კალენდარი
« სექტემბერი 2013 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
ბლოგი
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 12 » ნინოწმინდის ღამე
|
***
ნინოწმინდა... პალატები მეფეთა... გალავანში ჯამი – აქაფებული; შენი სახე რისთვის შემომეფეთა, ხატი იყავ – ვეფხვი დაქალებული...
საზანდარმა ღამე ააცახცახა, ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა, ცა – ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა, და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა...
ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები... ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა საქართველოს ლექსის მეხანძარენი ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!
როგორც ხმალი ძმებო ტამერლანისა, სიყვარული ისე დამჯახებია! მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს და სიყვარულს ათაბაგის ქალისას; ძუძუები ოქროს კალმახებია, წამწამები აქვს თავთუხის ყანისა...
წინანდალის ვაზი აყვავებული, ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა, აფრენილი ბაზიერის დაფითა, დურაჯი ხარ, მაყვალსშეფარებული!
ნინოწმინდა... ჩვენ, როგორც ხაზარები... ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა საქართველოს ლექსის მეხანძარენი ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ! 
|
ნანახია: 1329 |
დაამატა: სინიორა
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
ჩვენი გამოკითხვა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
| | |