რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:51 AM | შეტყობინება # 271 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
პირველი თოვლი მოვიდა თრთოლვით, მას პოეტების ჩამოჰყვა სევდა. ამბობენ, თურმე პირველი თოვლი, პირველ სიყვარულს წააგავს მეტად.
და თუ ასეა, ღმერთმა დასწყევლოს, მე ვეღარ ვმალავ ფიქრებს, სინანულს. პირველი თოვლი ტალახად იქცა, მაშ, რა მოუვა პირველ სიყვარულს...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:52 AM | შეტყობინება # 272 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
არ მითხოვია - ჩემთან მოდი, თავად მოხვედი, თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება. არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი, შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.
არ მიკითხია - ვიყინები, ხელებს გამითბობ? შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო. არ მითხოვია - ჩამეხუტე და არ გამიშვა, არ მითხოვია და მე დღემდე არაფერს ვითხოვ...
არ მითხოვია - გამიღიმე, თავად მიღიმი. ჯიუტი ბავშვის ფთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს. არ მითხოვია - ჩემი გულის კუნჭულში დარჩი, შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:52 AM | შეტყობინება # 273 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მოვიდა სევდა წვიმის წვეთებად, ღრუბლის ქულებად, ნისლის ფერებად, ასე მგონია მეც ხელს შემომხვევს, ცივი თითებით მომეფერება.
და ჩამიდგება სულში ყინული, და დალაგდება ფიქრი გორებად, ხელებს შემომხვევს ეული სევდა, ცივი ტუჩებით მეამბორება.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:53 AM | შეტყობინება # 274 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
აპატიეო! - თითქოს მთხოვდნენ ჩუმად ვერხვები, მაპატიეო! - თითქოს სურდათ ეთქვათ შენს ტუჩებს, გიყურებ, ვიცი, დღეის შემდეგ ვეღარ შევხვდებით, მაგრამ ამ გულში ორომტრიალს რა მიაყუჩებს...
გემშვიდობები და ვერხვებიც თითქოს თავს ხრიან, მე ვეწამები, რატომ? რისთვის? - არ ღირს ძიებად, ვეღარ გითხარი, ყველაფერი იყო გვიანი, გთხოვ მაპატიო, რომ ვერ შევძელი მე პატიება!...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:53 AM | შეტყობინება # 275 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მე ჭკვიან ფერებს დავდევდი ცაში, მე იმ ფერების დახატვა მსურდა, ეს მე ვარ ქალი, ეს მე ვარ ქარი რომელსაც სახე არ დაუბრუნდა.
მე ყველაფერი დავკარგე მაშინ, გააპრილების კეთილ დროიდან, ჩემი სახე კი აიჭრა ცაში, ქარის წაღებულს ქარი მოიტანს?!
ჩემმა ფერებმა ნახეს ცხოვრება, ის ხომ ყველაფრის ნებას გვაძლევდა, თქვენ კი ყოველთვის გემახსოვრებათ, ქალი, რომელიც ქარებს დასდევდა.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:54 AM | შეტყობინება # 276 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ხეებმა მითხრეს - დავითალხეთო, შენზე ოცნებას აქეთ უვლია, მაგრამ თვალებში აღარ ჩამხედო, თვალებში მხოლოდ საყვედურია...
გადავემხობი მინდვრის ბალახებს, ქალი კი არა, კლდე ვარ, ტინი ვარ, მოვკვდები, მაგრამ არ დაგანახებ, არ დაგანახებ, როგორ ვტირივარ!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:54 AM | შეტყობინება # 277 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ვერ გადავურჩით მარტის ქარტეხილს, დავრჩით ჭირხლის და ყინვის ამარა, ენძელა - ჩემი სულის ნატეხი, მოუსვენარმა თოვლმა დაფარა.
იღვიძებს მარტი თვალთა ფერხულით, აპრილის დღეებს ხვდება უმწვანო, ბარში მივდივარ, მთას გაზაფხული ხურჯინით უნდა ამოვუტანო!...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:54 AM | შეტყობინება # 278 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ქალი ვარ, განა ქარი ვარ, თავქარიანი ველადა, ქალი ვარ, განა ღვინო ვარ, როგორ შეგივსო ხელადა, ქალი ვარ, განა წყალი ვარ, რომ ჩაიხედო ვერა და ქალი ვარ, განა მზის სხივი, ცრემლი რამ აგიფერადა?
ქალი ვარ, ვიცი აპრილში, მარტი ინანებს მარტობას, გემუდარები ნუ წახვალ, ნუღარ დამტოვებ მარტოს რაა. ქალი ვარ, განა მაისი, რომ წამოვანთო ვარდები, ერთი პატარა ქალი ვარ, რავი, თუ შეგიყვარდები.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:55 AM | შეტყობინება # 279 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
შენ თუ მეძებდი არ მახსოვს, მე რომ გეძებდი, ვიცი! გენატრებოდი? - არ მახსოვს, მენატრებოდი ვიცი!
შენ თუ ტიროდი არ მახსოვს, მე რომ ვტიროდი ვიცი! მართლა გიყვარდი? არ მახსოვს, მე რომ მიყვარხარ ვიცი!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:55 AM | შეტყობინება # 280 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული, მაინც არაფერში გარგია, მაგრამ სიძულვილთან შედარებით, ვინმეს რომ უყვარხარ - კარგია!
სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი, შენთვის ზედმეტი ბარგია, მაგრამ წართმევასთან შედარებით, რამეს რომ გაძლევენ - კარგია!
სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული, მაინც არაფერში გარგია, მაგრამ სიძულვილთან შედარებით ვინმეს რომ უყვარხარ - კარგია!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:56 AM | შეტყობინება # 281 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
იყო ფანტელები ურიცხვი, უთვლელი. ენთო ლამპიონი, ვით ოქროს ლამპარი, იყო სიხარული, იყო აღტაცება, და ღამე ლამაზი, ისე, ვით ზღაპარი.
ლექსი პაწაწინა თოვლზე, სიყვარულზე, უეცრად ნაგრძნობი სულების ერთობა, მეტი არაფერი, გარდა სურვილისა, მესმინა ლექსები და ასე ეთოვა!...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:56 AM | შეტყობინება # 282 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მე დავივიწყებ ყველაფერს ქვეყნად და გაზაფხულზე კვლავ შენთან მოვალ, მე ვერ გავუძლებ აპრილში კენტად, ატმებისა და ტყემლების თოვას.
და ვისაც უნდა, გვიხილოს ერთად, არ ვემალები მე არც ერთ მსტოვარს, მე დავივიწყებ ყველაფერს ქვეყნად და გაზაფხულზე კვლავ შენთან მოვალ!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:12 AM | შეტყობინება # 283 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ნუთუ დაგკარგე! რაღაც სევდა დღეებს ამწარებს, ქარიშხალია ჩემს გარშემო თითქოს და ბარდნის, არა, თუ ისევ შენს ძებნაში არ ვიწანწალე, ან უშენობა გამაგიჟებს, ან შენზე დარდი!
ვიცი, შენს წუხილს არასოდეს აღარ გამანდობ, სასუფეველი დამიმკვიდრე მტკივან იჭვებზე, ო, როგორ მიყვარს ხეტიალი უმისამართოდ, ოღონდ ძვირფასო, შენზე დარდში მივაბიჯებდე...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:12 AM | შეტყობინება # 284 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ჯიმა
ეს ცხოვრება ზღაპარია ჯიმა, ზღაპარია ჯიმა ძველისძველი, ვიცი, ბედმა რომ არ გაგიღიმა, მაგრამ ნაღველს სიყვარული შველის.
ციდან ოქროს ფანტელები ცვივა, გვირილებით მოიჩითა ველი, გაერევა ზოგჯერ ცრემლის წვიმა, მაგრამ ცრემლსაც სიყვარული შველის.
ქვეყნად ყველა თავის ბედზე ჩივა, სულ ერთია, ბრძენია თუ ხელი, გულს უწამლე, სანამ დროა, - მტკივანს, ტკივილს მხოლოდ სიყვარული შველის...
დაიჭიმა ყველა ნერვი სიმად, მოდის დარდი, დარდი - შენი მცველი, ვინმე უნდა შეიყვარო, ჯიმა, მარტოობას სიყვარული შველის!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:13 AM | შეტყობინება # 285 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ლამაზო, ფეხები მიადგი ერთმანეთს, კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა, გვირილა გაკოცებს კანჭებზე ღმერთმანი, შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ.
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები, ვერ ხედავ, მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის? მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება და გვიან მიხვდები, ძვირფასო, რაც გელის,
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი, ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს, რა ვნებიანია თან ქარი მაისში?! არ იცი, მაგრამ მე ვიცი რაც არის.
ეგ ყელი, მაღალი როგორმე დაფარე, იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს. თუ არ დამიჯერებ, წვეთს შემოგაპარებს, მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას, ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს, თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა: ''რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო?!"
გიორგი ზანგური
|
|
| |
|