმა.
– კი, მაგრამ რა საჭიროა ხმის აწევა, ადამიანი ხომ გვერდით არის და შეგიძლია ყვირილის გარეშეც გააგებინო?

მოსწავლეები ჩაფიქრდნენ. მაშინ მასწავლებელმა სთქვა:

– როცა ადამიანები უკმაყოფილონი არიან ერთმანეთით და ჩხუბობენ, მათი გულები შორდებიან ერთმანეთს. ეს სიშორე რომ დასძლიონ და ერთმანეთს გააგებინონ, ისინი უწევენ ხმას.
და რაც უფრო მეტად ბრაზობენ, მით უფრო მეტად იზრდება მანძილი მათ გულებს შორის და თანდათანობით ისინი გადადიან ყვირილზე.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-11, 4:54 PM | შეტყობინება # 5
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

არ დაუშვათ, რომ მსოფლიომ შეცვალოს თქვენი ღიმილი. დაე, თქვენმა ღიმილმა შეცვალოს მსოფლიო.

ოდრი ჰეპბერნი


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-18, 6:51 PM | შეტყობინება # 6
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
10 მცნება მშობელთათვის

1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა.

2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.

3. სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები.სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს.

4. ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრება მისთვისაც ისევე რთულია, როგორც შენთვის, უფრო მეტადაც კი, რადგან ბავშვს ჯერ არ აქვს გამოცდილება.

5. არ დაამცირო

6. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა, უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მათ, რადგან ჯერ არ იცი, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.

7. ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე. რადგან სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ, ყოველთვის ცოტა იქნება.

8. შვილი – ეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდ “ჩემი ბავშვი”, ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია.

9. გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე.

10. გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გახსოვდეს – ის შენთან გარკვეულ დრომდეა.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-04-26, 2:31 AM | შეტყობინება # 7
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ერთხელ ერთმა მოძღვარმა კითხვა დაუსვა თავის მოწაფეებს:
- რატომ იმსხვრევა ფანჯრის მინა, როცა ქვას ესვრიან?
- იმიტომ, რომ ქვა მძიმეა, - უპასუხა ერთმა.
- იმიტომ, რომ მინა მსხვრევადია, - მიუგო მეორემ.
- იმიტომ, რომ ძლიერმა ხელმა ისროლა ქვა და მიზანში მოარტყა, - უპასუხა მესამემ.
- არა! იმიტომ, რომ ფანჯარა დახურული იყო! - მიუგო მოძღვარმა, - იარეთ ცხოვრების გზაზე გახსნილი გულით და მტრის მიერ ნასროლი ისარი ვერ დააზიანებს თქვენს ფაქიზ სულებს.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-10-17, 2:58 AM | შეტყობინება # 8
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა... აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა.

ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო.. სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი...

მთავარია გიყვარდეს...
სიყვარულით გქონდეს გული და სული სავსე...

არ შეგცვალოს ცხოვრების ეკლებმა... არ გაუფერულდეს შენს სულში ბავშვობიდან წამოღებული ცისარტყველას ფერები...
გიყვარდეს მთელი სამყარო...
და არასოდეს მოითხოვო სიყვარულისთვის – სიყვარული, თავმდაბლობისთვის – შექება, სამსახურისთვის – მადლიერება..

ნამდვილი სიყვარული სამაგიეროს არ ითხოვს.


 
თეკლათარიღი: ოთხშაბათი, 2014-03-05, 8:44 PM | შეტყობინება # 9
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
30 რამ რაც უნდა გქონდეს და იცოდე სანამ 30 წლის გახდები

1997 წელს ჟურნალმა Glamour გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „30 რამ რაც უნდა გქონდეს და იცოდე სანამ 30 წლის გახდები.“ სია, დაწერილი პამელა რედმონდ სატრანის მიერ, იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქალებმა ერთმანეთისთვის გადაგზავნა და გაზიარება დაიწყეს, მათ შორის მაია ანგელეუმ (ამერიკელი პოეტი და მწერალი) და ჰილარი კლინტონმაც კი. იმის გათვალისწინებით თუ რა ფენომენი შეიქმნა, ჟურნალის რედაქტორებმა წიგნიც კი გამოსცეს, სადაც ცნობილი ქალბატონების ნარკვევებია სიის თითოეულ პუნქტზე. მაგალითად, ქეითი კოურიკი მოგვითხრობს მუშაობასა და სიყვარულზე, პორტია დე როსი გვახალისებს, რომ სხეული ისეთი მივიღოთ როგორიც არის, ხოლო Huffington Post-ის ბლოგერი, გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ მარტო.
წარმოგიდგენ ამ ლეგენდარული სიის ცოტა შეცვლილ, მოდერნიზებულ ვერსიას

სანამ 30 წლის გახდები, შენ უნდა გქონდეს:
1. ერთი ყოფილი შეყვარებული, რომელთან დაბრუნებაც წარმოგიდგენია და ერთი, რომლის გახსენებაც გაფიქრებინეს თუ რამდენად განვითარდი მას შემდეგ.

2. ერთი რამე სახის ავეჯი, რომელიც ადრე შენი ოჯახის არც ერთი წევრის საკუთრებაში არ იყო.

3. ისეთი ტანისამოსი, რომელსაც ჩაიცვამ მაშინ, როცა შენი ოცნების მამაკაცს შენი ნახვა 1 საათში უნდა.

4. ჩანთა, ჩემოდანი და ქოლგა, რომლის ტარებისაც არ შეგრცხვება.

5. დამაკმაყოფილებელი ახალგაზრდობა, რომელიც შეგიძლია უკან მოიტოვო.

6. ისეთი „წვნიანი“ წარსული, რისი მოყოლაც აუცილებლად მოგინდება შენს სიბერეში.

7. გაანალიზებული, რომ სიბერეში გამოსაყენებელი ბიუჯეტისათვის ზრუნვა უნდა დაიწყო.

8. ელ-ფოსტა და საბანკო ანგარიში, რაზეც წვდომა მხოლოდ შენ გაქვს.

9. რეზიუმე, რომელიც ოდნავადაც კი არაა ‘გატენილი’.

10. ერთი მეგობარი, რომელიც ყოველთვის კარგ ხასიათზე გაყენებს და ერთი, რომელიც პირიქით ზეგავლენას ახდენს შენზე.

11. სახრახნისების კომპლექტი, უსადენო საბურღი და შავი მაქმანიანი ლიფი.

12. რამე სასწაულად ძვირი, რომელიც მხოლოდ იმიტომ იყიდე რომ ამას იმსახურებდი.

13. რწმენა იმისა, რომ შენ ამას იმსახურებ.

14. კანის მოვლისა და ვარჯიშის რეჟიმი და გეგმა იმ რამდენიმე ცხოვრებისეული ცვლილებების გადასაწყვეტად, რომლებიც 30 წლის შემდეგაც არ გაუმჯობესდება.

15. დამაკმაყოფილებელი კარიერის კარგი დასაწყისი, კარგი პირადი ურთიერთობა და ყველაფერი ის, რაც გაბედნიერებს.

30 რამ რაც უნდა იცოდე და გქონდეს სანამ 30 წლის გახდები
სანამ 30 წლის გახდები შენ უნდა იცოდე:
1. როგორ შეიყვარო ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგო.

2. რას ფიქრობ ბავშვების ყოლაზე.

3. როგორ დატოვო სამუშაო, დაშორდე მამაკაცს და დაუპირისპირდე მეგობარს ისე, რომ არ გააფუჭო მეგობრობა.

4. როდის სცადო უფრო მეტად და როდის გაეცალო.

5. როგორ აკოცო ისე, რომ მიხვდნენ რა გინდა და რა არ გინდა, რომ მოხდეს კოცნის შემდეგ.

6. მინისტრების, შენი დიდი ბებია/ბაბუების და ქალაქის საუკეთესო მკერავის სახელები.

7. როგორ იცხოვრო მარტო, მაშინაც კი თუ ეს ფაქტი არც თუ ძალიან მოგწონს.

8. სად წახვიდე მაშინ, როდესაც შენს სულს დამშვიდება სურს.

9. რომ შენ ვერ შეცვლი შენი ფეხების სიგრძეს, ბარძაყის სიგანეს და მშობლების ბუნებას.

10. რომ შენი ბავშვობა შეიძლება სრულყოფილი არც ყოფილიყო, მაგრამ ის დასრულდა.

11. რას გააკეთებდი და რას არ გააკეთებდი ფულის ან სიყვარულის გამო.

12. რომ არაფერ კარგს არ მოგიტანს სიგარეტი, სასმელი და ნარკოტიკი.

13. ვის შეგიძლია ენდო, ვის არ და რატომ არ უნდა მიიღო რაღაცები საკუთარ თავზე.

14. რომ არ მოიხადო ბოდიში მაშინ, როდესაც შენ არაფერ შუაში ხარ.

15. რატომ ამბობენ რომ ცხოვრება 30 წლის ასაკიდან იწყება.


 
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2014-03-10, 10:10 PM | შეტყობინება # 10
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

...ნუ გადააქცევ საკუთარ გულს იაფფასიან სასტუმროდ. იქ რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი გაჩნდება, მაგრამ დაჰყრიან ნაგავს, დაფხაჭნიან კედლებს..
მოაწყეთ ელიტარული ოთახი, რომელშიც მხოლოდ ღირსეულები და გამორჩეულები დასახლდებიან...
დააფასე საკუთარი თავი!


 
სინიორათარიღი: შაბათი, 2014-04-26, 11:09 PM | შეტყობინება # 11
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ძლიერ ადამიანს არ ეშინია მტრების, მაგრამ ეშინია მეგობრების.

ყველაზე მძიმე დასჯაა, როცა არ გსჯიან.

ცხოვრება ასანთის კოლოფივითაა: მისი ზედმეტად სერიოზულად აღქმა სისულელეა, ზედმეტად არასერიოზულად აღქმა – საშიში.

იდიოტი დარწმუნებულია, რომ მის გარდა ყველანი იდიოტები არიან.

ტყუილი – ეს გუშინდელი სიმართლეა.


 
სინიორათარიღი: შაბათი, 2014-04-26, 11:15 PM | შეტყობინება # 12
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.

მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი.

ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს.

ვერასდროს იპოვი ცისარტყელას, თუ მუდამ ქვევით იყურები.

მე მუდამ მიყვარს წვიმაში სეირნობა, რადგან ვერავინ ამჩნევს, როცა ვტირი.

მე ტაშს მიკრავენ იმიტომ, რომ ყველას ესმის ჩემი: თქვენ კი იმიტომ გიკრავენ ტაშს, რომ არავის ესმის თქვენი. (ნათქვამია ალბერტ აინშტაინის მისამართით).

ჩარლი ჩაპლინი


 
სინიორათარიღი: შაბათი, 2014-04-26, 11:22 PM | შეტყობინება # 13
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

თუ მე ურჩხული ვარ და შენ მაინც გიყვარვარ, ისეთივე უტვინო ყოფილხარ, როგორც ფრანკენშტაინის საცოლე.

ის, რასაც ადამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია.

იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც.

ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ.

ფრედერიკ ბეგბედერი


 
სინიორათარიღი: კვირა, 2014-04-27, 2:39 AM | შეტყობინება # 14
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო.


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2014-05-26, 10:58 PM | შეტყობინება # 15
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ერთხელ, ერთი ქალაქის კარიბჭესთან გამოჩნდა მოგზაური, რომელმაც შეკითხვით მიმართა შესასვლეთან მჯდარ მოხუცს:
– მე პირველად ვარ ამ მხარეში, ვერ მეტყვით როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში?
– ჯერ ის მითხარი შვილო, თუ როგორი ადამიანები ცხოვრობდნენ იმ ქალაქში, საიდანაც შენ მოხვედი? – კითხვა შეუბრუნა მოხუცმა.
– საშინლად ეგოისტი და ბოროტი ადამიანებით იყო სავსე იქაურობა და იმიტომ წამოვედი იქიდან.
– სამწუხაროდ აქაც ისეთივე ადამიანებს გადაეყრები ყოველი ფეხის ნაბიჯზე.
ცოტა ხნის შემდეგ ქალაქს მიუახლოვდა სხვა მოგზაური, რომელმაც იგივე შეკითხვა დაუსვა მოხუცს:
– მე პირველად ვარ ამ მხარეში, ვერ მეტყვით როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში?
– და როგორები ცხოვრობდნენ იქ, საიდანაც მოხვედი? – შეუბრუნა კითხვა მასაც მოხუცმა.
– არაჩვეულებრივი, სიკეთით სავსე, სტუმართმოყვარე, ადამიანები, ძალიან დამწყდა გული, რომ მათი დატოვება მომიწია.
– საბედნიეროდ აქაც ისეთივე ადამიანებს შეხვდები ყოველი ფეხის ნაბიჯზე.
შორიახლოს აქლემებს არწყულებდა ერთი ადამიანი რომელმაც კარგად გაიგონა მოხუცის გასაუბრება ორივე მგზავრთან და გაოცებულმა ჰკითხა მას:
– ამიხსენით, რატომ გაეცით სრულიად განსხვავებული პასუხები ერთი და იმავე კითხვაზე?
– ყველა ადამიანი საკუთარ სამყაროს თვითონვე დაატარებს, თავისი გულით. ის, ვინც ვერ აღმოაჩინა ვერაფერი კარგი იქ, საიდანაც მოვიდა, ვერც აქ იპოვის რამეს. ხოლო ის, ვისაც ყავდა ბევრი მეგობარი სხვა ქალაქში, აქაც იპოვის მონათესავე სულის ადამიანებს. ვინაიდან ადამიანები ჩვენს გარშემო ხდებიან ისეთები, როგორებადაც ჩვენ ვხედავთ მათ.


 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz