შაბათი, 2025-06-28, 3:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

საიტის ასაკი
***
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ბლოგი

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 10 » გარეთ თოვდა...
10:33 PM
გარეთ თოვდა...


***

გარეთ თოვდა... ფანტელები მოცეკვავდნენ ციდან,
ჩვენს ოთახში სიყვარული თაიგულად ხარობდა,
ფანჯრის პირას ჩამომჯდარი ის ჩიორა, ციდა,
წკრიალა ხმით ალბათ მხოლოდ ჩვენ ორისთვის გალობდა!

გარეთ თოვდა... ფანტელები მოცეკვავდნენ ციდან,
ოთახში კი დიდ ბუხარში სიყვარული ენთო,
ვიხსენებდით ჩვენს შეხვედრებს, გვიხაროდა თოვა
და წარსული სულს გვითბობდა, ვჩურჩულებდით, ღმერთო!

თოვდა... თოვდა... ფანტელები მოცეკვავდნენ ციდან,
თითქოს ჩუმად გვეძახოდნენ, გამოდითო გარეთ,
თეთრ ზღაპარში სიყვარული დაფრინავდა ფიფქად,
მარგალიტად ადნებოდა შენს მშვენიერ თვალებს.

გარეთ თოვდა...
ფანტელები მოცეკვავდნენ ციდან,
შინ კი ჩვენი სიყვარული წმინდა სანთლად ენთო,
გვიხაროდა ერთმანეთი, ჯადოსნური თოვა,
თეთრ ტაძარში ხელგაშლილნი ვლოცულობდით, ღმერთო!

გარეთ თოვდა...


ნანახია: 654 | დაამატა: სინიორა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
***
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 9
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz