სამშაბათი, 2025-07-15, 1:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ნამცეცა ლექსები
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2013-03-11, 5:51 PM | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
თეკლათარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 9:37 PM | შეტყობინება # 16
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

კაცობრიობა არ იწყება კაცის შექმნიდან,
ჭირიმე შენი,
თოჯინასავით გაკეთებულო,
ერთი ნეკნიდან...


 
თეკლათარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 9:43 PM | შეტყობინება # 17
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

მყუდრო ოთახი, მრგვალი მაგიდა..
ვაზა... ვაზაში მაისის ვარდი,
შენი მშვენება მიმზერს სარკიდან
და გაზაფხული ოთახში დადის!


 
თეკლათარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 10:11 PM | შეტყობინება # 18
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

როცა თითები
სიყვარულის ცეცხლთან
თბებიან,
გულში მესობა
მზის სხივები,
როგორც ეშვები,
ასე ლამაზს და
ყვავილივით ასე ვნებიანს
ვეღარ გეშვები...


 
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2013-06-10, 10:39 PM | შეტყობინება # 19
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

შემოდგომაა,
მალე ღამდება,
რა ვქნა, არ მიყვარს
ღამე უშენოდ...
სიყვარული რომ
ასე მთავრდება,
მენანება და
რამე ვუშველოთ...


 
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2013-06-10, 10:40 PM | შეტყობინება # 20
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თეთრი ყვავილი

ვკოცნიდი წითელ ყაყაჩოს, ვარდი მეფინა მე პირად,
პატარა თეთრი ყვავილი, თუმც ბაღს ვიცნობდი ზეპირად,
არც როდის შემიმჩნევია, არც როდის თვალი მეჭირა,
წამოსვლა რომ დავაპირე, წინწინ ის გამომეტირა.


 
თეკლათარიღი: სამშაბათი, 2013-06-11, 10:08 PM | შეტყობინება # 21
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

როგორ იგონებთ ქალბატონო ამდენ იმედებს,
და გვირილების თაიგულად შეკრული დაგაქვთ,
შეიყვარებთ და სუყველაფერს მისთვის იმეტებთ,
თქვენ ქალბატონო, დაღონების მიზეზი რა გაქვთ?


 
თეკლათარიღი: სამშაბათი, 2013-06-11, 10:59 PM | შეტყობინება # 22
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ჩემი სული
მოგიპარავს,
ნუღარ მკითხავ,
რატომ გეტრფი,
ქვეყანაზე
სხვა რომ არა,
გავჩნდებოდი
მარტო შენთვის.


 
თეკლათარიღი: სამშაბათი, 2013-06-18, 10:44 PM | შეტყობინება # 23
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

იცოდეს ყველამ იცოდეს,
ღვინის ტრფიალი როდი ვარ,
მე სიყვარულის ლოთი ვარ
და ახლაც, ფეხარეული,
შენი სახლისკენ მოვდივარ.


 
თეკლათარიღი: ოთხშაბათი, 2013-07-03, 8:50 PM | შეტყობინება # 24
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

წერ, ნიშნავს უკვე რაღაცას ბედავ.
უმჯობესია მეტს რომ ბედავდე.
შენ გამუდმებით წერ _ რასაც ხედავ,
მე იმას, რასაც მინდა ვხედავდე.

რატი ამაღლობელი


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-11-15, 8:37 PM | შეტყობინება # 25
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი,
იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა,
იქ, სადაც უყვართ მდინარენი ერთმანეთს ერთვის,
იქ, სადაც უყვართ მუსიკის ხმა იღვრება ციდან!
... და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-12-06, 8:36 AM | შეტყობინება # 26
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ვიცი არასდროს წაიკითხავ
და მაინც გიწერ...
დღეს უშენობის ფერი ადევს
დილიდან ზეცას.
წახვალ
და მაინც
გამიმეტებ სიმარტოვისთვის,
რომ მერე
ჩემი უსასრულო
ლოდინი გერქვას.


 
თეკლათარიღი: სამშაბათი, 2013-12-17, 8:50 PM | შეტყობინება # 27
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ბავშვად ვბერდები, თუმცა უკვე გავჭაღარავდი,
ვგრძნობ, რომ გრძნობები ძველებურად ვეღარ მაბრუებს,
მაგრამ სული კვლავ იმ პატარა გოგონას სულს გავს -
ზღაპრის მოყოლას რომ შეჰპირდნენ და... მოატყუეს....


 
თეკლათარიღი: პარასკევი, 2014-03-14, 10:34 PM | შეტყობინება # 28
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ჩემი გაზაფხული ადრიანი,
ლექსად გარითმული იებია...
დღემდე მიტომ ვიყავ დარდიანი,
თურმე უშენობა მტკიებია...


 
სინიორათარიღი: კვირა, 2014-06-01, 7:39 PM | შეტყობინება # 29
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

მე მიყვარს შენი უნიღბო სახე,
როცა გვერდით ხარ, რწმენით ვივსები,
ადამიანო, მე შენ მიყვარხარ
ყველა ნაკლით და ყველა ღირსებით...


 
სინიორათარიღი: შაბათი, 2014-10-04, 7:49 AM | შეტყობინება # 30
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ისიც არ ვიცი ვინ ვარ და ვინ ხარ, -
და მაინც სადღაც შორეთს მიმყავხარ...
რა ვქნა, რომ მთელი არსებით მტკივხარ,
და ყველა ქალზე ძლიერ მიყვარხარ?!


 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz