კვირა, 2025-07-20, 3:32 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:14 AM | შეტყობინება # 286
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


* * *

იცით რა მინდა...
სიყვარული მინდა მაწვიმდეს,
მიმტროს ამინდმა,
გალუმპული სული აწივლდეს.
ის რაც წავიდა, აღარასდროს
ავნებს აწინდელს,
დადგეს წამი და ულამაზეს
წამად გაცივდეს...
ჩემი სულიდან თქვენს სულებში
გადავნაწილდე...
ბევრი არ მინდა,
სიყვარული მინდა მაწვიმდეს!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:16 AM | შეტყობინება # 287
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მე მოვალ შენთან, გაზაფხულის წვიმას მოვყვები,
მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას,
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას.
მოვალ დაღლილი, გათანგული ფიქრით და ლოცვით,
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:16 AM | შეტყობინება # 288
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მომენატრები
და ჩვენს ლექსებს სევდით შევმოსავ,
ტკბილ მოგონებებს მოვაყოლებ
ღიმილს დარდიანს,
მივეგებები
სუსხიანი ზამთრის შემოსვლას,
და გავაცილებ ვნების ზაფხულს,
გრძნობით დამღიანს.

მომენატრები,
ეხ უგულოვ მომენატრები,
მაგრამ ზღაპრის წიგნს
რახანია გაუჩნდა ჩრჩილი,
აღარაფერი შემორჩება,
არც მონატრება,
ხავერდგადაკრულ სინამდვილეს
მოადგა ჩრდილი.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:16 AM | შეტყობინება # 289
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწეროდან,
ვიცი, ტუჩებიდან ამბორს ამათლიან,
ქალაქს წვიმაში რომ მხრებზე ეცემოდა.

ხვრეტდა ხელისგულებს ცერით ბალერინა,
ღამის სიგარეტი მალე იწეოდა,
და მე ვიხსენებდი, შენი მანერიდან
ქალის სიფაქიზე როგორ იქცეოდა.

ქარმა გაიტაცა ხიდან საქანელა,
ჩვენი ბავშვობიდან აწმყოს ვიფერადებ,
მახსოვს ერთი სახლის ქუჩის დაქანება,
სადაც საქორწილო კაბას გიკერავდნენ.

ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია,
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწროდან,
ახლა ტუჩებიდან ღიმილს ამათლიან,
ქალაქს ხალისით რომ თვალში ეცემოდა.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:17 AM | შეტყობინება # 290
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მე და შენ

ორივეს სხვადასხვა გვქონია ბედი,
ერთმანეთს როგორ შევხვდით ანდა,
შენ - ცისკენ აღერილი გედი,
მე - ზღვაში ჩაძირული ანძა.

შენ - მოდრეიფე ზვირთი,
მე - ნაპირს მიმსხვრეული ტალღა,
შენ - მარად დაუმცხრალი ნიჭი,
მე - მხოლოდ დადუმება, დაღლა.

გზად ათას საფეხურებს ტოვებს
კვლავ წყვილთა უსასრულო წყება,
მე შენში აღმაფრენა ვპოვე,
შენ ჩემში ცრემლები და წყენა.

და უხმოდ მიმატოვე მარტო,
შენ კარი მომიხურე ცივად,
მე ფიქრთა ქარავანი მართობს,
და გული უსასრულოდ მტკივა...


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:17 AM | შეტყობინება # 291
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

სულ არ მგონია, სხვისი ხარ,
სხვისი და უცხოდ მარები,
იმდენჯერ დამსიზმრებიხარ,
სულ ვიცი შენი ხალები.

სულ ვიცი, შენი სამოსი
თვალს რას უმალავს კაცისას,
ღარზე წკრიალი წყაროსი,
მკერდზე ბრჭყვიალი ლალისა.

იმდენჯერ დამსიზმრებიხარ,
იმდენჯერ მიმაისია, _
სულ არ მგონია, სხვისი ხარ,
ან შენი რამე სხვისია.

ვაი, რა თხელი კაბაა,
ვაი, რა თხელი ნისლია!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:18 AM | შეტყობინება # 292
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

დამიწერე სულ პატარა ლექსი,
შენს სტრიქონებს მოვეფერო მინდა,
დამიწერე სულ პატარა ლექსი,
შენი ლურჯი თვალებივით წმინდა.

დამიწერე, რომ ცრემლები მშვენის,
რომ შენს გულშიც უჩემობა წვიმდა,
დამიწერე, რომ ლექსი ვარ შენი,
რომ სიცოცხლე მხოლოდ ჩემთვის ღირდა.

დამიწერე სულ პატარა ლექსი,
შენი ლურჯი თვალებივით წმინდა.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:18 AM | შეტყობინება # 293
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
შემომაშველე ხელი

შენ მზემ გიბოძა ბრინჯაოსფერი
და ვაჟკაცური მხრები,
შენ ცით მოსული მზეჭაბუკი ხარ,
ველად გაჭრილი შველი...

მოხველ და მოგყვა მთათა სილაღე,
მოგინატრებენ ზღვები,
ერთად დავლაშქროთ კავკასიონი,
შემომაშველე ხელი!

გზას გვიკვალავდეს ოცნების რაში,
ტატოს მერანის ფერი,
ლურჯა ცხენებით ერთად მივგვაროთ
ჩვენს გალაკტიონს მერი.

სვეტიცხოველში სანთლად ავანთოთ
ეს გრძნობა, ასე წრფელი,
შენ ცით მოსული მზეჭაბუკი ხარ,
არწივმა მოგცა ფრთები!

მე მენატრები... ცხოვრებით დაღლილს,
უხვად დამდინდა ცრემლი,
მოდი, გეძახი - შემომაშველე,
შემომაშველე ხელი!...


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:19 AM | შეტყობინება # 294
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

შენ ამერიდე დაფეთებული,
წინანდებურად ვარდის ფერითა,
ნუთუ ისე ვარ დაბერებული,
რომ ვეღარ მიცან და ამერიდე...

ჩამომიქროლე, წამოიხვეტე ქარი და
ქარში გაქრი ქარულად,
ერთხელ ირიბად გადმოიხედე
და გაიღიმე თითქო ფარულად.

და გაქრი, ქუჩას თოვლი აცვივა,
გარშემო თეთრი ფერის ჟინია,
ნუთუ მე მართლა ბერიკაცი ვარ
და შენ ამ თეთრი თმის გეშინია.

გიყვარდა თეთრი ფერი ყოველთვის,
ჩემთან ღამეებს თეთრად ათევდი,
თუმცა დამთრთვილა ცამ ჩრდილოეთის
და ადრეულად ოდნავ გავთეთრდი,

ნუ გეშინია, გულში არ ცივა,
ეს მხოლოდ თეთრი ფერის ჟინია,
მე ახალგაზრდა ბერიკაცი ვარ,
შენ ამ თეთრი თმის ნუ გეშინია!...


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:20 AM | შეტყობინება # 295
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

You are my world.
You are my life.
You are my everything.
You are my wife.

You are my best friend.
You are my lover.
You are my dreams come true.
You are my shelter, my cover.

You are my sun in the sky.
You are my moonlight at night.
You are all the good in the world.
You are all that is right.

You are all that I see.
You are all that I feel.
You are all that I need.
You are all that is real.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:20 AM | შეტყობინება # 296
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ულამაზო გოგო

ჩემს ქუჩაზე ულამაზო გოგო ცხოვრობს ერთი,
არასოდეს დასცდენია საყვედური ღმერთის.

შეიძულა მერე როგორ სურათი და სარკე,
მისი ტოლი გოგონები მისხდომიან აკვნებს!

ის კი ჩუმად უმზერს ჭიშკარს, წლებსაც ჩუმად ითვლის,
არავის არ დაუნიშნავს პაემანი მისთვის.

სულ რაღაცას ეფარება თავდახრილი, მორცხვი,
ჯერ არ იცის ნეტარება იმ პირველი კოცნის...

ეჰ, რამდენჯერ იდედოფლა სიზმარში თუ ძილში,
და მას შემდეგ სტკივა თითი საქორწილო ნიშნის.

ჩემს ქუჩაზე ულამაზო გოგო ცხოვრობს ერთი,
არასოდეს დასცდენია საყვედური ღმერთის.

კაცს რამდენი სილამაზე ჩასჭკნობია ხელში,
მერე გული უძებნია ცრემლებით და ხვნეშით...

მას კი ოქროს გული დაჰყვა, მოხასხასე მუდამ,
მაგრამ რა ქნას, მაგრამ რა თქვას, გულს მონახვა უნდა!

მიაგენით! ვიდრე სხივი ჩამოდნება მთვარის,
ჩქარა, თორემ დარდი მომკლავს, დაბერდება ქალი!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:21 AM | შეტყობინება # 297
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
სული სიყვარულისათვის

ავაჰმე, მურმანო, რა გრძნობა შეგიჩნდა,
დაგატყდა დელგმად და ვეშად,
სიყვარულისათვის, უფალმა შეგინდოს,
თვით სული მიჰყიდე ეშმაკს.

რა, რა მოიპოვე სულის საფასური,
სული გაიმეტე როგორ,
ჰოი, რა ვუთხარი ამ წრესგადასული
შლეგი სიყვარულის მომგონს.

ველად იჭრებოდნენ, დაკარგულ იმედებს
შეცაჰღაღადებდნენ ჭიუხებს!
შენ კი ტრფიალისთვის სული გაიმეტე,
სად თქმულა ამგვარი სიუხვე...

სული გაჰყიდე და მაინც ვერ შეგრისხავ,
არ ძალმიძს ტრფობისთვის გმობა,
ავაჰმე, მურმანო, რა გრძნობა შეგიჩნდა,
აფერუმ, ამნაირ გრძნობას!...

სული გაიმეტე, ის - მხოლოდშობილი,
სხვა სულს იყიდიდი განა?
ქალმა კი... ო, ღმერთო, იმ უარმყოფელის
გულისთვის დაიცა დანა!..

ბ. შალვაშვილი


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:21 AM | შეტყობინება # 298
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

გაზაფხულმა გამოაღო დარაბები,
სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს,
ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვები,
აპრილია, თავად უნდა მიხვდე...

თბილის - ქალაქს სამოთხის მზე ეფერება,
ყვავილებზე ჭკუას კარგავს რიყე,
არ გეტყვი რომ განშორება მეძნელება,
აპრილია, თავად უნდა მიხვდე...

არც კი ვიცი ამ ბილიკებს სად მივყავარ,
ენძელებმა მტკვარზე გადეს კიბე,
აღარ გეტყვი უსასრულოდ რომ მიყვარხარ,
აპრილია, თავად უნდა მიხვდე!

ელისო ფიჩხაია


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:22 AM | შეტყობინება # 299
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ღამემ სიზმარი მომიქსოვა ისეთი თბილი,
როგორც მიქსოვდა შალის წინდას ბებია წინათ.
როცა გიხილე შენ იყავი ბავშვივით ჩვილი,
და შემიყვარდი მეც პატარა ბავშვივით წმინდად.

ციდან ეშვება ვარსკვლავების ციმციმა ფიფქი
და ჩემს მახლობლად პოულობენ პატარა ბინას,
ზღაპრულ ორკესტრთან სიყვარულის იმღერეს ჰიმნი,
და ამ ჰანგებში ჩამეძინა მეც უფრო მშვიდად.

უშენოდ ზეცას შემოაწვა მწუხრი და ბინდი,
მარტო ვიყავი და ჩემს გულში წვიმდა და წვიმდა,
ეხლა კი როცა მოგიპოვე ვფიქრობ და მივხვდი,
რომ შენთან ერთად ჯოჯოხეთში ცხოვრებაც მინდა.

ღამემ საბანი შემიკერა ისეთი თბილი,
მოხუც ბებიამ, რომ იცოდა დიდი ხნის წინათ.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:25 AM | შეტყობინება # 300
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
შეყვარებულებს არავინ ჰკიცხავს!

ისინი როდი დადიან ფიცხლად, -
მოსეირნობენ,
როგორც წესია...
შეყვარებულებს არავინ კიცხავს,
შეყვარებულებს ღიმილს ესვრიან!

შენც, მათ მახლობლად რომ ჩამოივლი,
სულ უმნიშვნელო გაიღე ხარკი
და შეაგებე ლაღი ღიმილი,
ისე, ვით ია, ვარდი, მიხაკი...

თუ მაშინ შენი აფრაც აეშვა,
იმ აღელვების ნუ ეძებ მიზეზს,
მზე ჩაგეღვრება უცებ თვალებში,
შეყვარებულის თვალი თუ გიმზერს!

იქნება კიდეც გეტკინოს გული,
რა ვქნათ, იმ დღეებს ვერაფრით შევცვლით,
როს ჩვენც ვიყავით შეყვარებულნი
და ჩვენც ვუყვარდით ამგვარი ცეცხლით.

დღეს მოგონებებს ბავშვივით ვუვლი,
ან დავიწყება იქნება განა?!
მარტო ის რად ღირს, - შეყვარებულნი
ყველაზე უფრო ლამაზნი ჩანან!

სულ სხვა ძალა აქვს მათ თვალებს ცინცხალს,
თვალები არის თუ ტალკვესია?!
შეყვარებულებს არავინ კიცხავს,
შეყვარებულებს ღიმილს ესვრიან!

ბერდია ბერიაშვილი


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz