კალენდარი
« ივლისი 2016 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
ბლოგი
მთავარი » 2016 » ივლისი » 11 » მზესუმზირების მშურს!
10:40 PM მზესუმზირების მშურს! |
***
მზესუმზირები უხმოდ, უსიტყვოდ
მზეს დაჰყვებიან, მზეს,
მხოლოდ მის სხივთა ალერსს ელიან
არ გაჰყურებენ გზებს.
მეც მზესუმზირებს ვადრი ჩემს თვალებს,
და შენს თვალებს კი მზეს.
ანდამატივით სულ თან დავყვები
შენი თვალების გზებს.
საოცარია და ზოგჯერ თითქოს
მზესუმზირების მშურს,
მზე არ იშურებს მათთვის ნაზ ღიმილს,
შენ - თვალს მარიდებ სულ.
მზესუმზირები ჩუმი ჩურჩულით
მზეს დაჰყვებიან, მზეს,
და მოლოდინად ქცეულ მათ თვალებს
მზეც სხივებს უხვად ჰფენს.
შენ კი არ გესმის ჩემი ვედრება,
სულ თვალს მარიდებ, სულ,
... და ამიტომაც; და ამიტომაც,
მზესუმზირების მშურს!
|
ნანახია: 664 |
დაამატა: სინიორა
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
ჩვენი გამოკითხვა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
| | |