პარასკევი, 2025-06-27, 5:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ფორუმის ჭორიკანა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-10-23, 1:29 AM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: კვირა, 2017-03-19, 2:47 AM | შეტყობინება # 46
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
შემადგენლობა:

● 1 კარტოფილი
● ½ ლიმონის (წვენი)

მიღების წესი:

მოათავსეთ კარტოფილი ბლენდერში, შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი. შეურიეთ ერთად სანამ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს კარგად არ შეერწყმევა. დაიტანეთ ნიღაბი სახეზე და დაიტოვეთ ნარევი სახეზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

შემადგენლობა:

● 1 კარტოფილი.
● ½ კიტრი.
ინსტრუქცია:
განათავსეთ ინგრედიენტები ბლენდერში და აურიეთ ისინი სანამ რბილ ნარევს არ მიიღებთ.
მიღების წესი:
დაიტანეთ ნარევი სახეზე, მსუბუქი წრიული მოძრაობით და დაიტოვეთ იგი 25 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2017-03-27, 6:01 PM | შეტყობინება # 47
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2017-08-10, 2:33 AM | შეტყობინება # 48
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
რატომ არ მუშაობს სახის კრემი? 10 შეცდომა, რომელსაც წასმისას უშვებ!

სახის კრემისგან სასწაულს ველით: კანი უნდა დაატენიანოს, გამოკვებოს; ნაოჭები გაასწოროს. თუმცა, ხშირად, ყველაზე ძვირად ღირებული კრემიც კი ვერ ამართლებს ჩვენს მოლოდინს. გაიგეთ რა შეცდომებს უშვებთ კრემის წასმისას და დარწმუნდებით, რომ თავად კრემი დამნაშავე არაა.
არ ისვამთ სუფთა კანზე
იცით, რომ ყველა კრემი სუფთა კანზე უნდა წაისვათ? მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ წყლით დაბანა საქმეს არ შველის, ჭუჭყი შეიძლება ფორებში ღრმად იყოს გამჯდარი. ამიტომ, სახე ცოტათი უნდა დაიორთქლოთ, გაიწმინდოთ და შემდეგ წაისვათ კრემი.
ცივ კრემს ისვამთ
გოგონების უმეტესობა კრემს მაცივარში ინახავს და ცივს ისვამს სახეზე. მაცივარში კომპონენტები იყინება და მის წასმას აზრი აღარ აქვს. კრემი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
კრემს ხელით იღებთ
რამდენჯერაც ჩაყოფთ ქილაში ხელს (სუფთასაც კი), იმდენჯერ გაამდიდრებთ ბაქტერიებით. კრემის ამოსაღებად გამოიყენეთ სპეციალური კოვზი.
კრემს მასაჟის ხაზებზე არ ისვამთ
თუ სახეზე ქაოსურათ ისვამთ კრემს, ეფექტი არ ექნებს. პირიქით, კანს კიდევ უფრო გაიწელავთ.
დილა-საღამოს გაიკეთეთ ერთწუთიანი მასაჟი, კრემი წაისვით ცენტრიდან პერიფერიისკენ. ანუ შუბლის ცენტრიდან კიდეებისკენ. ცხვირიდან - ყურებისკენ, ნიკაპიდან ყბებამდე.
ღამის კრემს დაწოლამდე 5 წუთით ადრე ისვამთ
კრემს კანი კი არა, ბალიში შეიწოვს. ღამის კრემი დაწოლამდე 40 წუთით ადრე უნდა წაისვათ.
არ იშორებთ ღამის კრემს
თუ დილით გაღვიძებული აღმოაჩენთ, რომ ღამის კრემი ისევ სახეზე გაქვთ, უნდა შეცვალოთ, ის თქვენს კანს არ უხდება, ან სქლად ისვამთ. უმჯობესია, ძილის წინ კრემი სახიდან მოიცილოთ, ან ქაღალდის ხელსახოცის მსუბუქი მიდებით, ან გელით, ქაფით.
დღის კრემს ქუჩაში გამოსვლის წინ იცვამთ
კრემი სახეზე ქუჩაში გამოსვლამდე 1 საათით ადრე უნდა წაისვათ, რათა კანმა ყველა სასარგებლო ნივთიერების შეწოვა მოახერხოს. ზედმეტი კი ხელსახოცით მოიშოროთ.
ხშირად ხმარობთ მკვებავ კრემს
მკვებავი კრემი კვირაში ორ-სამჯერ უნდა წაისვათ სახეზე. დანარჩენ დროს - დამატენიანებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში კანს იმუნიტეტი დაეკარგება, `გაზარმაცდება".
კრემს სქელ ფენად ისვამთ
ამ
შემთხვევაში ხელგაშლილობა საზიანოა. კანს იმდენი კრემი სჭირდება, რამდენსაც შეიწოვს. თუ კანზე კრემის სქელი ფენა გადაისვით, კანი ვეღარ ისუნთქებს, რაც მის ნაადრევ დაბერებას გამოიწვევს.
არ ცვლით კრემს
თუ ერთი და იმავე კრემს წლობით იყენებთ, ის დაკარგავს ფუნქციას. ორ-სამ თვეში ერთხელ შეცვალეთ კრემი. შეგიძლიათ ცოტა ხნით საბავშვო კრემი წაისვათ, მერე ისევ თქვენს საყვარელ სახეობას დაუბრუნდეთ. კანსაც სჭირდება ხოლმე დიეტა, შემდეგ სასარგებლო ნივთიერებების შეთავსება იდეალურად რომ შესძლოს.


 
სინიორათარიღი: შაბათი, 2017-08-19, 5:39 AM | შეტყობინება # 49
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2017-08-25, 6:16 AM | შეტყობინება # 50
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


სულ არსებობს ორი სახეობის ქვები: ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი. ძვირფას ქვებს მიეკუთვნება: 1. ბრილიანტი (გრანირებული ალმასი) 2. საფირი 3. ლალი 4. ზურმუხტი 5. მარგალიტი დანარჩენი სხვა (ხელოვნური მინის გარდა) მიეკუთვნებიან ნახევრად-ძვირფას ქვებს, (100 მდე სხვადასხვა) რომლებიდანაც გამორჩეულად ლამაზი ქვებია: ტოპაზი, ოპალი, ძოწი, აკვამარინი, ამეთვისტო, ტურმალინი, ტურკუაზი, ფირუზი, ქარვა და შავი აგატი. ისინი გამოირჩევიან სამკურნალო თვისებებითაც და შეუძლიან იმოქმედონ პატრონის ხასიათსა და განწყობაზე. მაგალითად: თუ თქვენ დაიბადეთ ოქტომბერში თქვენი ქვაა ოპალი, რომელსაც შეუძლია ფერი შეიცვალოს თქვენი ხასიათიდან გამომდინარე. ფირუზი – ერთგულების ქვაა. ავადმყოფობის მოახლოებისთანავე უფერული ხდება. საფირს შეუძლია დაგიცვათ დარტყმის ძალისგან და უარყოფითი აურისგან, ისევე როგორც ცისფერ ტოპაზს. ძოწი – სიყვარულის ინდიკატორია. თუ სიყვარული აღარ არის ქვა აუცილებლად ტყდება ან იბზარება. ის აუცილებლად ნაჩუქარი უნდა იყოს საყვარელი ადამიანის მიერ.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2017-12-08, 6:52 AM | შეტყობინება # 51
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2018-10-19, 0:43 AM | შეტყობინება # 52
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


როდესაც აინშტაინი ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მისი მძღოლი მუდამ ესწრებოდა თან. იმდენჯერ, რომ უკვე ზეპირადაც იცოდა აინშტაინის ლექციები. ერთხელაც, აინშტაინმა მანქანაში განაცხადა, რომ ძალიან ეზარება ახლა ლექციის წაკითხვა. მძღოლმა კი შესთავაზა, შენს მაგივრად მე წავიკითხავ, ტანსაცმელი გავცვალოთო. აინშტაინი ბუნებით იუმორისტი იყო და დაეთანხმა.
მართლაც, კოსტიუმში გამოწყობილი მძღოლი და მის უნიფორმაში ჩაცმული აინშტაინი შევიდნენ აუდიტორიაში. მძღოლმა მშვენივრად წაიკითხა ლექცია, თვით აინშტაინი კი მძღოლის ამპლუაში იჯდა.

როცა დაასრულა ფსევდო-აინშტაინმა ლექცია, აუდიტორიის მსმენელმა მას რაღაც კითხვა დაუსვა ლექციის ირგვლივ და განმარტება თხოვა. მძღოლი არ დაიბნა და მას გასცა ასეთი პასუხი:

-თქვენი კითხვა იმდენად მარტივია, რომ ამაზე ჩემი მძღოლიც კი გიპასუხებთ! და მიმართა ხელი აინშტაინისაკენ. მძღოლ აინშტაინს კი ისღა დარჩენოდა დეტალურად გაეცა პასუხი.


 
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz