შაბათი, 2025-06-28, 0:22 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
შემოგვეგეგებე საქართველოვ!
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-03-05, 9:36 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2016-11-09, 0:30 AM | შეტყობინება # 16
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მე მაპატიეთ.
მაპატიეთ, რომ მამაკაცები არ არსებობენ ამ ქვეყნად.
მაპატიეთ, რომ ეგრეთ წოდებულნი ქართველი მამაკაცები ( ჩემი ჩათვლით) არარაობები და არაკაცები არიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
მე მაპატიეთ, რომ ჯოჯოხეთად გიქციეთ ის ერთადერთი სიცოცხლე, რომლის პატრონებს უპირებოდ უნდა გეცხოვრათ სამოთხეში, თუ არა, მშვიდ და ნორმალურ გარემოში მაინც.
მაპატიეთ , რომ თქვენ, რომლის სილამაზის, ჭკუის და გულის ფასი არც -ერთი ერის ქალები არ არიან დედამიწაზე, გაგწირეთ და საკუთარი უსუსურობის, თუ არაკაცობის შედეგად, უცხოტომელების მსახურებად, მონებად, მათი ღამის ქოთნების დამტარებლებად, ვიღაცეების ბინძური საცვლების მრეცხავებად, პლანტაციებში ვირივით მუშებად გაქციეთ.
მე მაპატიეთ, რომ დედებს, რომლებიც ამ ქვეყნად მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის სუნთქავენ და მსოფლიოში ყველაზე მოსიყვარული დედები არიან, წლობით წაგართვით იმ შვილების ნახვის საშუალება ვის სახელს და მზეს ფიცულობთ.
მე მაპატიეთ, დარდების ლოდები თქვენს გულებზე, ძილისწინა ცრემლები და მუდმივად მშფოთვარე ძილი.
მე პატიებას გთხოვთ, თქვენი არარაობა ქმრების, ძმების, მამების გამო, რომლებმაც ამ ქვეყნად ყველა საზრუნავი თქვენ აგკიდეს და 24 საათი ფეხი-ფეხზე გადადებულნი იმას-ღა ელოდებიან, როდის მიიღებენ თქვენი ცრემლებით და ოფლით დასველებულ ფულს.
მე მაპატიეთ , თუ რამე გწამთ, მაგრამ…
მაგრამ ასეთი კაცები, უფრო ზუსტად, არაკაცები, არ უნდა გაგეზარდათ.
p.s. ეგრეთ წოდებული, სხვას ვერც დაარქმევ, ქართველი მამაკაცი, არის დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი არარაობა და არაკაცი.
იმდენად უფერული და უსახური, რომ ჟანგიანი რკინაც კი, ბრწყინავს მასთან შედარებით.
თქვენ ( ეგრეთ წოდებულო ქართველო კაცებო) უფლება მიეცით ყველა უცხოტომის მამაკაცს , თქვენი დედებისთვის, დებისთვის, მეუღლეებისთვის, ქალიშვილებისთვის, რომლებიც წესით თქვენი თეთრი დროშაა და სიწმინდე, თავისი ბინძური ხელები, ფეხები და კიდევ სხვა რაღაცეები შეეხოცათ მათზე..
თქვენი დედები, დები, ცოლები, შვილები, ყველაზე უპატრონონი არიან დედამიწის ზურგზე
მიმიფურთხებია თქვენთვის, თქვე ნაბიჭვრებო.
თქვენთვის ქალიც არ არსებობს უკვე, როგორც ასეთი.
არც სურვილი გაქვთ და არც პოტენცია.
ერთმანეთით ხარ უკვე დაკავებულნი.
მიმიფურთხებია, ყველა ქართული ხელისუფლებისთვის, რომლებმაც თითიც კი არ გაანძრიეს, ჩვენი ულამაზესი ქალების ჯოჯოხეთიდან გამოსახსნელად და სააღდგომო კრავივით გასწირეს ისინი.
აბა, ნახეთ, თვითონ როგორ ცხოვრობენ ეს არაკაცები?!
რა გეპოლიტიკებათ, რა გეევროკავშირებათ, რა გემღერებათ და გეცეკვებათ თქვე ნაძირლებო, როცა მსოფლიოს მონათა ბაზარი, თქვენი დედებით, ცოლებით, დებით და ქალიშვილებით არის სავსე?

ზურა2011 (თბილისის ფორუმი)


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2017-05-03, 6:46 AM | შეტყობინება # 17
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *
— ჰო, ფრაუ მარტა, გსურთ მოგიყვეთ ერთი ამბავი?!
ოღონდ ნამდვილი… როგორც სუნთქვა, ისე მართალი.
არის ქვეყანა… მასზე მითებს დღესაც ჰყვებიან —
იცით?! იქ თოვლიც უჩვეულოდ იისფერია.

ცა ფირუზია და ხმელეთი – ფერი ზურმუხტის,
ერი პურადი და გულადი, ლაღი, გულუხვი.
და სიყვარული, სიყვარული როგორ იციან ? —
სიტყვა სიტყვაა, ერთგულება თითქოს ფიცია.

— ჰო, ფრაუ მარტა, ამ ქვეყანას მე ახლოს ვიცნობ.
როცა გიამბობთ, ოცნებებით იქა ვარ თითქოს.
არა, რას ამბობთ, სიმართლეა, განა ზღაპარი?!
მხოლოდ მადროვეთ, შეგისწოროთ მხრებთან საბანი…

და თქვენ რომ გიყვართ „მზე შინაო“, ჩემი სიმღერა —
იმ ქვეყნაში მზე მაისში, თაფლად იღვრება.
თქვენ უნდა ნახოთ, რა ნაზია ლურჯი აპრილი…
ან ვაზი, ვაზი მსხმოიარე, დალალაყრილი.

გრემი, იყალთო, ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი…
ოო, მის ხატებთან მუხლის მოყრას რა რიგ მოველი.
არა, რა ცრემლი?! თვალში მტვერი მომხვდა ნამცეცა.
იცით, ქორწილში, ენკენის თვეს, იცით, რა მეცვა ?..

და ტყუპი ბიჭი, მერე გოგო, სამი ნუგეში…
ოჰ, მონატრების ცრემლს ვერ ვმალავ თვალის უპეში.
თქვენ არ ინაღვლოთ, ფრაუ მარტა, გედგებით მცველად.
(ნეტავ მუხლები ისევ სტკივა ჩემს მოხუც დედას?!)

არა, რა მითი?! სიმართლეა, ასეა, მართლა…
იმ ქვეყნის სურნელს კვლავ ინახავს ეს ძველი ჩანთა .
იღიმით ვხედავ, გეთანხმებით, მე გამიმართლა-
ჰო, იმ ლამაზი ქვეყნიდან ვარ,
ჰო, ფრაუ მარტა!..

ნანა გოგოლაური


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2017-05-04, 3:30 AM | შეტყობინება # 18
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მადლობელი ვარ!

ამერიკაში ყოფნის მე – 14 წელს:

წლებს კისრის ტეხვით ჩაურბენიათ,
რიცხვი 14 ადვილად ითქმის,
და ეს ქვეყანა ემიგრანტ დედის
დამალულ ცრემლებს უსიტყვოდ ითვლის...

შორით ჭიხვინებს ოცნების რაში,
მშობლიურ მიწას რძის სუნი უდის,
დედას ეძახის იქ, სადღაც ბავშვი,
დედა ღიმილში ინახავს წუხილს.

ბევრჯერ უძილოდ გამთენებია,
გულს უტირია ხშირად უცრემლოდ,
ქვეყნად რამდენი ყვავილებია,
დაუკრეფიათ თურმე უჩემოდ...

მადლობელი ვარ, კარგო ქვეყანავ,
უცხო აღარ ხარ, ჩემი ხარ თითქმის,
წლებს კისრის ტეხვით ჩაურბენიათ,
რიცხვი 14 ადვილად ითქმის!

ნინო მღებრიშვილი


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2017-05-04, 5:07 AM | შეტყობინება # 19
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მაპატიე!

(თიკუნას)

ამდენი სიტყვა შენთვის უთქმელი
არ ვიცი, ამ გულში როგორ ჩავატიე,
ჩემო სიცოცხლეო, შენთვის ნათენები
ბევრი გაცრეცილი ღამე გაპატიე...

დედის მონატრება თვალებში დაგციმციმებს,
ბევრჯერ სიხარულის ცრემლით ამატირე,
ჩემო თვალხატულავ, ჩემო მშვენიერო,
შენი უჩემობა მაპატიე...

ნინო მღებრიშვილი


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2017-05-04, 5:30 AM | შეტყობინება # 20
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ემიგრანტის ლოცვა

სურათებიდან დანახულო ქართულო ზეცავ,
ემიგრანტების შემოგცქერის თვალი – ნამიანი,
უღრუბლო კაბა, დაე, მუდამ უსაფრთხოდ გეცვას,
დაე, მარადჟამს გიფარავდეს წმინდა მარიამი!

ქართულო მთებო, აზიდულო ცამდე, ხნიერო,
მუდამჟამს ძუძუს გაწოვებდეს მიწა – მადლიანი,
ზურმუხტისფერო, ვარდისფერო სამშობლოვ ჩემო,
დაე, ყოველთვის გიფარავდეს წმინდა მარიამი!

მარად ჰყვაოდეს შენი მთა და შენი ბუნება,
მეგუთნის ღიღინს ვერ ჰფარავდეს ხმები სახნისის,
შენ უფლის დედის წილხვდომილი გქვია ქვეყანა,
და ის ქალია, შენი დიდი დიასახლისი.

ჩემო ლამაზო, დახატულო ქართულო ზეცავ,
ემიგრანტების შემოგცქერის თვალი – ნამიანი,
უღრუბლო კაბა, დაე, მუდამ უსაფრთხოდ გეცვას,
დაე, მარადჟამს გიფარავდეს წმინდა მარიამი!

ნინო მღებრიშვილი


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2017-05-04, 6:09 AM | შეტყობინება # 21
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ქართველ ემიგრანტს!

ასე ლამაზი და ასე უცხო,
მითხარი, ჩემთან რამ მოგიყვანა,
როგორ იტვირთე ეს ტვირთი უხმოდ,
ვით შეგელია შენი ქვეყანა...

შენი სვე – ბედით განაწამები
ვდუმვარ, არ ვიცი ვით განუგეშო,
დიდო იმედო შენი მთა – ველის,
შენი ოჯახის დიდო ნუგეშო!

ცდილობ ღიმილი იფარო ფარად,
თვალებს გინამავს ცრემლის კურცხალი,
ხელში გიჭირავს მოხუცის მაჯა,
ზევიდან ჩუმად გლოცავს უფალი!...

ნინო მღებრიშვილი




 
სინიორათარიღი: კვირა, 2017-05-21, 5:10 PM | შეტყობინება # 22
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
"ლექსების გამოფენის" გამარჯვებული ლაშა ბაბილუა

დედა
(11 წლის უნახავ, ივნისშიჩამომსვლელ დედას)

... იცოდე, სული ამოუღო თავხედმა დრომ სულს,
ვიცი, ჩვენ შორის წრფეებია, წილადებია.
დაგიწერე და დავიჯერე უაზროდ, რომ სულ
ცოტათი ახლო გახდებოდა ფილადელფია ...

და მერე სიცილს ვეომები. და მერე დაღლას,
ამოვეზრდები გვერდით ჭადრებს და ვდუმვართ მწკრივად.
შენი იქ ყოფნა მაშინებდა ადრე და ახლა -
შენი ჩამოსვლა მაშინებს
დე, შეხვედრა მტკივა ...

ალბათ გაიგე, რომ სიჩუმემ გამომაყრუა,
ყველა ზამთარს რომ ყველა ფიფქის ხათრით დე, ვუვლი.
და მოსაყოლად აღარც კი ღირს ის, რომ ბაბუამ
ინფარქტს მესამედ უსახსოვრა მოხუცი გული ...

და წელს ზამთარი მოვიწონე, არავის ჰგავდა
იყო (რაღაცით) სიცივესა და თოვლზე მეტი.
მამის საფლავზე (ყვავილების დადების გარდა)
ბიჭებმა ღვინის სმაც დავიწყეთ (ბოლო დროს) დედი ...

და მერე ისევ მომინდება, მაგრამ არ მოთოვს
შერცხვება ამინდს ამდენ მარტში, მზეებში ამდენ.
კარგა ხანია ის შავ-თეთრი (ოჯახის) ფოტოც
(არ დამეკარგოს ქარში - მეთქი და) სახლში დავდე ...

დამათენდება, შენ რა მოგდის, გძინავს კი არა
გამოიღვიძე, გაჩუმების დროა ქალაქო!
ბევრს ვეღარც გიწერ დე, ხომ გახსოვს, რომ დღეს კვირაა
და მეჩქარება, სკუპე-ში რომ გელაპარაკო.

იცოდე, ნუღარ მოვძებნით და გავიგებთ მიზეზს,
ვიცი, ჩვენ შორის წრფეებია, წილადებია.
სასაცილოა, ვერ დავკუჭე ქაღალდიც ისე
რუკაზე მაინც გამხდარიყო ფილადელფია -
სულ, სულ ცოტათი ახლო მაინც ჩემი სახლიდან.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2017-08-10, 5:44 AM | შეტყობინება # 23
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

უცხო მიწაზე დავაბიჯებ
და მკერდით დამაქვს,
სახარება და ვაზის ჯვარი -
თმებით დაწნული
და საფიქრალი , სანატრელი
სხვა რამე არ მაქვს:
ღმერთო სულ მალე ჩამახუტე
ჩემი მამული.

უცხო ცა მხურავს, უცხო ქვეყნის
ქუჩებში დავალ,
აქ ერთნაირად მითენდება
ზამთარ-ზაფხული,
ჩემს ქალაქს ვნატრობ,
სადაც ჩემი კუთვნილი გზა მაქვს,
სადაც ტაძრები მანუგეშებს
ცამდე ასული.

ძნელია , როცა აღარ შეგწევს
არაფრის ძალა
და ერთ წამს ნატრობ
დაბრუნებას ლამაზ წარსულში,
სხვა რამ არ მინდა, რომ მოვკვდები
და ზეცად წავალ,
უცხო კი არა, დამაყარონ
მიწა ქართული.

ნინო მარგველაშვილი


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2017-12-07, 1:03 AM | შეტყობინება # 24
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ემიგრანტი დედის წერილი

ლაშა და თიკო! ჩემო შვილებო!!! დღეს ადგილს ვერ ვპოულობ! ხან ვტირი!ხან მიხარია! ძალიან ვნერვიულობ!
მიჭირს გითხრათ რისი თქმაც მინდა. არ ვიცი საიდან დავიწყო.

ლაშა შვილო, მთელი ცხოვრება ველოდებოდი, რომ ასეთი ბედნიერი დამენახე და ეს დღეც დადგა.
შენი ძლიერი სიყვარული გულიდან და თვალებიდან ერთნაირად მოდის. მინდოდა სიყვარულით სავსე ოჯახი გქონოდა,
ბედნიერი ყოფილიყავი. ამას ვლოცულობდი და მადლობა ღმერთს და მაგ სამების ძალას,რომ შეისმინა ჩემი ლოცვა.
ვიცი შვილო არაფერი შეგეშლება. შენ კაცობა შენით ისწავლე და ღმერთმა დაგილოცოს კაცობა და ვაჟკაცობა.
ეხლა იწყება ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა შენთვის.! ისე უზომოდ მიყვარხარ, მეგონა ეგოისტი დედა ვიქნებოდი,
მაგრამ კიდევ კარგი ასე არ მოხდა. მე მხოლოდ შენი დედა ვარ და ასეც ვიქნები, ჩემთვის ესეც საკმარისია.

შენი ცოლი კი შენი ცხოვრების პირველი ქალი იქნება.
მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე და ისევ ყველაფერს გავაკეთებ,
გვერდით დაგიდგებით რომ თქვენს ბედნიერებას და თქვენს ძლიერ სიყვარულს ხელი შევუწყო.
თქვენს ძლიერ სიყვარულს,როგორც ლამაზ ყვავილს ყოველ დილით წყალს დავუსხავ. როდესაც ჩვენს სახლში პირველ ნაბიჯს შედგამთ შენ და შენი მეუღლე, ჩემს მაგივრად დედა ღვთისმშობელი ჩაგიკრავთ გულში.
დაგიფარავთ, დაგიცავთ.მოგეფერებათ და თავის ძლიერ კალთას გადაგაფარებთ.
მე ხომ შენი და ლიკას თავი ისედაც ღვთისმშობელს ჩავაბარე როდესაც აქ მოვდიოდი...არ შეგაშინოთ ცხოვრების სირთულემ......
უფალმა დაგლოცოთ და თქვენი სიყვარული თანდათან გააძლიეროს !...მიყვარხართ!!!

ინგა ცერცვაძე


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2018-08-22, 9:15 PM | შეტყობინება # 25
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
55 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...
სიკვდილის წინ ემიგრანტ მეუღლეს წერილი დაუტოვა სადაც წერს.

...ძვირფასო ელენე...ვერ წარმოიდგენ რა ცუდად ვგრძნობ თავს...ალბათ შეძლებ და მაპატიებ ჩემს სისუსტეს...მაპატიებ ჩემს ლაჩრობას...მაპატიებ რომ ვერ გამოვდექი, ვერც კარგ მეუღლედ და ვერც კარგ მამად...მაპატიე რომ წლებია გაცხოვრებ ოჯახისგან შორს...ვერაფერს გავხვდი მე და ვერ შევძელი რომ ეს არ დამეშვა...ვერ ავუღე ალღო ცხოვრების უსამართლობას და უსამართლოდ დაგაყენე ემიგრაციის გზაზე...ვერ ვივარგე ვერ გაგიმართლე ჩემო ქალღმერთო...შენ კი მთელი ცხოვრება მედექი გვერდით მთელი ძალითა და ღონით და ყველაფერზე იყავი წამსვლელი რომ არ დავთრგუნულიყავი, ცხოვრებას რომ არ შევშინებოდი...შენ ხარ ადამიანი რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას ჩემს ცხოვრებაში..თუმცაღა შენი შორს ყოფნა ამას ვერ ადასტურებს.სულით ხორცამდე მიყვარხარ და მეამაყები...სამაგალითო ქალი და დედა ხარ...უბადლო სუფთა გულწრფელი და ალალ მართალი დაუღალავი და მებრძოლი...დღეს ჩვენი შვილის დაბადების დღეა სტუმრები გვყავდა მეგობრებით აივსო სახლი...თავიდან ხალისობდნენ ბოლოს სკაიპით რომ გესაუბრა გახსოვს?ორთავე ტიროდით მონატრებისგან გამოწვეული ცრემლით...მე თითქოს ძარღვებში სისხლი გამეყინა...მერე ვცადე დამემშვიდებინა...მაგრამ მტრის თვალები აენთო ჩვენს შვილს მითხრა..-არ მომეკარო...ლაჩარი ხარ...არაკაცი...ვერ ხვდები რომ ეს ცრემლებიც შენი ბრალია?ვერ ხვდები რომ შენი უნიათობის ბრალია დედას ჩემსგან შორს ყოფნაო?...ხმა ვერ ამოვიღე...გავეცალე და ჩემს ოთახში შვედი...აბსოლიტურად მართალი იყო...100 პროცენტით დავეტანხმე მის ბრალდებას რომელიც მწარე რეალობა იყო...ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ ნამდვილი არაკაცი ვარ...ლაჩარი...რომელმაც გაგიმეტა შვილს დაგაშორა...სიყვარული მოგაკლო და შორს გადაგხვეწა...მერე მივხვდი რომ უკვე 10 წელია რაც ჩემგან შორს ხარ...ვეღარ გესმის?ვეღარ ვპატიობ საკუთარ თავს...ამიტომ როდესაც ამ წერილს წაიკითხავ მე აღარ ვიქნები. უკანასკნელი თხოვნაა მაპატიო ჩემი სილაჩრე მაპატიე რომ სიცოცხლის გაგრძელებაც კი ვერ შევძელი შენთვის...მაპატიე რომ უნდა წავიდე და გაგეცალო...მე არ ვიმსახურებ შენს ამ თავგანწირვას...მე როგორც ლაჩარი ლაჩრულადვე დაგტოვებ რადგან გლოვის ღირსადაც არ ჩამთვალოთ...მე იქ დაგელოდები ასი წლის შემდეგ ვინ იცის იქნებ იქ მე შევძლო შენი დაფასება და მოვლა ისე როგორც შეგეფერება...გახსოვდეს შენ ნამდვილი გმირი ხარ ანგელოზი ხარ რომელიც მე ვერ დავაფასე მე ვერ გავუფრთხილდი და შევეცადე შენი ფრთები დამეფლითა.გაშალე ფრთები ...და ბოლოს უკვე 10 წელია აღარ მითქვამს შენთვის რომ ძალიან ძალიან ძალიან მიყვარხარ...
შენი უღირსი მეუღლე...


 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz