ღიმილიანი თემა
| |
თეკლა | თარიღი: სამშაბათი, 2013-06-18, 0:13 AM | შეტყობინება # 1 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
თეკლა | თარიღი: სამშაბათი, 2013-06-18, 0:16 AM | შეტყობინება # 2 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ***
ვინაობა - ქართველი ხალხი! დაბადების ადგილი და დრო - ოდითი (ხალხი ოდითგანვე არსებობს); განათლება - ბრძენი; მოწოდებით - ნაციონალი, ბუნებით - მეოცნებე; რელიგია - მართლმორწმუნე ფანატიკოსი; საყვარელი ფერი - შავი ( თალხი ); ინტერესი - სხვისი საქმეები; ჰობი - ამ სიტყვის მნიშვნელობა ზუსტად არ იცის; დასაქმების სფერო - უმუშევარი: პროფესია – ყველაფრის ექსპერტი;
...განათლება - ორი აკადემია (ქუჩის და სუფრის); იცის ენები - ქართული - მშობლიური რუსული - 37 მანეთად ინგლისური - კომპიუტერისთვის საყვარელი ფრინველი - ჩიტი;
ჰოროსკოპი - რომ ჰკითხოთ - ლომი, სინამდვილეში - ტყუპები, როცა ხმაა ამოსაღები - თევზები; სურს - მეტი სარგებელი ელოდება - გაბრწყინებას ნაკლი – პრაქტიკულად არ აქვს
ცხოვრობს - დედასთან, ბებიასთან, 2 დეიდასთან და მამიდასთან, და ვაფშე, ქალებს მაგარ პატივს სცემს რას ვერ აპატიებდა საყვარელ ადამიანს - წასულებზე გაჩერებას საყვარელი წიგნი - ვეფხ'ვ'ის ტყაოსანი საყვარელი დღე - ხვალე საყვარელი პოეტი - გალაკტიონი საყვარელი ლექსი - აი გალაქტიონის ის, აი ამმ, ის რაა.. იმოგზაურებდა - უბილეთოდ. დევიზი - რაც კარგები ვართ ქართველები ვართ ბუნება - ჩვენნაირი ბუნება სამყაროში არავის არ აქვს!!!!!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-10-23, 2:30 AM | შეტყობინება # 3 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ცოლ - ქმარმა გადაწყვიტა დასვენება, მხოლოდ ქმარი ერთი დღით ადრე ჩავიდა კურორტზე. ჩავიდა, აიღო ნომერი. ოთახში კომპიუტერი დახვდა ინტერნეტით. გადაწყვიტა დაეწერა ცოლისთვის შეტყობინება, რომელიც მეორე დღეს უნდა ჩამოსულიყო. მაგრამ მისამართი აკრიფა არასწორად და ერთი ასო შეეშალა.
გამოვიდა, რომ მისწერა სხვას, ქვრივ ქალს, რომელმაც წინა დღეს დაასაფლავა ქმარი. ქვრივმა ფოსტის შემოწმება გადაწყვიტა. იქ იყო რამოდენიმე შეტყობინება სამძიმრით და ერთი სათაურით: "ჩემს ცოლს, რომელიც ჯერ კიდევ სახლშია". შედის ქვრივის შვილი დედასთან ოთახში. ხედავს გაფითრებული დედა სკამიდან ცურდება. შვილი უყურებს მონიტორს, იქ კი შეტყობინებაა:
"ძვირფასო! ვიცი, რომ არც კი გეგონა, რომ მოგწერდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ ინტერნეტია! მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ნორმალურად ჩავაღწიე. დავრეგისტრირდი. ვემზადები შენი ჩამოსვლისთვის. იმედი მაქვს ჩამოაღწევ დაბრკოლებების გარეშე, როგორც მე! მოუთმენლად გელოდები!
Р.S. აქ ცხელა!!!
|
|
| |
თეკლა | თარიღი: სამშაბათი, 2013-12-17, 9:29 PM | შეტყობინება # 4 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ზოდიაქო და იუმორი
ზოდიაქოს ნიშნები გადაჭედილ (ყვითელ) ავტობუსში.
ვერძი – ყველა გაჩერებაზე ჩადის და ამოდის ხელის ჯიკავით , ბრაზობს ,აგვიანდება და ხანგამოშვებით მძღოლს გასძახის – გაზს მიაჭირე ფეხი შენი .. კურო – ჩანთაში ცდილობს ხელის ჩაყოფას , სადაც ნოყიერი ჰამბურგერი უდევს. სახლში ჭამა ვერ მოასწრო. მეორე ხელში ყავა უჭირავს და ხან ვის გადაასხამს ჯიკავ – ჯიკავში, ხან ვის.
ტყუპები – ავტობუსის ფანჯარასთანაა აკრული და ვიღაცას გამალებით უქნევს ხელს, ის ვერ ხედავს. უფრო გამალებით აკაკუნებს მინაზე. ამასობაში ჩაიარეს.
კირჩხიბი – უშნოდ მიედ–მოედება კუროს ჩანთაში ჩასაყოფი ხელი .. შემობრუნებას ცდილობს რომ ჰკითხოს – რა დედამ გაზარდა! ერიდება.
ლომი – ყველაზე ამაღლებულ ადგილას დგას და ყველა მოსახვევში თავს ურახუნებს ჭერს.
ქალწული – ვეღარ სუნთქავს.. კლაუსტროფობია დაეწყო. ზიზღით აბიჯებს ყველას ფეხზე, ვინც მას შეეხება შემთხვევით.
სასწორი – პაციფისტურად მიმართავს პოტენციურ დამჯახებლებს –„რა გჭირთ მეგობრებო , ყველამ თავისი ადგილი რომ იცოდეს, საკმარისი ადგილია, დავეტევით“
მორიელი – უკვე რამოდენიმე წუთია ხელებს უფათურებენ. ის ის არის ეგზალტაციაში უნდა გადავარდეს, უცებ გონება ეხსნება. ელოდება როდის ჩავა ობიექტი, უკან გაყვეს და დედა მ... ს. თან გონებაში ყველაზე ეფექტურ ვარიანტებს არჩევს.
მშვილდოსანი – ხან ერთ ფეხზე დგას, ხან მეორეზე. ვეღარ ისვენებს. ყურსასმენებით უსმენს მუსიკას, მაგრამ ისეთ ხმაზე რომ სხვებსაც ესმით. დროდადრო ხმას აყოლებს და თავს აქნევს. თხის რქა – დაიანახა როგორ ამოუვარდა მის წინ მდგომ მამაკაცს 50 $ , ფრთხილად თავისკენ აჩოჩებს და ფეხს ადგამს. ელოდება როდის მოვა სულ ბოლო გაჩერება ავტობუსი რომ დაცარიელდეს და თამამად ჩააბიჯოს.
მერწყული – მშვილდოსნის მუსიკას უსმენს.. ხანდახან წაუცეკვებს შეძლებისდაგვარად. უცებ ფიქრებიდან ერკვევა , ხმამაღლა ყვირის – გააჩერეთ.. 40 კაცი ჩალაგდება ავტობუსიდან. – მერწყული – უი, უი შემეშელა , შემდეგზე ჩავდივარ ..
თევზები – კუროს გვერდით დგას და მოთმინებით იშორებს პიჯაკზე მისხმულ ყავას და თავისთვის იმეორებს – „ ასე არ შეიძლება“
|
|
| |
თეკლა | თარიღი: პარასკევი, 2013-12-27, 9:43 PM | შეტყობინება # 5 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| რა მასწავლა დედამ ბავშვობაში:
1. დედამ მასწავლა სხვისი შრომის დაფასება: " თუ ერთმანეთის ჭამა გინდათ - გადით გარეთ! ახლახანს მოვწმინდე იატაკი!" 2. დედამ მასწავლა ღვთის რწმენა: " ილოცე, რომ ეს ლაქა მოშორდეს!" 3. დედამ მასწავლა ლოგიკურად აზროვნება: "რადგან მე ასე ვამბობ - ე.ი. ასეა!" 4. დედამ ამიხსნა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი: "თუ ახლავე არ შეწყვეტ ღრიალს - მოგხვდება!" 6. დედამ მასწავლა შეუძლებელის გაკეთება: "დამუწე პირი და ჭამე წვნიანი!" 8.დედამ მასწავლა არ მეწუწუნა: "მილიონობით ბავშვია დედამიწის ზურგზე რომლებსაც შენსავით კი არ გაუმართლათ მშობლებში?!" 9. დედამ მასწავლა მომავალთან პირისპირ შეხვედრა: "დამაცადე, მოვიდე სახლში!" 10.დედამ მასწავლა ექსტრასენსობა: "თუ არ ჩაიცვამ თბილად, გაცივდები!" 11.დედამ მასწავლა გენეტიკის საფუძვლები: "ეს ყველაფერი მამაშენისგან გამოგყვა!" 12. დედამ მასწავლა უმაღლესი სამართლიანობა: "აი, შენი შვილები თუ შენნაირები იქნებიან, მერე მიხვდები!"
|
|
| |
თეკლა | თარიღი: პარასკევი, 2014-02-07, 11:50 PM | შეტყობინება # 6 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ქალებს სთხოვეს, ქმრებისთვის გაეგზავნათ შეტყობინება: "მე შენ მიყვარხარ, ძვირფასო"- გაინტერესებთ რა მოხდა?
ერთ - ერთ ევროპულ ქვეყანაში ჩატარდა სემინარი ქალებისთვის თემაზე "როგორ ვიცხოვროთ სიყვარულით საკუთარ ქმართან."
მონაწილეებს დაუსვეს შეკითხვა: "ვის გიყვართ ქმარი?" ყველამ ასწია ხელი.
მაშინ მათ ჰკითხეს: "როდის გამოუტყდით უკანასკნელად ქმარს სიყვარულში?" ზოგიერთმა უპასუხა "დღეს", ზოგმა – "გუშინ", ზოგმა კი – "არ მახსოვს".
შემდეგ ქალებს სთხოვეს, მოემარჯვებინათ მობილური ტელეფონები და ქმრებისთვის გაეგზავნათ შეტყობინება: "მე შენ მიყვარხარ, ძვირფასო".
მონაწილეებს შესთავაზეს, გაეცვალათ ტელეფონები და წაეკითხათ ერთმანეთის ტელეფონებში მოსული ტექსტური შეტყობინებები.
ქმრების პასუხები:
1. რომელი ხარ?
2. ხომ კარგად ხარ?
3. მე შენ მიყვარხარ.
4. ახლა რაღა მოუვიდა მანქანას?
5. არ მესმის შენი, რა გინდა?
6. ახლა რა ჩაიდინე? ამჯერად პატიებას ნუღარ ელი.
7. ?!?
8. არ გვინდა მიკიბულ-მოკიბული, პირდაპირ მითხარი, რამდენი გჭირდება?
9. ეს სიზმარია?
10. თუ ახლავე არ მეტყვი, ვის უგზავნიდი ამ შეტყობინებას, ვიღაც შემომაკვდება.
11. ხომ გთხოვე, მეტი აღარ დალიო-მეთქი?!
12. რასაც არ უნდა მთხოვდე, ჩემი პასუხია – არა!. "
|
|
| |
სინიორა | თარიღი: შაბათი, 2014-06-07, 6:35 PM | შეტყობინება # 7 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ჰოროსკოპი-ხუმრობა სიმართლის ბევრი მარცვლით
ყველა ხუმრობაში სიმართლის მარცვალიაო, ნათქვამია. ჰოდა, იმისაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ვარსკვლავები თითქმის არასოდეს ხუმრობენ, მაშინ ღირს ამ ჰოროსკოპის წაკითხვა. ვერძი დევიზი – "იარაღი სულ დატენილი უნდა იყოს!" საყვარელი წიგნი: თვითშემოქმედება "საკუთარი ბრძნული გამონათქვამების კატალოგი" საყვარელი საქმიანობა: ჯერ გასროლა, შემდეგ შეკითხვების დასმა. იდეალური სამუშაო: სექსოპათოლოგია. საკვანძო გამონათქვამი: "ეს შენ მე მეუბნები?"
კურო დევიზი – "ის რაც მე მეკუთვნის – ჩემია, რაც შენ – ისიც ჩემია!" საყვარელი წიგნი: "გაუმაძღარი გურმანი" საყვარელი საქმიანობა: სადილის დროს საუბარი. იდეალური სამუშაო: მოსამართლე, რომელსაც ხშირად საშინელი განაჩენები გამოქვს. საკვანძო გამონათქვამი: "რატომ მაიძულებთ, რომ თავს დაგესხათ?"
ტყუპი დევიზი – "წინ ევროპისკენ!" საყვარელი წიგნი: "როგორ ვაიძულოთ ადამიანები ყველაფერში დაგვეთანხმონ". საყვარელი საქმიანობა: ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება. იდეალური სამუშაო: ვაჭრობა საკვანძო გამონათქვამი: "იმიტომ, რომ მე ასე მინდა!"
კირჩხიბი დევიზი: "შემოდი ჩემ სახლში!" საყვარელი წიგნი: "ტანჯულის სახელმძღვანელო". საყვარელი საქმიანობა: წუწუნი. იდეალური სამუშაო: მრჩეველი ყველა ცხოვრებისეულ საკითხში. საკვანძო გამოთქმა: "და ეს ყოველივე მას შემდეგ, რაც მე შენთვის გავაკეთე!?
ლომი დევიზი – "ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მსურს, ანუ საუკეთესოდ! საყვარელი წიგნი: "როგორ დავეუფლოთ სწრაფად დაშინების ხელოვნებას". საყვარელი საქმიანობა: ბრძანებების გაცემა. იდეალური სამუშაო: ბოსების ბოსი. საკვანძო გამოთქმა: "მიიღე, რაც გეკუთვნოდა?"
ქალწული დევიზი –"კურდღლებსაც სჭირდებათ სიყვარული!" საყვარელი წიგნი: "1001 ნაბიჯი სრული და საბოლოო გადაწყვეტილებისკენ". საყვარელი საქმიანობა: ნერვიულობა. იდეალური სამუშაო: ეიფელის კოშკის მნე, რომელიც პირადად ამოწმებს სათადარიგო კიბის ყველა საფუხურს. საკვანძო გამოთქმა: "საქმე ასე ადვილად არ გამოვა!"
სასწორი დევიზი – "სარკევ, სარკევ, მითხარი" საყვარელი წიგნი: "როგორ დავქორწინდე ტილოზე მონა ლიზა". საყვარელი საქმიანობა: არაბუნებრივად ღიმილი. იდეალური სამუშაო: ნებისმიერის ადვოკატი. საკვანძო გამონათქვამი: "მეორეს მხრივ..."
მორიელი დევიზი – "თავდაცვის საუკეთესო საშუალება – თავდასხმაა!" საყვარელი წიგნი: "როგორ მოვიპოვე შემწყნარებლობა – პროკურორის აღსარება". საყავრელი საქმიანობა: მომდევნო ნაბიჯების გათვლა. იდეალური სამუშაო: მოსამართლე, ჟიურის წევრი. საკვანძო გამონათქვამი: "მე თქვენ გაჩვენებთ სეირს!"
მშვილდოსანი დევიზი – "მეტი, ვიდრე გინდათ, რომ იცოდეთ!" საყვარელი წიგნი: "როგორ გავხდეთ ერთ წუთში ფილოსოფოსი". საყვარელი საქმიანობა: მჭევრმეტყველება ყველასთან, ვისაც არ ეზარება, რომ უსმინოს. იდეალური სამუშაო: მეკობრეების დაცვის სამსახური. საკვანძო გამონათქვამი: "ნუთუ ეს მე ჩავიდინე?"
თხის რქა დევიზი: "ჩემს სიჯიუტეს ვერავინ მოდრეკს!" საყვარელი წიგნი: "მსოფლიო ბატონობის მიღწევის ათი საიდუმლო". საყვარელი საქმიანობა: უფროსობანას თამაში. იდეალური სამუშაო: მილიონერის ფინანსური მრჩეველი. საკვანძო გამონათქვამი: "არასოდეს უნდა იყო ზედმეტად მდიდარი და ზედმეტად ღარიბი!"
მერწყული დევიზი – "სიურპრიზი! სიურპრიზი! გაუმარჯოს სიურპრიზს!" საყვარელი წიგნი: "როგორ მივიღოთ სარგებელი მძინარე ზღარბებისგან". საყვარელი საქამიანობა: შეეჩხიროს ყველას თვალებში. იდეალური სამუშაო: ანგარიდან თვითმფრინავების შემყვან-გამომყვანი. საკვანძო გამონათქვამი: "შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს!"
თევზები დევიზი – "... მაგრამ მისი ფიქრები ისე შორს იყო!" საყვარელი წიგნი: "პლანეტებს შორის კომუნიკაციების სახელმძღვანელო". საყვარელი საქმიანობა: მილიონერების გადარჩენა. იდეალური სამუშაო: პროფესიონალი მტირალა. საკვანძო გამონათქვამი: "ისეთი აღშფოთებული ვარ!"
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2014-06-18, 9:12 PM | შეტყობინება # 8 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
როგორ გავაბედნიეროთ მამაკაცი:
1) დააკმაყოფილე მისი სექსუალური მოთხოვნილებები 2)აჭამე 3)დაასვენე
როგორ უნდა გავაბედნიეროთ ქალი:
უბრალოდ იყავით მისთვის: 1) მეგობარი 2) შეყვარებული 3) ძმა ... 4) მამა 5) მფლობელი 6) მასწავლებელი 7) მზარეული 8) ხელოსანი 9) სანტექნიკოსი 10) მექანიკოსი 11) დეკორატორი 12) სტილისტი 13) თერაპევტი 14) ფსიქოლოგი 15) არ გააბრაზოთ 16) ორგანიზატორი 17) თამამი 18) სუფთა 19) თავაზიანი 20) კარგი 21) კეთილშობილური 22) გულუხვი 23) ყურადღებიანი 24) გალანტური 25) ინტელექტუალური 26) ჩამოყალიბებული 27) უმორის გრძნობით 28) ეშმაკური 29) სპორტული 30) ძლიერი 31) გაგებული 32)დამთმობი 33) ტოლერანტული 34)ინტელიგენტი 35) ფრთხილი 36) თბილი 37) მდიდარი 38) ძლიერი 39) საიმედო 40) თავაზიანი
არ დაგავიწყდეთ: 41) ხშირი კომპლიმენტები 42) საჩუქრებით განებივრება 43) დაუთმოთ ყოველტვის ყველაფერი 44) არ შევხედოთ სხვა გოგონას ამავე დროს,
უნდა: 46) იყოთ ფრთხილად 47) არ უნდა იყოთ ეჭვიანი 48) მიიღოთ მისი ოჯახი 49)ყოველთვის გამონახოთ მისთვის დრო ზრუნვა მისი ...
და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია: 50) არასოდეს! არ უნდა დაგვავიწყდეს, თარიღი: * დაბადების დღე * პირველი შეხვედრა * პირველი კოცნა * სადღესასწაულო თარიღები
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2017-08-07, 6:46 PM | შეტყობინება # 9 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ადამი — პირველი იღბლიანი კაცი, რომელსაც არ ჰყავდა სიდედრი; თუკი პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ფულით, მაშინ ეს პრობლემა არ არის, ეს ხარჯია; ღმერთმა ადამიანს მისცა ორი ყური და ერთი პირი იმისათვის, რომ მეტი მოისმინოს და ნაკლებიილაპარაკოს; ღმერთმა დაგიფაროს სულელი ქალებისგან, კარგებისგან კი თავად გაიქეცი! შევიდა ღვინო — გამოვიდა საიდუმლო;
ყველა ფულის უქონლობაზე წუწუნებს, ჭკუის უქონლობაზე კი არავინ; თხის წინიდან გეშინოდეს, ცხენის უკნიდან, სულელის - ყველა მხრიდან; სტუმარს და თევზს სამი დღის შემდეგ სუნი ასდის; ორს არ სჯერავს შენი სიკვდილის: ვისაც უყვარხარ და ვისაც ეზიზღები; ცოდნა დიდ ადგილს არ იკავებს;
ღმერთო! დამეხმარე ფეხზე დადგომაში — დაცემა თავადაც შემიძლია; როცა საკეთებელი არაფერია, იწყებენ დიადი საქმეების კეთებას; ვისაც შვილები არ ჰყავს, შეუძლიათ მათი კარგად აღზრდა; სიცილით სიკვდილი სჯობს შიშით სიკვდილს; გამოცდილება — ეს არის სიტყვა, რომელსაც ადამიანები საკუთარ შეცდომებს ეძახიან; ჭაღარა — სიბერის ნიშანია და არა სიბრძნის;
დაბერებისას ადამიანი ხედავს ცუდად, მაგრამ მეტს; ადამიანმა უნდა იცხოვროს ცნობისმოყვარეობის გამო მაინც; ორი სიავისგან პესიმისტი ირჩევს ორთავეს; ყრუს ესმოდა რას ყვებოდა მუნჯი, რას ხედავდა ბრმა, კოჭლი როგორ გარბოდა სწრაფად; როცა შინაბერა თხოვდება, ის მაშინვე ახალგაზრდა ცოლი ხდება; მშობლები შვილებს ლაპარაკს ასწავლიან, შვილები მშობლებს გაჩუმებას; ფულთან ერთად ისე კარგი არ არის, როგორც მათ გარეშე ცუდად ყოფნაა; თხას წვერები ვერ აქცევს რაბინად; შორიდან არავინ არის ცუდი;
შეიძლება კვერცხები ქათმებზე ბევრად ჭკვიანები არიან, მაგრამ ისინი მალე ლაყდებიან; ქაშაყი ჰყოფნის ათ ადამიანს, ქათამი მხოლოდ ორს; ჯერ არ დაბადებულა ცხენი, რომლითაც შეიძლება საკუთარ ახალგაზრდობას დაეწიო; მამაკაცები უფრო ბევრს გააკეთებდნენ, ქალები რომ უფრო ცოტას ლაპარაკობდნენ; კარგად დუმილი უფრო რთულია, ვიდრე კარგად საუბარი;
ცუდი ცოლი — წვიმაზე უარესია: წვიმა სახლში გაგდებს, ცუდი ცოლი კი სახლიდან; სამყარო გაქრება არა იმის გამო, რომ ბევრი ადამიანია, არამედ იმის გამო, რომ ბევრი არაადამიანია.
|
|
| |
|