***
მე მოვალ შენთან ძვირფასო როცა,
აპრილი მოქსოვს მწვანე ხალიჩას,
მე შენი თავი უფალმა მომცა,
გიპოვი, გული თუ გადამირჩა.
ნუ შეწყვეტ ქართან ჩემზე საუბარს,
მომიტანს ამბავს და ვერ დამშლიან,
მე მოვალ შენთან სანამ ალუბალს,
შემოაჭკნება თეთრი არშია.
დარდი არ გქონდეს ჩემი ბედისა,
კვლავ მოიშუშებს ღამე ნაელვარს,
მე მოვალ შენთან შებინდებისას,
მზე როცა მთვარეს უთქვამს პაემანს.
თუ ვერ მოვედი, არ თქვა: "გამთელა,
სხვისი ტუჩების მიირთმევს შარბათს."
ობლად აანთე ერთი სანთელი,
მე გზაში მომკლეს ძვირფასო ალბათ.
დანტე დარდიანი
|