ოთხშაბათი, 2025-07-30, 9:37 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ჩუ, ყური მიგდე...
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-15, 4:54 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: კვირა, 2014-06-01, 7:40 PM | შეტყობინება # 16
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ერთადერთი ბიჭი, ვისაც გამოვეკიდები იქნება ის ვინც დამიძახებს - "დეე, ვერ დამეწევი"


 
სინიორათარიღი: კვირა, 2014-06-01, 8:21 PM | შეტყობინება # 17
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ნურასოდეს ესვრი ტალახს სხვას, შეიძლება ვერ მოახვედრო, ხელები კი ტალახიანი დაგრჩეს...

ნუ შეგეშინდება დაკარგო ის ადამიანი, ვისაც შენი დაკარგვის არ ეშინია.


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2014-06-02, 5:44 AM | შეტყობინება # 18
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

გული, რომელსაც შეუძლია შენთვის სიკვდილი. უნდა აცოცხლო....


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2014-06-09, 7:24 PM | შეტყობინება # 19
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
სხეულის ენა

დადგენილია, რომ ადამიანთა შორის კომუნიკაციის 60%-ზე მეტი სხეულის ენა, ანუ არავერბალური კომუნიკაცია შეადგენს. არავერბალური კომუნიკაცია გულისხმობს კომუნიკაციას ხმის ტონის, მეტყველების ტემპის, ჟესტების, სხეულის, გამომეტყველების, თვალით კონტაქტის, შეხების, გარეგნობისა და ურთიერთობისას დაკავებული მანძილის მეშვეობით. სხეულის ენის კარგად მცოდნე ადამიანს შეუძლია, უკეთ აღიქვას არავერბალურ კომუნიკაციაში ჩადებული კოდები და სწორად შეაფასოს თანამოსაუბრის რეაქციები, რაც მას საშუალებას მისცემს, ადეკვატური ქცევით მოვლენებს თავისთვის სასურველი მიმდინარეობა მისცეს.

არავერბალური კომუნიკაციის ტექნიკა ტყუილის გამოაშკარავებაშიც გვეხმარება. ამ ტექნიკას იყენებენ დეტექტივები, სასამართლო ფსიქოლოგები, უსაფრთხოების ექსპერტები. მისი ცოდნა სასარგებლოა მენეჯერებისთვის, დამსაქმებლებისთვის თაღლითობისა და შეცდომების თავიდან ასაცილებლად, მასწავლებლისთვის მოსწავლის ქცევის შესაცნობად.
სხეულის ენამ ხუთი ტიპის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს. ესენია:

. ემბლემები. ისინი სიტყვების ნაცვლად იხმარება. მაგ., თავის დაქნევა "კის" წარმოთქმის ნაცვლად.

. ილუსტრატორები - ახდენს წარმოთქმული სიტყვების ილუსტრაციას. მაგ., მარჯვენა ხელის მოძრაობა გარედან სხეულისკენ ილუსტრაციაა სიტყვისა "წავედით”.

. გრძნობის მაჩვენებლები - მიმიკის მეშვეობით ხდება სიხარულისა და მწუხარების, გაოცებისა და ინტერესის გამოხატვა.

. რეგულატორები - მართავს თანამოსაუბრის მეტყველებას. მოსმენისას ჩვენ თავს ვუქნევთ თანამოსაუბრეს, მზერას ვაპყრობთ, სხვადასხვა ხმას გამოვცემთ. რეგულატორები მიანიშნებენ მას, კიდევ გვსურს რამის გაგება თუ თემა ამოწურულად მიგვაჩნია.

. ადაპტორები - ჩვეულებრივ, ადამიანის ამა თუ იმ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება. ხშირად ისინი ავტომატურად, გაუცნობიერებლად სრულდება. მაგ., ნაკბენის მოფხანა, უსიამოვნო პირის მოახლოებისას მკლავების მკერდზე გადაჯვარედინება, მოსმენისას ფანქრის ღეჭვა და სხვა.

ამის ცოდნა სასარგებლოა

. სწრაფი მეტყველების დროს იზრდება ნათქვამის შინაარსის ზეგავლენა ადამიანზე და ნათქვამი უფრო სარწმუნო ხდება.

. საათზე ყურება და საკუთარი ფრჩხილების თვალიერება მოწყენილობის აშკარა ნიშანია. არასოდეს დახედოთ საათს, როდესაც ვინმეს ესაუბრებით. ასევე, თავი არიდეთ ფრჩხილებზე ყურებასაც.

. თვალების მოჭუტვა - თუ გსურთ, ვინმეს აგრძნობინოთ, რომ ის ან მისი აზრი არ მოგწონთ, თვალებმოჭუტულმა შეხედეთ. თვალების მოჭუტვა ინსტინქტური, უნივერსალური საშუალებაა ბრაზის გამოსახატად ცხოველთა სამყაროში (ვეფხვი, ძაღლი და ა.შ.). ზოგიერთი საუბრისას თვალებს იმის საჩვენებლად ჭუტავს, ვფიქრობო. ნუ შეიყვანთ თანამოსაუბრეს შეცდომაში, ნუ მოჭუტავთ თვალებს.

. მზერა - მიღებულია, რომ მზერა 3 წამი უნდა გაგრძელდეს, თვალებში ყურება კი 1.20 წამი. ამაზე ხანმოკლე მზერა ინტერესის უქონლობად აღიქმება, ხოლო უფრო ხანგრძლივი - ზედმეტი ყურადღების გამოხატულებად.

. თავის ორიენტაცია - მაღლა აწეული თავი წინ წამოწეული ნიკაპით თვითრწმენაზე, სიმამაცესა და შეუპოვრობაზე მეტყველებს, გვერდზე გადახრილი თავი - თანამოსაუბრისადმი მორჩილებასა და დაქვემდებარებაზე, წინ დახრილი - უარყოფით და აგრესიულ დამოკიდებულებაზე.

. საკუთარ სახეზე შეხება - საუბრისას სახეზე ხელის შეხება, განსაკუთრებით - ცხვირზე, ჩვეულებრივ, სიცრუის ნიშნად აღიქმება. პირზე ხელის აფარებაც ტყუილის დასაფარავი ბუნებრივი ჟესტია. საუბრისას ხელები სახისგან შორს გეჭიროთ.

. ყალბი ღიმილი - ესეც სიცრუის ნიშანია. მისი ამოცნობა ადვილია: ბუნებრივი ღიმილი თვალის კუთხეებს ანაოჭებს და მთელი სახის გამომეტყველებას ცვლის, ყალბ ღიმილში კი მხოლოდ პირი და ტუჩებია ჩართული. ნუ დააძალებთ თავს გაღიმებას... თუ ეს კამერისთვის არ გჭირდებათ.

. ხელების კეფაზე გადაჭდობა ან თეძოებზე შემოწყობა - ჩვეულებრივ, ამპარტავნების ნიშნად აღიქმება. მხოლოდ ახლობლებთან შეიძლება ამ ჟესტის გამოყენება. სიარულისას ხელების ზურგს უკან შემოწყობა უმთავრესად მამაკაცებს სჩვევიათ და ამით საკუთარ ძალაუფლებაზე მიანიშნებენ.

. ფეხებგადაჯვარედინებული დგომა - საკუთარ თავში დაურწმუნებლობისა და დაბნეულობის ნიშანია. ჯდომისას ფეხების გადაჯვარედინება საკუთარ თავში ჩაკეტვაზე და უსაფრთხოების განცდის უქონლობაზე მიუთითებს.

. კეფისა და კისრის მოფხანა - ეჭვისა და ყოყმანის ტიპური ნიშანია. ეს შეიძლება ტყუილის ნიშნადაც მიიღონ. ეცადეთ, საუბრისას ხელები თავისგან შორს გეჭიროთ.

. მესმეტად ახლოს დგომა - თანამოსაუბრეს დისკომფორტს აგრძნობინებს. ადამიანები პირად სივრცედ აღიქვამენ დაახლოვებით 1.20 მ სივრცეს სხეულის გარშემო. ამ სივრცში შეჭრის უფლება მხოლოდ ახლო მეგობრებსა და ინტიმურ პარტნიორებს აქვთ.

. მოლაპარაკებისას თანამოსაუბრის მარცხენა მხარეს ჯდომა ზრდის წარმატების ალბათობას. პირისპირ ჯდომა უფრო შეჯიბრებისა და კონფრონტაციის მაჩვენებელია.


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2014-06-23, 11:22 PM | შეტყობინება # 20
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

როცა ძალიან გაგიჭირდება, უფალს ნუ ეტყვი, " დიდი დარდი მაქვს უფალო!"
დარდს უთხარი: "მე დიდი უფალი მყავს – თქო!"


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2015-05-18, 4:07 PM | შეტყობინება # 21
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
"უნდა შეგეძლოს დახურო უინტერესო წიგნი. ადგე და წამოხვიდე მოსაწყენი თეატრიდან და მიატოვო ადამიანები ვინც სათანადოდ ვერ დაგაფასა!"

პაულო კოელიო


 
სინიორათარიღი: კვირა, 2015-12-13, 11:30 PM | შეტყობინება # 22
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: კვირა, 2016-01-24, 11:49 PM | შეტყობინება # 23
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

“ჩვენ სამნი მივდიოდით გზაზე: მე, ის და დუმილი… დუმილი ვერ ხვდებოდა, რომ ზედმეტი იყო”


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2018-01-31, 10:53 PM | შეტყობინება # 24
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ექიმები აშშ ეს არის ექიმების საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც ჩვენმა ფბ-ს მეგობრებმა მოგვაწოდეს. შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ გვაცნობოთ.

სამედიცინო კლინიკები
1. თვისტომი 10120 Queens Blvd, Flushing, NY 11375 (718) 263-5323
2. Medical Office 765 Grand St, Brooklyn, NY 11211 (347) 987-4764

სტომატოლოგი
1. ალექსი (914) 4100693 1505 gravesend Neck Rd Brooklyn ny 11229
2. ნინო +1 (347) 500-2458

უროლოგი
Dr. Larry Tetsoti 1009 Brighton Beach Ave, Brooklyn, NY 11235 (718) 336-6166

რევმატოლოგი
1. ვიქტორია ქეითს (ქართველი) 1725 east 12 street suite 101 brooklyn 11229 ტელ: 718 375 2300; 718 513 6322.

გასტროსკოპია
1. DR. Alexander Brodsky 8622 Bay Pkway #1 Brooklyn NY 11214 (718) 232 0101
2. Jean Atallah-Vinograd M.D 2211 Emmons Ave Brooklyn NY 11235 (718) 368 2960
3. Alexander Shapsis, 2797 Ocean Pkwy, Brooklyn, NY 11235
(718) 615-4001

ყელ-ყური
1. Dr. Alexander Ovchinsky 2560 Ocean Ave N 2a Brooklyn NY 11229

პედიატრი
1. ნათელა ლევი 718 769 3667 2520 ocean av 11229
2. მარიამ მაჩაბელი 765 Grand st. Brooklyn. NY 11211 347-729-6364.

თერაპევტი
1. 2705 Mermaid Ave Brooklyn Michael Tavdy
718 265 2222
Medical Office 765 Grand St, Brooklyn, NY 11211 (347) 987-4764

დერმატოლოგი
1. ნანა კანზაველი 2797 Ocean Pkwy, Brooklyn, NY 11235
(718) 615-4000

2. Sourab Choudhury 440 Atlantic Ave, Brooklyn NY 11217 (718) 797 5504

ენდოკრინოლოგი
1. ირაკლი ბუზიაშვილი 718 975 3833; 718 714 5922

კარდიოლოგი
1. ნანა გეგეჭკორი nana.gegechkori@mountsinai.org ასევე მათ ვისაც გსურთ, ჩაერთოთ c ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამაში, დაუკავშირდით ქალბატონ ნანას.

ნევროპათოლოგი
1. მეგი 2 718 338 1616

ნევროლოგი
1. Maggie Morr 380 88th St #1, Brooklyn, NY 11209
1718-748-5482

გინეკოლოგი, მეანგინეკოლოგი
1. ნოდარი კოჯინი 718 615 1828
2. გრიგოლ ადეიშვილი Coney Island Hospital (917) 887 7116

ოფთალმოლოგი
1.Stanley S Bykov 384 Neptune Ave, Brooklyn, NY 11235 (718) 615-0020
2. Genis Ilona 3039 Ocean Pkwy, Brooklyn, NY 11235
(718) 333-2020

ოპტომეტრი
1. Galina Kruglyakova, 3511 Quentin Rd, Brooklyn, NY 11234
(718) 377-1021

საემიგრაციო ანალიზის მომზადება
Medical Office 765 Grand St, Brooklyn, NY 11211 (347) 987-4764

ჯანმრთელობის ცნობა (ფასი საშუალოდ 75$)
1. Raisa Toumanova 1670 E 17th St, Brooklyn, NY 11229 (718) 676-1633
2. Helen Zasipkin, MS Brooklyn, NY 11229 (718) 998-6161
3. Josep Eliashvili 401 Ditmas Ave, Brooklyn, NY 11218 (718) 972-3693
4. Jeffrey C. Marc, 1711 Sheepshead Bay Rd, Brooklyn, NY 11235
(718) 332-7717

სადაზღვეო ბროკერი
1.ირმა მჭედლიძე (ბულეიშვილი) 347 503 9560; 917 716 5255.


 
სინიორათარიღი: კვირა, 2018-02-04, 2:52 AM | შეტყობინება # 25
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
სკოლა უსმენს მშობელს

ძვირფასო პედაგოგებო, სკოლის დირექციავ, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ
იმ თავდაუზოგავი, უანგარო შრომისთვის, ჩვენი შვილების ჯანსაღ თაობად ჩამოყალიბებისათვის
რომ ეწევით. ბავშვებზე ფიქრში დახარჯული ყოველი წუთისათვის...
მადლობელი ვარ ამ სტატიისათვის, იმისათვის, რომ სკოლა უსმენს მშობელს!
ჩვენი შვილები ხომ თქვენი შვილებიც არიან, როგორც ნონეშვილი იტყოდა:
"მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი"

ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. განუმეორებელი, ულამაზესი წლები
სწორედ სკოლის კედლებში გვაქვს გატარებული. ეს ის ჯადოსნური სამყაროა,
სადაც სწავლობ მეგობრობას, სიყვარულს, ადამიანობას...
ყალიბდები მოქალაქედ, ირჩევ პროფესიას, ემზადები დიდი ცხოვრებისათვის,
რათა შესძლო დამოუკიდებლად სიარული.

მე, როგორც მშობელს, დედას, მჯერა, რომ თქვენ არ გჭირდებათ იმის შეხსენება, რომ
ყურადღება უნდა მიაქციოთ, რამდენად სწორად არის სახელმძღვანელოები შედგენილი:
"რას ასწავლით, რისთვის და როგორ ასწავლით", რამდენად სწორად მიმდინარეობს ბავშვების სამართლებრივი,
ფიზიკური, მეცნიერული და პატრიოტული აღზრდა.
ვიცი, რომ მუდმივ ძიებაში ხართ, მუდმივად იზრდებით როგორც პროფესიონალები და ცდილობთ,
ჩვენს შვილებს ასწავლოთ წიგნის სიყვარული.
რადგან:
"არ შეშვენის ცოდნის მძებნელს დაღლა"
"სწავლა სინათლეა, უსწავლელობა სიბნელე"
სკოლა ხომ ხიდია სიბნელიდან სინათლისკენ გადებული...

მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება, იქნებ ბავშვებს სკოლიდანვე ასწავლოთ, მშობლიური ლიტერატურისა
და ბიოლოგიის გაკვეთილებზე, სიგარეტისა და ალკოჰოლის (აღარაფერს ვამბობ ნარკოტიკზე) მავნე გავლენის შესახებ.
"რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გადაეცემის".
მეცნიერულად დასაბუთებული, თვალსაჩინოება თუ მსჯელობა იმაზე, რამდენად ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე
და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მას.
ჯანსაღ სხეულში ხომ ჯანსაღი სულია...

ალბათ დამეთანხმებით, რომ კრიტიკული აზროვნების განვითარებამ უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ითამაშოს
ბავშვების მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. მედალს ხომ ორი მხარე აქვს. ელემენტარული ხალხური სიბრძნის, თუნდაც
ზღაპრების გამოყენებით, შეიძლება მოზარდს ბავშვობიდანვე ჩავუნერგოთ მეგობრობის, სიკეთის კეთების, შრომის სიყვარული.
მაგალითად "რწყილი და ჭიანჭველა" გვასწავლის, რომ მეგობარს უანგაროდ უნდა დავეხმაროთ, თუმცა,
ამავდროულად გვაჩვევს შრომის სიყვარულს, ყველა, ვისთანაც კი რწყილი დახმარების სათხოვნელად მივიდა,
სანაცვლოდ რაღაცას სთხოვს, ეს კი ნიშნავს, რომ როცა რაიმე გჭირდება, უნდა იშრომო, ხელი გაანძრიო და
მიზანსაც მიაღწევ.

დიახ, თქვენც, - პედაგოგებმა და ჩვენც, - მშობლებმა ხელი უნდა გავანძრიოთ, აგურს აგური დავადოთ,
რომ "შვილი სჯობდეს მამასა", რომ მუდამ ახსოვდეთ: "ვისი გორისანი არიან"

მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი შვილების მასწავლებლებს ჰქონდეთ ის დაფასება და პატივისცემა, რასაც
იმსახურებენ...
რომ თქვენს დანახვაზე, ყველა ჩვენგანს სახეზე ღიმილად დააჩნდეს გულიდან ამოსული სიტყვები:
"ქუდი მოიხადე, ბატონო ჩემო, მასწავლებელი მოდის!"

ნანა მღებრიშვილი


 
სინიორათარიღი: კვირა, 2018-02-11, 6:08 AM | შეტყობინება # 26
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
გემი იძირება და როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები

ვერძი - არ დაელოდება გემის ჩაძირვას და თავით გადახტება წყალში

კურო - სწრაფად წერს ანდერძს სადაც ამბობს, რომ გარდაცვალების შემთხვევაში ქონება სფლავში ჩააყოლონ

ტყუპები - ტივს აკეთებს ჩუმად

კირჩხიბი - უკანასკნელ წერილს თვალცრემლიანი წერს - მეგონა დედასთან დამშვიდობებას მოვასწრებდი, ბევრჯერ მიფიქრია ამ დღეზე

ლომი - ამშვიდებს გარშემომყოფებს და ამაყად ამბობს: ნუ გეშინიათ, მე ბედი არ გამწირავს და ჩემს გვერდით იყავით

ქალწული - ახლა ამის დრო იყო? ნეტა სახლის დასუფთავება მაინც მომესწრო

სასწორი - ნუ ნერვიულობთ ხალხო, იქნებ გადავრჩეთ, მაგრამ თუ ჩავიძირეთ გავგიჟდები

მორიელი - სად გარბიხართ, მაინც ყველა დაიხრჩობით, სიკვდილის შიშით რას ირცხვენთ თავს?

მშვილდოსანი - წყალქვეშა სამყარო თუ მართლა არსებობს, „მაგარ პონტში გავიჩითებოდი“

თხის რქა - ტყუპებს საწყობში კეტავს, ტივს ითვისებს და მგზავრებს გადარჩენას ფულის სანაცვლოდ სთავაზობს

მერწყული - სევდიანი უყურებს ცას, რა მშვიდი საღამო იყო და რას ვიფიქრებდიო

თევზები - ორი დღის წინ სუიციდს რომ გადამარჩინეს, სიცოცხლეს შევეგუე და ახლა?


 
სინიორათარიღი: კვირა, 2018-02-25, 6:28 PM | შეტყობინება # 27
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ამერიკელ ჯინა მაჯორის ორი ქალიშვილი ჰყავს. ერთ-ერთი 18 წლის ხდება და დედამ დაბადების დღისთვის ის ცხოვრებისეული გამოცდილებები და რჩევები შეადგინა, რომლებიც მისი აზრით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს. წაიკითხეთ და გაარკვიეთ, ეთანხმებით თუ არა ჯინას აზრს.

1. პირველ რიგში, საკუთარი თავი შეიყვარე.

2. საშუალო სკოლა ჯერ კიდევ არაა რეალური ცხოვრება. იყავი მისთვის მზად.

3. ამ ცხოვრებაში უამრავ უღირს თანატოლ გოგონას შეხვდები. იცოდე შენი თავის ფასი და ნუ დაუმეგობრდები მათ.

4. თუ ცხოვრებაში ნამდვილ მეგობარს შეხვდები, არ გაუშვა ის შენი ცხოვრებიდან. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად შორს ცხოვრობთ ერთმანეთისგან.

5. ნივთები არ გაგაბედნიერებს.

6. ნურავის განსჯი, მაგრამ გახსოვდეს, რომ ვიღაც აუცილებლად განგსჯის. იყავი ამისთვის მზად.

7. დაუმეგობრდი ბებიებს.

8. რაც უნდა რთული პრობლემის წინაშე იდგე, იგი არ შეიძლება სამყაროს დასასრულს ნიშნავდეს.

9. დაისახე მიზანი, რომლისთვისაც იბრძოლებ.

10. ნურავის შეედრები. ისინი ვერასდროს გახდებიან ისეთები, როგორიც შენ ხარ.

11. რაც უნდა თადავიწყებით შეგიყვარდეს ადამიანი, ნუ დაკარგავ საკუთარ თავს.

12. ილაპარაკე მხოლოდ სიმართლე.

13. ისწავლე "არას" თქმა და ნუ შეგეშინდება მისი თქმის.

14. შენ თავად უნდა დაწერო შენი ცხოვრების ისტორია. ეცადე, რომ მის ფურცლებზე ბედნიერი მომენტები ასახო.

15. ნურასდროს გაეკიდები მამაკაცს. მან თავად უნდა მოგძებნოს.

16. ისწავლე კომპლიმენტების სწორად გაგება. გჯეროდეს მათი.

17. ყოველთვის იყავი სამართლიანი.

18. იყავი ბედნიერი საკუთარი როლით ამ ცხოვრებაში და ნუ შეგეშინდება მარტოობის.

19. გაუზიარე გარშემო მყოფებს ის, რაც თავად გაბედნიერებს.

20. მხოლოდ აუცილებელ და ღირსეულ თემებზე ღირს კამათი.

21. იკითხე ყველაფერი, რაც ხელში მოგხვდება. ცოდნა დიდი ძალაა.

22. თუ მეგობარ ბიჭს შინ ეწვიე და მის სახლში არც ერთი წიგნი არ დაგხვდა, დაემშვიდობე მას.

23. შენ არავის საკუთრება არ ხარ.

24. მუდამ შეგეძლოს საკუთარი თავის დაცვა.

25. ნუ შეგეშინდება წარუმატებლობის. ხშირად ის უკეთესი გაკვეთილია, ვიდრე წარმატება.

26. ნურასდროს მისწერ ადამიანს იმას, რისი წაკითხვის სურვილიც გაზეთის პირველ გვერდზე არ გექნება. მერე რა, რომ შენს მესიჯს მილიონობით ადამიანი არ კითხულობს.

27. უსასყიდლოდ დაეხმარე გარშემო მყოფებს. ზოგჯერ კეთილი საქმეები ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანია.

28. ნუ გამოაჩენ შენი ხასიათის ცუდ თვისებებს მეგობრებთან.

29. ენდე ინტუიციას.

30. მუდამ იყავი ზრდილობიანი.

31. შენს საქციელს სიტყვებზე მეტის თქმა შეუძლია.

32. ნუ დამალავ გრძნობებს. შეგეძლოს მათი გამოხატვა.

33. ისწავლე სილამაზის დანახვა ყველგან და ყველაფერში.

34. გამოიყენე მზისგან დამცავი საშუალებები.

35. ნუ დაკარგავ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარხარ.

36. ისე იცხოვრე, რომ ქუჩაში მუდამ თავაწეულს შეგეძლოს გასვლა.

37. იტირე, როცა ეს საჭიროა და გაამხნევე, როგორც შეგიძლია.

38. სიცილი სულის წამალია.

39. ხმამაღალი მუსიკაა? კიდევ უფრო აუწიე და იცეკვე.

40. სიტყვებს შეუძლია ხიდების აგება და დაწვა. აირჩიე ისინი გააზრებულად.

41. სახლი ის ადგილია, სადაც უყვართ და არა ის, სადაც ღამეს ათევენ.

42. ბოდიშის მოხდა სისუსტეს არ ნიშნავს. მოიხადე ბოდიში პირველმა, როცა ეს საჭიროა.

43. იმუშავე, იმუშავე და იმუშავე. საკუთარი თავის უზრუნველყოფა თავად უნდა შეგეძლოს. არასდროს იყო სხვის იმედზე.

44. შეიძლება ზოგჯერ ბრაზდები ჩემზე, მაგრამ გახსოვდეს, რომ ყოველთვის კარგი მინდა შენთვის.

45. ნებისმიერ დროს მოგისმენ, დაგამშვიდებ, დაგეხმარები.

46. მუდამ მეყვარები, რაც უნდა მოხდეს შენს ან ჩემს სიცოცხლეში.

47. შენ უფრო მეტი შეგიძლია, ვიდრე გგონია.

48. შენ ჭკვიანი და ნიჭიერი ხარ. ნუ დაუჯერებ ადამიანებს, თუ საწინააღმდეგოს გიმტკიცებენ.

49. ნურასდროს იდარდებ გუშინდელ დღეზე; ნუ ინერვიულებ იმაზე, თუ რას მოგიტანს ხვალინდელი დღე. იცხოვრე დღევანდელი დღით. თუ დღეს ბედნიერი ხარ, ხვალაც ასე იქნება.

50. ერთადერთი და განუმეორებელი, საუკეთესო ხარ ჩემთვის, შენი შეყვარებულისთვის, მეგობრებისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. იყავი საუკეთესო ყველგან და ყველაფერში.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2018-03-01, 6:36 PM | შეტყობინება # 28
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

თქვენ არ ხართ ვალდებული, თუ არ ნანობთ, მოიხადოთ ბოდიში.
თქვენ არ ხართ ვალდებული თქვათ „კი“.
თქვენ არ ხართ ვალდებული ვინმეს შეხვდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ გთხოვეს.
თქვენ არ ხართ ვალდებული იმართლოთ თავი საკუთარი გარეგნობის გამო.
თქვენ არ ხართ ვალდებული ვინმეს აუხსნათ საკუთარი გადაწყვეტილება ქორწინების შესახებ.
თქვენ არავის წინაშე არ ხართ ვალდებული ახსნათ თქვენი ცხოვრებისეული სიტუაცია.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2018-08-02, 4:58 PM | შეტყობინება # 29
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ბებიაჩემმა დამიბარა:

1. ვირისგან წიხლი რა თქმა უნდა საწყენი არააო, მაგრამ ჯობია ზოგადად ვირებს მოერიდოო.
2. პირველ ღილს თუ არასწორად შეიკრავ, დანარჩენიც აგერევაო, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ შენ ყველაზე ბოლოს ამჩნევო.
3. ვირმა თუ გადმოგაგდო, ეგრევე ცხენს ნუ წაეპოტინები, დაიცადეო, მაგრამ დაიმახსოვრე შვილოო, ამაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ცხენი რომ გადმოგაგდებს, არასოდეს ვირს არ წაეპოტინოო.
4. მარტო კეთილი გულით სიმართლის ნერგს სიპ ქვაზე ვერ გაახარებო, ტრაკიც საჭიროაო.
5. პატიოსნება ჭკუის გარეშე სიბრიყვეს გავსო.
6. ღამის საქმე ღამე დაგეგმე და დღისა - დღისითო.
7. წიგნის აღება რო დაგეზარება ხელში, გაიხსენე შვილო რომ მსხვილად და წვრილად დამრთავებს ერთი ფასი აქვთო.
8.ჯობია ღვინომ მოგკლას, ვიდრე მისმა სურვილმაო.
9. სანამ შენ ფიქრობ, სულელი სამ წრეს დაგარტყამსო.
10. თუ ვინმემ გითხრ,ა თუ გინდა უკუღმა დაჯექი, ოღონდ სიმართლე თქვიო, არ დაუჯეროო, ჯერ თვალი ხედავს და მერე ისმენს ყურიო.
11. როცა მოვკვდები, ვინ დამმარხავს სულერთიაო.
12.ცხენს თუ ვერ მოერევი, უნაგირი კი არ უნდა დაუმტვრიო, პირიქით, ოქროსი უნდა აჩუქოო.
13. მარილს თუ გთხოვენ და არა გაქვს, იმის მაგივრად შაქარი არ გაატანო, თორემ შაქარზე მოგეჩვევაო.
14. ცალი ხელით თუ მოგინდა ტაშის დაკვრა, ისე მაინც არ ქნა რომ სახეში ირტყაო.
15. წინა კაცი ყოველთვის არაა უკანა კაცის ხიდიო, გაიხსენე, რომ წინა კაციც შეიძლება დეპრესიაში იყოსო.
16. ნავში თუ ზიხარ, მენავეს ნუ გაეხუმრებიო.
17. ზღვის ვერ დამხრჩვალი, წყლის წვეთმა დაახრჩოო.
18. სანამ დაიძინებ, იმაზე დარდს მოეშვი, შენი ძილის დროს ქვეყანა გაკეთდება თუ დაინგრევაო. გაღვიძების მერეც მოასწრებ დარდსაო.
19. ბავშვს გულს უჩვენებ, გულს გიჩვენებს, ტრაკს უჩვენებ, ტრაკს გიჩვენებსო.
20. ჭკვიანის და სულელი მეგობრობა, ჭკვიანს უფრო აზარალებს, ვიდრე სულელს არგებსო.
ბრძენი ქალი იყო ბებიაჩემი!

ავტორი: ნათია ხუციშვილი


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2018-08-02, 5:04 PM | შეტყობინება # 30
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
"რონალდ რეიგანის წერილი შვილს."

ვიდრე მაიკლ რეიგანი დაქორწინდებოდა რონალდ რეიგანმა მას წერილი მისწერა.

ძვირფასო მაიკ, შეიძლება გსმენია ცინიკური ხუმრობები „უიღბლო ქორწინების“ შესახებ, ალბათ ეს შენთვის არავის უთქვამს, მაგრამ მინდა გითხრა, რომ განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. დღეს შენ ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში შეაბიჯე და იგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორსაც შენ შექმნი.

ზოგიერთი მამაკაცი ფიქრობს, რომ საკუთარ ძლიერებას მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როცა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს და არაფერზე შეიკავებს თავს, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მის ცოლს გული არ ეტკინება იმის გამო, რასაც ვერასდროს გაიგებს.

არადა სიმართლე ბევრად ღრმაა, ვიდრე ასეთი ადამიანები ფიქრობენ. ცოლმა ყველაფერი იცის, პერანგზე ნაპოვნი პომადის კვალისა და იმის მიზეზის გაგების გარეშეც კი, თუ რატომ დაბრუნდა მისი ქმარი დილის 3 საათზე სახლში და ამ ცოდნასთან ერთად იკარგება ურთიერთობის სილამაზეც.

ცხოვრებაში ერთი უპირობო წესი არსებობს – რასაც დასთეს იმას იმკი. კაცი რომელიც ქორწინებაში იმის ნახევარს დებს, რაც შეუძლია ამაზე მეტს არც უნდა ელოდეს. დარწმუნებული ვარ, იქნება წამები როდესაც ისევ შეხვდები ვინმე მომხიბვლელს, ძველი დრო გაგახსენდება და დაგაინტერესებს შეგწევს თუ არა ძალა მოხიბლო საპირისპირო სქესი, მაგრამ შვილო მსურს გაგიმხილო, თუ რა მშვენიერი გამოწვევაა დაუმტკიცო შენი ძლიერება მხოლოდ ერთ ქალს შენი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე.

ყველას შეუძლია იყოს ხეპრე და ღალატით გააგძელოს ცხოვრება, ამას დიდი ადამიანობა არ სჭირდება. ნამდვილი კაცობა კი ისაა, რომ დარჩე მიმზიდველი ქალისთვის, რომელსაც უყვარხარ – ადამიანისთვის, რომელსაც შენი ხვრინვაც კი სმენია, უნახიხარ პირგაუპარსავი, უზრუნია შენზე როდესაც ცუდად იყავი და ურეცხია შენი ბინძური საცვლები. მოიქეცი ასე.. აგრძნობინე მას სითბო და კვლავ გაიგებ მშვენიერი მუსიკის ხმას.

კაცს რომელსაც ნამდვილად უყვარს ქალი, არასოდეს სურს დამცირებულად აგრძნობინოს მას თავი. როდესაც მდივან ქალს ესალმები ანდა გოგონას, რომელსაც ორივენი იცნობთ, შენი ცოლი არ უნდა გძნობდეს თავს დამცირებულად იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება ეს ის გოგონაა, ვის გამოც გვიან ღამით დაბრუნდი სახლში. როდესაც შენი ცოლი ასეთ გოგოს თვალებში შეხედავს უნდა ეღიმებოდეს იმის გაანალიზებით, რომ ეს ის ქალია, რომელსაც მის გამო უთხარი უარი. მაიკ, შენ სხვებზე უკეთ იცი რას ნიშნავს სახლი, სადაც უბედური ადამიანები ცხოვრობენ და რა შეუძლია მოუტანოს ამან სხვებს. დღეს შენ გაქვს შანსი, მიიღო სწორი გადაწყვეტილება. გახსოვდეს, არ არსებობს კაცისთვის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც დღის დასასრულს სახლის კარს უახლოვდება და იცის, რომ მის უკან ქალია, რომელიც მისი ნაბიჯების ხმის გაგონებას ელოდება.
სიყვარულით მამა.


 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz