პარასკევი, 2025-06-27, 7:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ქალო, წადი პაემანზე!
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 10:08 PM | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
თიკათარიღი: შაბათი, 2014-02-01, 9:59 PM | შეტყობინება # 46
რიგითი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 9
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
ქალო!

რახელ გაწვიმ-გაავდარდა გაზაფხული,
ჩემი გულის ამინდივით დარდიანობს,
ეგ ტუჩები ყინვისაგან დაზაფრული,
ქალავ როსღა გამაჩნდების სამზიანოს?

კარგი ქალო, ნუ ხარ ასე უკარება,
მერე რა რო ხევსური ხარ და მთის შვილი,
შეგსვამ ცხენზე და აგავლევ არხოტს ქალო,
ვერ გაბედავს მადევრობას კაციშვილი!

რახელ ჩაბნელდ-ჩამაღამდა ახიელას,
შურთხიც აღარ დაგოგმანობს ჭერხოს ბოლოს,
ვერსად წახვალ, ქალო, მაინც მაგიხელავ,
თუნდ დევების ჯარ-ლაშქარი შემებრძოლოს.

რად არ მაგწონს ვერ გამიგავ ცეცხლის სუნი,
ბუხრის პირას ბალღისთვის, რომ წინდას ქსოვდე,
რად არ გინდა ჭიუხები შენისლული,
შავ დალალზე თეთრი თოვლი, რომ გათოვდეს.

რახელ გაწვიმ-გაავდარდა ხასიათი,
ვაჰმე, თუ ვერ დაგიჩემე თმა-მზიანო,
მოსცილდ ქალაქს, როგორც სხივთა ათინათი,
შეგსვამ ცხენზე და აგავლევ სამზიანოს.

/თორრნიკე ნაროზაული 28.06.12/


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2017-05-04, 6:35 AM | შეტყობინება # 47
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ქალო, ოქროსთმიანო,
ყურძენივით დამკრახულო,
პირმცინარო, მზიანო,
ყვავილების გაზაფხულო!

დახატულო, დაკალმულო,
მკერდმაღალო, შარმიანო,
ვარსკვლავივით მოციმციმევ,
ღრუბელივით ნამიანო.

კარგ ვაჟკაცთა ოცნებავ და
თავთუხივით მადლიანო,
ქალო, კეთილსალმიანო,
გაამრავლე ჩვენი ჯიში,
უბრალოდ არ ჩაიარო!

ნინო მღებრიშვილი


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2017-05-04, 6:35 AM | შეტყობინება # 48
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz