ფორუმის ჭორიკანა
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-10-23, 1:29 AM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-10-23, 1:34 AM | შეტყობინება # 2 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| რომელ რიცხვში ხარ დაბადებული?
რომელ რიცხვშიც ხარ დაბადებული ალბათ ასეთი ხარ:
1 - კეთილი, 2– საქმიანი, 3 - მზრუნველი
4 - მოწესრიგებული, 5 - მიმზიდველი, 6 - შრომისმოყვარე
7 - ლამაზი, 8 - სამართლიანი, 9 - საინტერესო
10 - მხიარული, 11 - საყვარელი, 12 - მშვიდი.
13 - ეშმაკუნა, 14 - ბედნიერი, 15 - ღირსეული,
16 - სანაქებო, 17 - მომაჯადოვებელი, 18 - უმწეო.
19 - ენერგიული, 20 - მაცოცხლებელი, 21 - განსაკუთრებული.
22 - შთამბეჭდავი, 23 - მოსიყვარულე, 24 - არტისტული.
25 - ტალანტური, 26 - მომთმენი, 27 - სულგრძელი .
28 - განუმეორებელი, 29 - სასაცილო, 30 - მოდური, 31 - ორიგინალური...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-10-23, 2:08 AM | შეტყობინება # 3 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| მამაკაცის წერილი:
"მათ სძინავთ ჩვენს მაისურებში და გამოიყურებიან ძალიან სასაცილოდ. მათ უყვართ, როდესაც კოცნიან ზედმეტი სიტყვების გარეშე.
ისინი ემზადებიან ორი საათი და შემდეგ ამბობენ: "ხომ ხედავ დღეს რა სწრაფად მოვემზადე". მათ არ იციან ბრძოლა, მაგრამ ყოველთვის გრძნობენ თავს უსაფრთხოდ ჩვენს გვერდით.
ისინი გვეკითხებიან, თუ რაფრად შეიღებონ ფრჩხილები. მათ უყვართ, როდესაც თმებზე ვუსმევთ ხელს.
ისინი კმაყოფილი სახით დაგვათრევენ მაღაზიებში, თუმცა, მშვენივრად იციან, თუ რა ტანჯვაა ეს ჩვენთვის. მათ უყვართ,როდესაც ხელში აგვყავს, მაგრამ ამბობენ: "დამსვი, მძიმე ვარ". ისინი ყვირიან და აღიზიანებთ, თუ ჩუმად ვართ ამ მომენტში, პატარა, წვრილი სკანდალისტკები.
უყვრთ, როდესაც ვყიდულობთ მათთვის თეთრეულს. მათ ახსოვთ, თუ როდის იქნება ჩვენი შეხვედრის 147 დღე. მათ ყოველთვის უნდათ, რომ ჩხუბის შემდეგ 5 წუთში დავბრუნდეთ და არასდროს აღიარებენ ამას.
ისინი გამუდმებით იქექებიან ჩვენს ტელეფონებში და ეჭვიანად გვეკითხებიან:"ეს ვინ არის?". ისინი ყოველთვის ელოდებიან ჩვენს SMS ღამით. მათ უყვართ, როდესაც ვუმზადებთ რამეს სამზარეულოში. ისინი ყოველთვის ელოდებიან დახმარებას ჩვენგან.
ისინი დადიან კლუბებში მეგობარ ქალებთან ერთად, რათა ვინერვიულოთ და ვურეკოთ ყოველ 5 წუთში. მათ უყვართ ყავა ლოგინში და შხაპი ერთად.
ისინი გვეჭიდებიან და თვალებს ხუჭავენ საშინელებათა ფილმების ყურებისას. ისინი რთავენ ხმამაღლა მუსიკას, დარბიან ბინაში მაისურსა და ტრუსებში, აქნევენ თმებს, დახტიან და მღერიან, როდესაც ვერავინ ვერ ხედვას. ისინი ხანდახან არ იღებენ ტელეფონს და შემდეგ ამბობენ, რომ ეძინათ ან არ ესმოდათ.
მათ არ შეუძლიათ ცხოვრება თმის უთოს და ფენის გარეშე. მათ იციან, რომ მათ გარეშე არ შეგვიძლია. ისინი არიან ისინი. მადლობა მათ."
|
|
| |
თეკლა | თარიღი: პარასკევი, 2013-12-27, 10:07 PM | შეტყობინება # 4 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| მაიმუნი
მაიმუნის წელში დაბადებულ ადამიანებს, რომელთაც გასული წელი ერთობ აქტიური და დინამიური ჰქონდათ, არც ცხენის წელში ელოდებათ ტემპის დაგდება. ამასთან ერთად, მათი უმრავლესობა წლის მანძილზე საოცრად პოზიტიურ განწყობას შეინარჩუნებს, რაც არაერთი რთული პრობლემის გადაჭრისას დაეხმარება ამ ხალხს იმაში, რომ ნებისმიერ საკითხს იუმორით შეხედონ. მართალია მათი ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, შესაძლოა საყოველთაო ჭორაობის საბაბად იქცეს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით რომ მაიმუნი უდარდელობის ნიღბის უკან ბევრ ფიქრსა და განცდას მალავს. უბრალოდ საკმარისად ჭკვიანია საიმისოდ, რომ ყველას არ დაანახვოს თავისი ნამდვილი სახე და პრობლემები. სამაგიეროდ ზუსტად ამ დიპლომატიურ-პოზიტიური მიდგომიდან გამომდინარე, ცხენის წელში ბევრი მაიმუნის შრომა საკმარისზე უფრო მეტად დაფასდება და ანაზღაუდება პროფესიონალური კუთხით.
|
|
| |
თეკლა | თარიღი: კვირა, 2014-02-23, 0:06 AM | შეტყობინება # 5 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ძვირფასი ქვების სამკურნალო თვისებები
ოქრო სამკურნალოდ ძველი დროიდანვე გამოიყენებოდა. თანამედროვე მეცნიერები ურჩევენ ამ მეტალის ტარებას, მათ ვისაც კანის დაავადებები აწუხებს. აგრეთვე ოქროს სამკაულების თარება რეკომენდირებულია გრიპის ეპიდემიის დროს, რადგანაც მას შეუძლია მავნე მიკროორგანიზმების გაუნებელყოფა. ოქრო დაგეხმარებათ აპათიის, დეპრესიის, უგუნებობის დამარცხებაში, საკმარისია აიღოთ ის რამდენიმე ხანი ხელში და გეჭიროთ.
ბრილიანტი ბრილიანტი აუმჯობესებს გუნებაგანწყობილებას და მეხსიერებას. აქრობს თავის ტკივილს და ხელს უშლის პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.
ტოპაზი ლითოთერაპიის მიმდევრები დღემდე თვლიან, რომ ეს ქვა მოქმედებს ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. ტოპაზი ხსნის სტრესს, ინარჩუნებს სულიერ სიმშვიდეს, აცხრობს რისხვა, აუმჯობესებს გემოვნების რეცეპტორების მუშაობას და დადებითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვალზე.
საფირონი თუ ხერხემლის, კანის, უძილობის პრობლემა გაწუხებთ გაიკეთეთ საფირონი. სპეციალისტები რომლებიც ლითოთერაპიას იყენებენ რეკომენდაციას უწევენ საფირონის ყელსაბამს, თუ თქვენ ამჯობინებთ ბეჭედს ან სამაჯურს, მაშინ ატარეთ ის მარცხენა ხელზე-ეს ასთმის და გულის დაავადებებისგან დაგიცავთ.
მარგალიტი მას ოსტეოპოროზის, კარიესის, პაროდონტოზის საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ. მარგალიტი აუმჯობესებს სისხლძარღვების ტონუსს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მას მოაქვს სიმშვიდე და შველის უძილობას.
ძოწი აუმჯობესებს სისხლის ფორმულას, ამაღლებს ჰემოგლობინს. შველის გულის ტკივილს, ვეგეტოდისტონიას. დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.
ლალი აძლიერებს ადამიანის ხასიათის ძირითად თვისებებს, გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს და ტოქსინებს. აღადგენს ორგანიზმის ძალებს და მეხსირებას, აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. აღსანიშნავია, რომ დიდი ხნით ტარების შემთხვევაში იწვევს არითმიას.
სარდიონი დადებითად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე, უნარჩუნებს პატრონს სულიერ სიმშვიდეს. ხსნის თავის ტკივილს და თავბრუსხვევას.
ქარვა ეს ქვა ეხმარება კანის დაავადებების განკურნებას. სასარგებლოა ქარვის მძივის ტარება ყელ-ყურის ანთების და ჩიყვის დროს. ჰიპოკრატე მას უნიშნავდა თირკმლების, მუცლის, თავის ტკივილის, მოწამვლის დროს, აგრეთვე, ჭლექით დაავადებულებს. ქარვისგან იღებენ ასევე D ვიტამინს.  [c]
|
|
| |
თეკლა | თარიღი: კვირა, 2014-02-23, 0:22 AM | შეტყობინება # 6 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| კოკო შანელის შვიდი საიდუმლო
1. ყოველ დილით ის იწყებდა ცხოვრებას თავიდან. 2. ნებისმიერ შემხვედრ წინაღობას განიხილავდა” როგორც ახალი მიმართულების მაჩვენებელს. 3. შანელი თავს არიდებდა შემთხვევით ადამიანებს. 4. სიყვარული მისი მასწავლებელი გახდა. 5. კოკო შანელმა საკუთარი ცხოვრების წესად და ნიჭის მამოძრავებელ ძალად პარადოქსები გაიხადა. 6. დამოუკიდებლობა იყო მისი ღმერთი და ცხოვრების აქსიომა. 7. შანელისთვის ქალის გარეგნული სილამაზე წარმატებისთვის ბრძოლაში დიდ უპირატესობად მიიჩნეოდა. კოკო შანელის ოცი ოქროს ციტატა:
1. ქალებს წერტილი G სიტყვა SHOPPING-ის ბოლოში აქვთ. 2. რაც უფრო ცუდადაა ქალის საქმე, მით უფრო კარგად უნდა გამოიყურებოდეს ის. 3. როგორც არ უნდა ატრიალო, მამაკაცის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ქალია. დანარჩენები მხოლოდ მისი აჩრდილებია... 4. არ მიყვარს გრძელი პიჯაკები - მამაკაცთან საუბრისას მე ვერ ვხედავ მის ჩემდამი დამოკიდებულებას. 5. ყოველმა ქალმა ყოველთვის უნდა იცოდეს ორი რამ - რა სურს და ვინ სურს მას. 6. არ მისთხოვდეთ მამაკაცს, რომელსაც ხურდა ფულის საფულე აქვს. 7. მიმიფურთხებია რას ფიქრობთ თქვენ ჩემზე. მე თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ. 8. თუ თქვენ გსურთ გქონდეთ ის, რაც არასდროს გქონიათ, თქვენ მოგიწევთ გააკეთოთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ. 9. არ არსებობენ ულამაზო ქალები, არსებობენ ზარმაცები. 10. ქალი მომავალზე წუხს სანამ გათხოვდება. მამაკაცი არ წუხს მომავალზე სანამ არ დაოჯახდება. 11. სილამაზეზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ გულიდან და სულიდან. სხვაგვარად არანაირი კოსმეტიკა არ გიშველით. image 12. ქალს, რომელიც არ მოიხმარს კოსმეტიკას, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. 13. თავის შეკავება, როდესაც გეწყინათ და სცენის არ მოწყობა, როცა გეტკინათ - აი რა არის იდეალური ქალი. 14. არავინაა ახალგაზრდა ორმოცი წლის ასაკში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ განუმეორებელნი ყველა ასაკში. 15. ყველაფერი ჩვენს ხელშია, ამიტომ ისინი არ უნდა ჩამოვუშვათ. 16. სიბერე არ გვიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული გვიცავს სიბერისგან. 17. ჩემი ჩაცმის მანერა გარშემომყოფთა დაცინვას იწვედა, მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობდა ჩემი წარმატების საიდუმლო - მე გამოვიყურებოდი არა ისე, როგორც ყველა. 18. ნამდვილი ბედნიერება ძვირი არ არის: თუ იძულებული ხარ მასში მაღალი ფასი გადაიხადო, ესე იგი ეს ფარსია. 19. თუ შენ ფრთების გარეშე დაიბადე, ნუ შეუშლი ხელს მათ გაზრდას. 20. ხელები - ქალის სავიზიტო ბარათია, კისერი - მისი პასპორტი, მკერდი კი - საერთაშორისო პასპორტი. 
|
|
| |
თეკლა | თარიღი: პარასკევი, 2014-03-07, 10:10 PM | შეტყობინება # 7 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ზოდიაქოები პაპანაქება სიცხეში
1. ვერძი დარბის ვინტილიატორის გარშემო ამ უკანასკნელის პროპელერზე სწრაფად. 2. კურო ყიდულობს ყველაზე დიდ საზამთროს,მიათრევს სახლში ,დებს მაცივარში და იქვე მჯდომი ელოდება როდის გაცივდება. 3. ტყუპებს პირი უშრებათ 4. კირჩხიბებს-ცრემლი. 5. ლომი არ იმჩნევს სიცხეს სახალხოდ,პირიქით დადგება მზის გულზე, თაფლსაც წაისვამს , ლეღვის ნახარშასაც კი დაისახავს რომ ყველას დაანახოს-ნამდვილი ლიდერი ყველაფერს იტანს. (პუბლიკას მოშორებული სამი საათით წვება ყინულიან წყალში) 6. ქალწულმა უკვე შეიძინა სველი სალფეტკების მთელი გროვა ,სპრეი კოღოების საწინააღდმეგოდ ,ულტრაიისფერი სხივებისგან დამცვანი სპეც სათვალე და გასასხეხი ყველის შესანახი კონტეინერი (რა იცი რა ხდებას პრიციპით) 7. სასწორს ნაქარგებიანი მარაო აქვს და იმდენად ნაზად ინიავებს რომ ბოლოს მშვილდოსანს ნერვები ეშლება და ხელიდან გლიჯავს. 8.მშვილდოსანმა უკვე იცის რომელ მეგობარს აქვს სუპერA კონდენციონერი და ყოველ დღე დადის ერთიდან მეორესთან. 9. მორიელი-ნუთუ მზეზე აფეთქებაც მე გამოვიწვიე? 10. თხის რქა-ცხელა?არც შემიმჩნევია. 11. მერწყული ცდილობს ექსპერიმეტის საფუძველზე დაადგინოს რამდენ ხანს ძლებს ადამიანი ჩაკეტილი მაცივარში. 12. თევზს ძალიან სცხელა,წარმოიდგენს რომ წყალშია. ტალღები ელამუნება , გრილადაა. უი. წყალმა წაიღო...
|
|
| |
თეკლა | თარიღი: კვირა, 2014-03-09, 10:49 PM | შეტყობინება # 8 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| შესაფერისი პროფესია ქალებისთვის ზოდიაქოს მიხედვით
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში კონკრეტული და ყველასგან გამორჩეული ნიშან-თვისებები. თუმცაღა პროფესიულ შესაძლებლობებზე როცა მიდგება საქმე, ძალზე ხშირად იმ ფაქტს თუ რომელ სფეროში იქნება ქალი წარმატებული ძალზე ხშირად და დიდწილად განაპირობებს მისი ზოდიაქოს ნიშანი და პლანეტა რომელიც ამ ნიშანს მართავს.
ვერძი - მმართველი პლანეტა მარსი. შეესაბამება იურისპუდენცია, ადვოკატურა, პიარისა და რეკლამის სფერო. ჟურნალისტიკა.
კურო - მმართველი პლანეტა ვენერა. შეესაბამება საფინანსო სფერო. პარფიუმერია-კოსმეტიკის ბიზნესი. თავის მოვლის საშუალებები. ასევე მუსიკა - ვოკალის განხრით.
ტყუპები - მმართველი პლანეტა მერკური. შეესაბამება ვაჭრობა-კომერცია. სარეკლამო ბიზნესი. ჟურნალისტიკა, პუბლიცისტიკა, დრამატურგია.
კირჩხიბი - მმართველი პლანეტა მთვარე. შეესაბამება პედაგოგიკა. სარესტორნო ან კვების ინდუსტრიაში საქმიანობა. კოსმეტოლოგია.
ლომი - მმართველი პლანეტა მზე. შეესაბამება სამსახიობო სარბიელი. შოუ-ბიზნესი. მოდის ინდუსტრია. საზოგადოებასთან ურთიერთობა და პიარი.
ქალწული - მმართველი პლანეტა მერკური. შეესაბამება მედიცინის სფერო. სააფთიაქო ან ფარმაცევტული ბიზნესი. საფინანსო-საბანკო საქმე.
სასწორი - მმართველი პლანეტა ვენერა. შეესაბამება სამოდელო ბიზნესი. იურისპუდენცია. საკონსულტაციო საქმიანობა. ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინი.
მორიელი - მმართველი პლანეტა პლუტონი. შეესაბამება ექსპერტ-კრიმინალისტის საქმიანობა. ნეირო-ქირურგია. ფსიქოლოგის პროფესია. პოლიტიკური სარბიელი.
მშვილდოსანი - მმართველი პლანეტა იუპიტერი. შეესაბამება ვეტერინარის პროფესია. არქიტექტურა-დიზაინი. სარეკლამო სფერო. მისთვის კარგია სპორტული სარბიელი ან მოცეკვავის კარიერა.
თხის რქა - მმართველი პლანეტა სატურნი. შეესაბამება ადმინისტრაციული საქმიანობა. სამართალმცოდნეობა. სამეცნიერო-კვლევითი სფერო. მედიცინის დარგები - განსაკუთრებით ტრამვატოლოგია.
მერწყული - მმართველი პლანეტა ურანი. შეესაბამება ინტერნეტ-კომერცია. პიარ-ტექნოლოგიები. ფსიქოლოგის ან ნერვოლოგის პროფესია. პოლიტოლოგია.
თევზები - მმართველი პლანეტა ნეპტუნი. შეესაბამება მსახიობის, ფერმწერის, მუსიკოსის პროფესია. ბავშვთა ფსიქოლოგია. ხელოვნებათმცოდნეობა.
|
|
| |
თეკლა | თარიღი: კვირა, 2014-03-09, 10:51 PM | შეტყობინება # 9 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| რა თვისებებით იხიბლება მამაკაცი
(ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით)
ამბობენ, რომ ულამაზო ქალი ბუნებაში არ არსებობს. რაღა თქმა უნდა, ამ ფრაზაში არა მხოლოდ ფიზიკური სილამაზე, არამედ ქალისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშან-თვისებები:
შარმი, სინაზე, ელეგანტურობა, მიმზიდველობა და სექსუალურობა მოიაზრება. თუმცაღა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც არსებობს კონკრეტული მახასიათებლები და ესა თუ ის პიკანტური სახასიათო თავისებურება, რომლის ხარჯზეც მამაკაცებს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ქალები უპრობლემოდ ახვევენ თავბრუს...
ვერძი - ქალი ვერძის მთავარი "კოზირი" მისი ენერგიულობა, გამოკვეთილი სექსუალურობა და ინფანტილიზმია. იგი მამაკაცებს თავს დაუმორჩილებელი ხასიათითაც ძალიან აწონებს.
კურო - კურო ქალბატონების ყველაზე დიდი ღირსება სიმშვიდე, სტაბილური ხასიათი და საზრიანობაა. ქალი კურო მამაკაცს საკუთარი ვიზუალური იმიჯით, ქალური ფორმებით და გასაოცარი სურნელითაც ხშირად ხიბლავს.
ტყუპი - ტყუპი ქალები ჭკუამხიარულობით, ბავშვური ხასიათით და ოპტიმიზმით ხიბლავენ მამრებს. მათი დადებითი თვისებაა დახვეწილი ჩაცმის სტილი, უბრალოება და უშუალობა ურთიერთობაში.
კირჩხიბი - კირჩხიბი ქალები ხასიათის სირბილით, მზრუნველობით და კარგი მსმენელის როლის მორგებით ახერხებენ ყველაზე ხშირად მამაკაცის გულის მონადირებას. მათ ასევე საოცრად იდუმალი, მაცდური გარეგნობა და დახვეწილი ჩაცმის სტილი გააჩნიათ.
ლომი - ქალი ლომი საკუთარ "დედოფლურ ბუნებას", კარგ ვიზუალურ მონაცემებს და თანდაყოლილ გრაციოზულობას უნდა უმადლოდეს თაყვანისმცემლების სიმრავლეს. იგი მამაკაცებს ასევე გულწრფელობითა და დიდსულოვნებითაც ხიბლავს.
ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები მამაკაცებს საკუთარი გონიერებისა და გამჭრიახობის ხარჯზე ხიბლავენ. მათი საუკეთესო თვისებაა ასევე მზრუნველობა და დახვეწილობა, რაც ასევე არ რჩება ყურადღების მიღმა ძლიერი სქესის არც ერთ წარმომადგენელს.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2014-04-03, 7:34 PM | შეტყობინება # 10 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი: ვიკეთებთ მხოლოდ წელიწადში 2-ჯერ
ამ არაჩვეულებრივი სახის ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე, 2-2-კვირიანი კურსით. მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ: • 1 სუფრის კოვზი თაფლი (რა თქმა უნდა, ნატურალური და გამოყენებამდე გაარკვიეთ, ხომ არ ხართ თაფლზე ალერგიული);
• 1 სუფრის კოვზი არაჟანი (უმჯობესია, ცხიმიანი);
• 50 გრ ხაჭო (ეს დაახლოებით პატარა შეფუთვის ნახევარია);
• 1 კვერცხი;
• 6-10 წვეთი ლიმონის წვენი;
• 1-2 ალოეს ამპულა, ვიტამინი B1 და B12 (ყველაფერი ეს იყიდება აფთიაქებში).
ვამზადებთ:
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ მინის ჭურჭელში და დაიდეთ საღამოს, სუფთა კანზე (შეგიძლიათ თვალის ქვეშაც). გაიჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
ნიღაბი შეინახეთ მაცივარში, დახურულ შუშის ჭურჭელში. ამ პროპორციებით ის 2 კვირის განმავლობაში გეყოფათ.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2014-05-25, 3:46 AM | შეტყობინება # 11 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისაგან
მამაკაცებს არ სჭირდებათ სიყვარული სექსის გარეშე, ქალებს - სექსი სიყვარულის გარეშე.
ქალები საუბრის დროს ჭამენ, მამაკაცები ჭამის დროს საუბრობენ. ქალები ბანაობენ, მამაკაცები-ცურავენ.
ქალები ოცნებობენ, მამაკაცები - გეგმავენ. მამაკაცებს თვალებით უყვართ, ქალებს - ყურებით.
მამაკაცები შემოსავლებს მალავენ, ქალები - ასაკს. მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის, ქალის - მატჩის ბიუროზე.
განქორწინებული მამაკაცი - თავისუფალია, ქალი - მარტოხელაა. ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისაგან.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2014-06-13, 0:23 AM | შეტყობინება # 12 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ბებიის დანატოვარი გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი – კეთდება წელიწადში მხოლოდ ერთხელ!
გადმოცემის თანახმად, ეს გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა გავიკეთოთ და ისიც იანვრის ღამეს! სწორად გაკეთებული ნიღაბი საოცარ ეფექტს იძლევა. ნიღაბი მზადდება ერთი დღით ადრე და ერგება ყველა ტიპის კანს.
აიღეთ 2 სუფრის კოვზი სქელი, მაღალცხიმიანი (30-40%) არაჟანი, ჩააწვეთეთ მასში 7 წვეთი ჭარხლის წვენი, 4 წვეთი სტაფილოს წვენი, 12 წვეთი ვაშლის წვენი. ყველაფერი კარგად აურიეთ, ზემოდან დაადეთ რომელიმე წიწვოვანი მცენარის ტოტი (ნაძვის ან ფიჭვის) ისე, რომ ნიღბის მთელი ზედაპირი მთლიანად დაიფაროს მის წიწვებქვეშ. შედგით საყინულეში 5-7 საათი. გამოიღეთ და გაალღვეთ.
ახლა ჩაუმატეთ მწიკვი დაფქული ან ქორფა დანაყილი პიტნა, აურიეთ, კვლავ გააჩერეთ დაახლოებით 40 წუთი (ნიღაბი გრილი უნდა იყოს), შემდეგ კი დაიდეთ სახეზე, ყელზე, მკერდსა და ხელებზე.
კარგად შეიზილეთ, წამოწექით ნახევრად სიბნელეში და ბოლომდე მოეშვით, თავი წარმოიდგინეთ წიწვოვან ტყეში.
ასე იყავით 40 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: სამშაბათი, 2015-08-25, 6:40 PM | შეტყობინება # 13 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| რა იწვევს ქალებში "ბედის ჩაკეტვას" და რატომ უნდა დადოთ საწოლის ქვეშ ხახვი
ხშირად ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წარმატებული იყოს, როგორც კარიერულ, ასევე პირად ცხოვრებაში. ამისთვის ძალისხმევას არ იშურებს, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდის. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლამარა ამბობს, ამ დროს ადამიანს ჩაკეტილი აქვს სამყაროსთან დამაკავშირებელი ენერგეტიკული არხი, რის გამოც ის ხშირად უბედობის, უსახსრობისა და უბედურების მსხვერპლი ხდება.
ლამარა: თუ ხელმოცარული ხართ ცხოვრებაში და მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, არაფერი გამოგდით, თავს დათარსულად და წარუმატებლად მიიჩნევთ, ეს მარტო თქვენი დამსახურებაა. ანუ, არაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია გამოასწოროთ და ბედმა თქვენს სასიკეთოდ დაიწყოს შემობრუნება. ან მეორე ვარიანტია – არ იცით, როგორ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესი მომავლისთვის. ასევე, თუ წარმატებული და იღბლიანი ხართ, მაშინაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან თქვენს ირგვლივ, უამრავი შურიანი და ბოროტი ადამიანია და მათგან გათვალვაც არ არის გამორიცხული. ასე რომ, საჭიროა, თავი დავიცვათ და ის ელემენტარული წესები გავითვალისწინოთ, პარაფსიქოლოგიაში კარგად ჩახედულმა და განსწავლულმა წინაპრებმა რომ დაგვიტოვეს.
– ესე იგი, ფორტუნა რომ ასი პროცენტით ჩვენკენ შემოვატრიალოთ, ეს, თქვენი თქმით, შესაძლებელია?
– რასაკვირველია. ადვილად რომ აიწყოთ ცხოვრება, სწორად იმოქმედეთ, რწმენა არ მოადუნოთ და ყველაფერი კარგად იქნება. მაგალითად, თუ საწოლის ქვეშ დადებთ ხახვს, ის დაგიცავთ ავი თვალისგან და მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ უარყოფით ემოციებს თუ განცდებს, ღამით, ძილის დროს, თქვენგან განდევნის. დადეთ საღამოს ერთი გაჭრილი ხახვი საწოლის ქვეშ და იძინეთ მშვიდად. დილით კი გარეთ გაიტანეთ და გადააგდეთ, სახლიდან შორს. სამზარეულოსა და შესასვლელში ნივრისა და ცაცხვის ტოტების დადება, სიმშვიდესა და პირად ბედნიერებას გპირდებათ. ის, ასევე, ხელს უშლის სახლში ნეგატიური ენერგიების ცირკულაციას და წარუმატებლობისგან გიცავთ. ოღონდ, გაფრთხილებთ, არავითარ შემთხვევაში, არ დადოთ სამზარეულოს მაგიდაზე ბუტაფორიული, პლასტმასის ხილი და ბოსტნეული. ეს დღეს მოდაშია და ბევრგან მინახავს. იაფიც ღირს და ისე გჭრის თვალს, აუცილებლად მოგინდება, ყიდვა. დამიჯერეთ, ის ნამდვილად ცუდია სახლში. დეკორატიული ხილი სამზარეულოში შეიძლება, უარყოფითი ენერგიის და წარუმატებელი კარიერის მიზეზიც გახდეს. უმჯობესია ფული არ დაინანოთ და ცოცხალი ხილი დაალაგოთ მაგიდაზე. ამით, საკუთარ უსაფრთხოებასაც დაიცავთ და საცხოვრებელშიც ჰარმონიას დაამყარებთ. ჩემ გარშემო უამრავი ადამიანია, რომელიც საკუთარი წარმატების არხს, ხელოვნურად, თავადვე ბლოკავს. მისი ჩაკეტვა კი კარგს არაფერს გიქადით. ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ ბევრი შრომაში ათენებს და აღამებს, თავს არ ზოგავს, არანაირ სამუშაოს არ თაკილობს და მაინც გაჭირვებით ცხოვრობს. ძლივს გააქვს თავი თვიდან თვემდე, ხელმოცარულად ცხოვრობს და უბარაქობა ტანჯავს. ასეთ ადამიანებს ბარაქის კოდი აქვთ ჩაკეტილი. უფრო სწორად კი, მათი უიღბლობის, ხელმოცარულობის, უფულობისა და უბარაქობის მიზეზი, სამყაროსეული არხის ჩაკეტვაა. თუ ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია, ძნელია, მას მსგავს პარაფსიქოლოგიურ თემებზე ესაუბრო. გეტყვის, ამის არ მჯერა, უბედურ ვარსკვლავზე გავჩნდი და ეს დამაბედა გამჩენმაო. აბა, იმას კი არ იფიქრებს, რა არის ამ ყოველივეს მიზეზი და როგორ გამოვასწორო სიტუაციაო.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: სამშაბათი, 2015-08-25, 6:47 PM | შეტყობინება # 14 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| – როგორ ხდება ამ სიტუაციის გამოსწორება, ანუ სამყაროსეული არხის გახსნა ჩვენს სასიკეთოდ?
– თუ ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია და ფიქრობს, ბოლო გამოსავალი მკითხავთან წასვლა ან ათასგვარი თილისმის დაკიდება თუ შელოცვააო, ძალიან ცდება. არ არის გამორიცხული, ამან უფრო მეტი უსიამოვნება მოგიტანოთ და კიდევ უფრო დაამძიმოს თქვენი ყოფა. იღბლის კოდის გახსნის უძველესი და უმარტივესი მეთოდი არსებობს. მაგალითად, ბარაქის კოდის გახსნისთვის საკმარისია, შეიძინოთ ქოთნის მცენარეები. ეს დაგეხმარებათ ენერგიებისა და ბარაქის კოდის სწრაფად გახსნაში. ასეთი მცენარეებია გვიმრა და მონსტერა. ასევე, კარგია, თუ თქვენს ბინაში მუდამ იქნება ცოცხალი ყვავილები ლარნაკში, განსაკუთრებით – იასამანი, ია, ვარდი ან ღიღილო. ეს ყვავილები თქვენს ბედზე ახდენს დადებით გავლენას. ასევე, ვურჩევ, ყველა მამაკაცს, თუ უნდათ გოგონას გული ადვილად დაიპყრონ, აჩუქონ მას იასამანი. ის ადამიანებს შორის ურთიერთგაგებას უწყობს ხელს და ერთმანეთისკენ იზიდავს. ახალგათხოვილმა ქალმა მუდმივად უნდა იქონიოს სახლში ალუბლის ან მწარე ბლის ტოტები. ახლა გაზაფხულია და აყვავებულია ალუბლის ტოტები. თუ მათ წყალში ჩადებთ და ლარნაკით მაგიდაზე დადგამთ, სასიამოვნო სანახავიცაა, გადასარევი სურნელებაც აქვს და რაც მთავარია, ის ცოლ-ქმრის ბედნიერ თანაცხოვრებას უზრუნველყოფს. მწარე ბლის ტოტი კი საფულეში უნდა ჩადოთ და ატაროთ, რომ ფული მუდმივად გქონდეთ და არ გამოილიოს. სხვათა შორის, შეძლებულ ოჯახში ვიზრდებოდი და ფული ყოველთვის გვქონდა, მაგრამ მამა სულ იმაზე წუწუნებდა, ვშოულობ ამ ფულს და ისე გადის ხელიდან, უკან მოხედვას ვერც კი ვასწრებო. რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და სხვადასხვა ეროვნების ბავშვები იყვნენ ჩემს კლასში. ერთი ქურთი გოგოც იყო და მის დაბადების დღეზე რომ მივედი, ისეთი სახლი დამხვდა, გამიკვირდა. ვიფიქრე, ჩემი მშობლები თავს არ ზოგავენ, დღე და ღამე შრომობენ და ასე მაინც არ ვცხოვრობთ-მეთქი. კი არ შემშურდა, გამიკვირდა. მოკლედ, მერე ძალიან დავახლოვდით და დედამისმა გამანდო, მწარე ბლის ტოტი ატარე, შვილო, საფულეში და აი, ნახავ, ფული როგორ შემოგივა და არ გამოგელევაო. არ დამავიწყდება, გამიკვირდა, ბალი გამიგია და მისი სიმწარე, პირველად გავიგე-მეთქი (იცინის). ერთი სიტყვით, თავად მომცა პატარა ტოტი და არ დაიჯერებთ, დღესაც, ამდენი წლის შემდეგ, ის პატარა ტოტი მიდევს საფულეში. რა გითხრათ, თავზე არ გადამდის, მაგრამ ფული იმდენი მაქვს, რომ მყოფნის. ყოველ შემთხვევაში, ფინანსურ შემოსავალს არ ვუჩივი. იმასაც გეტყვით, რომ ჩვენი სამყაროსეული ბედნიერების არხის გახსნაში გვეხმარება ფერადი, არომატული სანთლებიც. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ აქ ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. სანთლები ადამიანის აურასაც წმენდს და სახლის ენერგეტიკის აღდგენაზეც ზრუნავს.
– თქვით, რომ არომატული სანთლის ანთების დროს, დღეებსაც გარკვეული მნიშვნელობა აქვსო. იქნებ, ამ საკითხზე უფრო დეტალურად მოგვაწოდოთ ინფორმაცია?
|
|
| |
სინიორა | თარიღი: სამშაბათი, 2015-08-25, 6:48 PM | შეტყობინება # 15 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
– თქვით, რომ არომატული სანთლის ანთების დროს, დღეებსაც გარკვეული მნიშვნელობა აქვსო. იქნებ, ამ საკითხზე უფრო დეტალურად მოგვაწოდოთ ინფორმაცია?
– მართალია. ცეცხლის ალი, გარდა ფიზიკურისა, ასტრალურ სიბრტყეშიც მოქმედებს და ამიტომ მას უდიდესი მაგიური ძალა აქვს. მისი მეშვეობით, შეგიძლიათ, გარკვეული კორექტივების შეტანა თქვენს ცხოვრებაში, კერძოდ – ბედსა და კარიერაში. მოკლედ, სამშაბათს სასურველია დაანთოთ იასამნისფერი სანთელი, რადგან მისი კვამლი თქვენს კეთილდღეობაზე დადებითად მოქმედებს. ხუთშაბათს სახლში ვარდისფერი სანთელი აანთეთ. ეს თქვენს ბედზე მოახდენს გარკვეულ დადებით გავლენას, შაბათს კი გირჩევთ, თეთრი სანთელი აანთოთ, რათა ამით ფუძის ანგელოზის გული მოიგოთ და მან თქვენს ბინაში სიმშვიდე და კეთილდღეობა გაამყაროს. ფერადი სანთლების კვამლი ადამიანის ენერგეტიკაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს და ასეთი მეთოდით ბედის სასიკეთოდ შემობრუნება, ოდითგანვე ცნობილი გახლავთ.
|
|
| |
|