შაბათი, 2025-06-28, 11:30 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

საიტის ასაკი
***
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

მთავარი » 2015 » იანვარი » 15 » ფეხბედნიერი ყოფილიყოს დამდეგი წელი!
6:17 AM
ფეხბედნიერი ყოფილიყოს დამდეგი წელი!
 
მიყვარს ზამთარი! მიყვარს თოვლი ქათქათა, სუფთა,
თეთრი ფიფქების ჰაეროვნად მიყვარს ფარფატი,
მიყვარს ნაძვის ხე, მისი მორთვა ჭრელი ბურთებით
და გოზინაყი, მთელი წელი ასე ნანატრი.
 
მიყვარს ზამთარი, მიყვარს თოვლი, ფიფქების ცეკვა,
თოვლში გართული პატარების წკრიალა ხმები,
არ დაგიმალავთ, საჩუქრების მიღებაც მიყვარს
და თოვლის ბაბუს შორი გზიდან ბავშვივით ველი.
 
რატომ ზამთარი? იმიტომ, რომ ქუჩაში ცივა,
მე კი საბანში გახვეული, სიზმრებით ვთბები,
მიყვარს გალობა შობის ღამეს გულს, რომ გაათბობს, შეძახილები, როცა ახალ წელს ვხვდებით!
 
ზამთრის ხმაც მიყვარს! ღამე სტვენით ფიფქებს
რომ ფანტავს,
მძივად ასხმული ლოლოების წკრიალი ქარში,
მიყვარს ხრაშუნი თოვლზე დადგმულ ნაბიჯს, რომ ახლავს,
და საახალწლო ფეირვერკის ქუხილი ცაში!
 
მიყვარს ზამთარი იმიტომ, რომ მოაქვს იმედი,
დღესასწაულის მოლოდინი ნამდვილი, წრფელი,
შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი,
მეკვლე მოვიდა, ფეხბედნიერი ყოფილიყოს
დამდეგი წელი!
 
 
ნანახია: 860 | დაამატა: სინიორა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
***
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 9
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz