შაბათი, 2025-06-28, 8:11 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

საიტის ასაკი
***
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ბლოგი

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 27 » სიკვდილი გვხიბლავს სულ სხვაგვარი ქართველ პოეტებს!
4:41 AM
სიკვდილი გვხიბლავს სულ სხვაგვარი ქართველ პოეტებს!
 
 
***
 
წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!
მორჩა! მომბეზრდა! დავიღალე ამდენ უნიჭო:
დამრიგებლებით, ზემდგომებით, მეთაურებით...
მდორე სიცოცხლეს მინდა მკერდი გადავუგლიჯო!
რა საერთო აქვს გაგიჟებას ღმერთის ნებასთან?!
ქაფმომდგარ ტალღებს მიველეწოთ მხურვალ ტანებით!
თუ სიკვდილია, დაე მოვკვდეთ უკვდავებასთან
მჭიდრო შეხებით - არა მხოლოდ ხელწატანებით!
ვის რა ხელი აქვს, ვინ რას დაწერს - უკეთ ვინ უფრო?!
ჯანდაბას დაფნა! უსაჩუქრონ ისევ გოეთეს!
ჩვენ ხომ სიცოცხლეც სხვანაირი გვწამს
და მით უფრო
სიკვდილი გვხიბლავს სულ სხვაგვარი, ქართველ პოეტებს!
ხომ გვყავდა ქალი, ვინც გვიყვარდა თავდავიწყებით?!
ხომ ვწერეთ ლექსი?! (არ გავქრებით ვიცი, უკვალოდ!)
და თუ ბედია, იქ დავმთავრდეთ, სადაც ვიწყებით,
ასე ანაზდად, ასე ლაღად, ასე უბრალოდ...
 
წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!
 
ნანახია: 583 | დაამატა: სინიორა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
***
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 9
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz