კვირა, 2025-07-20, 2:50 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:25 AM | შეტყობინება # 301
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
უმისამართოდ

შენ ჩაიარე ღიმილით, კრძალვით,
იყავ საოცრად ლაღი და სათნო,
თუმც იქ ჩემს გარდა არ იდგა არვინ,
შენ იღიმოდი უმისამართოდ.

მე აგედევნე, როგორც აჩრდილი,
ვფიქრობდი: - მისთვის სიცოცხლეს დავთმობ!
შენ სთქვი: - იისფრად გათენდა დილა,
სთქვი და... ესეც სთქვი უმისამართოდ!

ვინმეს ვენახეთ, გვეტყოდა მგონი, -
რა ბედნიერი წყვილები ხართო,
და მივდიოდით, თუმც ერთად ორნი,
ჩვენ მივდიოდით უმისამართოდ...

სუყველაფერმა დაკარგა აზრი,
რომ ვერსად გხედავ ძვირფასო ახლა,
უმისამართოდ ვივლი ამ გზაზე,
და იმდენს ვივლი, სადღაცა გნახავ!

ან მოგწერ ასე, თუ ეს მიშველის:
- მოდი, ხომ ხედავ, რომ შენს გზას არ ვთმობ!
- - -
მაგრამ რა ვქნა, რომ ფოსტაში წერილს,
არ ღებულობენ უმისამართოდ!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:26 AM | შეტყობინება # 302
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

თქვენ მეცხრამეტე გაზაფხულის ცოდვა დაიდეთ,
მხოლოდ ოცნებით გულმა ვეღარ გამოიდარა,
როგორ არ გავხართ გულუბრყვილო იმ ძველ რაინდებს,
სიყვარულით რომ აკვნესებდნენ გრძნეულ გიტარას.

ეს მონატრება თუ გახდება მალე წარსული,
თუ გსურთ პატარა სიყვარულის სიკვდილს დაესწროთ,
მაშ, მოამზადეთ რექვიემი - ტირილი სულის,
და ერთხელ კიდევ დაუკარით ჩემთვის, მაესტრო!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:35 AM | შეტყობინება # 303
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

შენ ჩამომართვი ბავშვური ხელი,
პეპლის ფრთასავით მჩატე და სუსტი.
შეცბუნებული დავდივარ მერე,
თითქოსდა რაღაც სასწაულს ვუცდი.

არ დაიჯერებ არას დიდებით,
რომ გავურბივარ ვნებას ჟინიანს,
შენი უმწეო, სუსტი თითების
ლომის ტორივით რომ მეშინია...


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:35 AM | შეტყობინება # 304
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:36 AM | შეტყობინება # 305
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მზესუმზირების მშურს!

მზესუმზირები უხმოდ, უსიტყვოდ
მზეს დაჰყვებიან, მზეს,
მხოლოდ მის სხივთა ალერსს ელიან,
არ გაჰყურებენ გზებს.

მეც მზესუმზირებს ვადრი ჩემს თვალებს,
და შენს თვალებს კი მზეს.
ანდამატივით სულ თან დავყვები
შენი თვალების გზებს.

საოცარია და ზოგჯერ თითქოს
მზესუმზირების მშურს,
მზე არ იშურებს მათთვის ნაზ ღიმილს,
შენ - თვალს მარიდებ სულ.

მზესუმზირები ჩუმი ჩურჩულით
მზეს დაჰყვებიან, მზეს,
და მოლოდინად ქცეულ მათ თვალებს
მზეც სხივებს უხვად ჰფენს.

შენ კი არ გესმის ჩემი ვედება,
სულ თვალს მარიდებ, სულ,
... და ამიტომაც, და ამიტომაც,
მზესუმზირების მშურს!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:36 AM | შეტყობინება # 306
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მახსოვს იგრძენი ხეივანი, მთვარის დუმილი,
და სიყვარული შემომფიცე ღიმილით მერე.
მე დაგიჯერე, რადგან არის ქვეყნად ტყუილი,
რომელიც გინდა დაიჯერო და დაიჯერებ.

და აი ახლა, როს უმთვარო ღამეს მინათებ,
შენ გაიღიმე და ის ფიცი უარყავ მერე,
არ დაგიჯერე, რადგან არის ქვეყნად სიმართლე,
რომელიც გინდა არ გჯეროდეს და არ იჯერებ.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:37 AM | შეტყობინება # 307
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
რატომღაც, სწორედ...

ვინ გავამტყუნო თვითონ ჩემს გარდა,
ვდგავარ ოცნების დახშულ კარებთან.
მუდამ ისეთი ვინმე მიყვარდა,
ვინც მე არასდროს შემიყვარებდა.

ყველას აქვს თვისი წუხილი, დარდი,
თუგინდ აფრენა შესძლოს მთვარემდი.
რატომღაც, სწორედ იმას ვუყვარდი,
ვისაც ვერასდროს შევიყვარებდი.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:37 AM | შეტყობინება # 308
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ის

ის დადიოდა ჩუმად და მარტო,
თავის ფიქრთან და ტკივილთან ერთად,
ის არ უმზერდა არავის სამტროდ,
ხიბლავდა ელვა აპრილის ფერთა.

და ვინც ემონა გაშლილ დარბაზებს,
ის მას უმზერდა ცივად, უნდოდა,
მას თაყვანს სცემდა ყველა ლამაზი,
მაგრამ ის არა, - ვინც მას უნდოდა.

გამოდიოდა ბინდის ჟამს კარში
და ბრუნდებოდა მწვანე ველიდან.
ის შეიყვარა იმ ერთმაც, მაშინ,
როდესაც უკვე ვერ უშველიდა.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:38 AM | შეტყობინება # 309
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
აი, სად შემხვდი

აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია,
შენ რომ გიყვარდა, ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია.

მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?

თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია;
შენ რომ გინდოდა, ის გული მე მაქვს,
ვიცი, სხვა გული არ გინატრია.

შენ ეძახოდი შორს, შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია,
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს
და ჩემს მეტს არვის გაუგონია.

მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ,
მაგრამ ვაი, რომ დავაგვიანე.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:39 AM | შეტყობინება # 310
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:40 AM | შეტყობინება # 311
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
არ დამიჯერო...

არ დამიჯერო,
მე სიყვარული
დღემდე არ ვიცი, როგორ ყვავილობს!
როგორ იხსნება ყველა სარკმელი
და სული როგორ მღერის ალილოს.

მე სიყვარული დარდი მეგონა,
ის არ ყოფილა, თურმე სულ სხვაა!
მადლი ყოფილა!
მადლი ყოფილა,
მე კი მეგონა, - ზეცის რისხვაა!

მე სიყვარული ცრემლი მეგონა
მონატრების და გადავიწყების,
არ მოგეშვება, ვიდრე არსებობ,
ვიდრე კვარივით არ დაიწვები!

მე სიყვარული ზარი მეგონა,
გამოტირება საკუთარ სულის,
როცა, ვითარცა უბელო თეთრონს,
ვერ დაიოკებ ურვას და წყურვილს.

ო, რა ამაოდ გელოდი. თურმე,
და რა შორსა ხართ გზანო განვლილნო,
არ დამიჯერო,
მე სიყვარული
დღემდე არ ვიცი, როგორ ყვავილობს!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:40 AM | შეტყობინება # 312
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
პატარა იყავ

პატარა იყავ და ამიტომაც,
თუ ვერ გამჩნევდი, მეპატიება,
რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.

და თუ გიყვარდი, როდია ჭორი,
ან ქარაგმულად თქმული იგავი,
მიუწვდომელი და შორზე შორი,
შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი.

და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს,
შენ დაგინახა სუყველამ ერთად -
თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ.

და შეიცვალა ჩვენში როლები,
შენ გამირბოდი, მე გდევდი ბოლოს,
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით,
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ.

ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი,
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით,
ამხელა ბიჭი მე შენს თვალებში,
რა პატარა და უმწეო ვჩანდი!

მას შემდეგ მუდამ გხვდებოდი მცინარს,
თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან,
გავიწყდებოდა სალამი ხშირად
და ძველებურად აღარც გრცხვენოდა.

ბოლოს გავიგე, როგორ დაგკარგე,
დაგკარგე, დამრჩა ნატვრა მარადი,
თვალებში როცა ჩაგხედე კარგო,
შენს თვალში მაშინ დავპატარავდი!

შოთა ნიშნიანიძე


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:41 AM | შეტყობინება # 313
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მე შენ მიყვარხარ

მე შენ მიყვარხარ, როცა წვიმს მაშინ,
როცა წვეთები ალბობენ მიწას,
და ირგვლივ ქარი - გაავებული,
კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას...

მე შენ მიყვარხარ, როცა თოვს მაშინ,
ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია
და მე მივდივარ ღიმილით იქაც,
სადაც ვერ მცნობენ, ან არ მიცდიან...

მე შენ მიყვარხარ! ხვატში, გვალვაში...
როცა წყალს ითხოვს ჩვენი ვერხვები,
როცა მეხები ყურთან ჩურჩულად,
და მაშინაც კი, თუ ვერ მეხები...

მე შენ მიყვარხარ, მთაში და ბარად,
მდინარესთან და ზღვასთან ტალღებად,
ღირდა ყოველი წამი და წუთი
ამ სამსხვერპლოზე წლების გაღებად...

მე შენ მიყვარხარ როცა ვიღვიძებ,
ვიძინებ, როცა ღამეს ვნებდები,
არ მენაღვლება რომ გადის დრო და
რა მენაღვლება თუკი ვბერდები?!

მე შენ მიყვარხარ, ისე და ასე,
უსათაუროდ ურითმოდ ლექსში,
მე შეგისუნთქე ძალიან ღრმად და
დაგტოვე ასე, ძვირფასო, ჩემში...

და ყოველ სიტყვას, ღიმილს, სიგიჟეს
ჩემი ფიქრების სხვენზე ვინახავ,
აჰა ეს ლექსი, და იცი უკვე;
შენ რომ მიყვარხარ,
მე რომ მიყვარხარ!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:41 AM | შეტყობინება # 314
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ქალბატონო

რატომ გგონიათ ქალბატონო, თითქოს წუხელის
თქვენით შეშლილი მივეძალე ასე კონიაკს,
არა, ეს მხოლოდ ახირება იყო წუხილის,
თქვენ კი გგონიათ,
ქალბატონო, თქვენ კი გგონიათ,

რომ მარტოოდენ თრობისათვის უაზროდ ვსვამდე,
ან სასიკვდილოდ შევიტოვე მეშვიდე ტყვია;
მე შემიძლია გიერთგულოთ იმ სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.

მიეძინება ამ ვნებასაც დროის მირაჟში,
მიეძინება როგორც მზისგან ნაგმობ ფოლიანტს,
თქვენ მომღიმარი დაბრუნდებით მყუდრო ბინაში,
მე კი სად წავალ, ქალბატონო, როგორ გგონიათ?!

ეს არც ფიცია, არც ღაღადი, არც აღსარება
თუ თქვენი კდემა გავიხადე სიგიჟის ძეგლად,
და ყველა მზერა, თუ უსიტყვო ამკვნესარება
იკმარეთ ჩემი თავხედობის მოსატევებლად...

და ნუ გგონიათ, მარტოოდენ თრობისთვის ვსვამდე,
ან საფეთქლისთვის ჩავარჩინე ლულაში ტყვია;
არა! უბრალოდ ერთგულება მწამს სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:42 AM | შეტყობინება # 315
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
არაფერია

არაფერია, წვიმას აპირებს,
ქარი, ავდარი და ისტერია,
ფიქრებმა ერთხელ მეც ამატირეს,
შენ კი მითხარი - არაფერია!

ლამაზი იყო, მზე იყო მხოლოდ;
თეთრი სიზმარი, თეთრი ფერია.
მე სიყვარული დავკარგე ბოლოს,
შენ კვლავ მითხარი: - არაფერია!

ცრემლები დაშრნენ. დღეს დღენი მიჰყვა,
გზებს ია-ვარდი დაუფენიათ.
არაფერია, მე ბავშვი ვიყავ,
თორემ ცრემლები არაფერია!

მოიტათ ღვინო... სულში ფარული
არ დარჩეს თუნდაც ცრემლი პატარაც,
ვხედავ, მეწვია მე სიხარულიც,
მაგრამ ძნელია ამის ატანაც.

მოიტათ ღვინო... ღვინო სისხლს ერთვის,
შეგათრთოლებს და სისხლის ფერია,
ვგიჟდები, ახლაც მაღირსე ერთი,
ძვირფასო, შენი - არაფერია!


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz